ადამ ვაისჰაუპტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| საიტი =
}}
'''ადამ ვაისჰაუპტი''' ({{lang-de|Adam Weishaupt;}} დ. [[6 დეკემბერი|6 დეკემბერი]] [[1748|1748]], [[ინგოლშტადტი|ინგოლშტადტი]] ([[ბავარია|(ბავარია)]]) — გ. [[18 ნოემბერი|18 ნოემბერი]] [[1830|1830]], [[გოთა|გოთა]]) — [[გერმანია|გერმანელი]] [[ფილოსოფია|ფილოსოფოსი]], [[ილუმინატები|ილუმინატების ორდენის]] დამაარსებელი, [[ინგოლშტადტის უნივერსიტეტი]]ს სამართლის პროფესორი, [[იმანუელ კანტი| იმანუელ კანტის]] ფილოსოფიურ მოძღვრებათა<ref name="Beiser">[http://books.google.com/books?id=5ihJn9EKCl4C&printsec=frontcover&source=gbs_summary_r&cad=0#v=onepage&q&f=false Frederick C. Beiser. ''The Fate of Reason: „German Philosophy from Kant to Fichte“.'' (Harvard, 1987) ] {{en}}</ref> მოწინააღმდეგე.
 
==ადრეული ცხოვრება==
 
ადამ ვაისჰაუპტი დაიბადა [[1748|1748]] წლის]] [[6 დეკემბერი|6 დეკემბერს]] [[ინგოლშტადტი|ინგოლშტადტში]] ([[ბავარია|(ბავარია)]])<ref name="ADB Vol. 41"> [http://www.deutsche-biographie.de/sfz84871.html ''Allgemeine Deutsche Biographie'' Vol. 41, p. 539] {{de}} </ref>. როდესაც ადამ ვაისჰაუპტის მამა, [[იოჰან გეორგ ვაისჰაუპტი|იოჰან გეორგ ვაისჰაუპტი]] გარდაიცვალა [[1753|(1753]] წელს)]], ადამი მხოლოდ 5 წლის იყო. მამის გარდაცვალების შემდეგ პატარა ადამზე მისი ნათლია, [[იოჰან ადამ ფონ იქშტატი|იოჰან ადამ ფონ იქშტატი]] ზრუნავდა, რომელიც ასევე სამართლის პროფესორი იყო<ref name="Ickstatt"> [http://epub.ub.uni-muenchen.de/9591/1/matrikelbuch_1872.pdf Freninger, Franz Xaver, ed. Das ''„Matrikelbuch der Universitaet Ingolstadt-Landshut-München.“'' München: A. Eichleiter, 1872. 31.] {{de}} </ref>. 7 წლის ადამმა განათლების მისაღებად [[იეზუიტთა ორდენი|იეზუიტთა]] სკოლას მიაშურა, 15 წლის ასაკში სკოლა მიატოვა, დაინტერესდა სამეცნიერო კვლევებითა და იურისპრუდენციით, ეცნობოდა იურიდიულ ლიტერატურას, მოგვიანებით ჩაერიცხა [[ინგოლშტადტის უნივერსიტეტი|ინგოლშტადტის უნივერსიტეტში]], 20 წლის ასაკში წარმატებით დაასრულა უნივერსიტეტის დოქტურანტურა, [[1772|1772 წელს]] კი გახდა სამართლის პროფესორი<ref name="ADB Vol. 41"/>. [[1775|1775]] წელს]] გაეცნო [[გეტინგენის უნივერსიტეტი]]ს პროფესორის, [[იოჰან გეორგ ჰაინრიხ ფედერი|ჰანრიხ ფედერის]] ფილოსოფიურ მოძღვრებას [[ემპირიზმი|ემპირიზმის]] შესახებ და სწორედ ამ ნაშრომმა განაპირობა მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება, რის შედეგადაც ვაისჰაუპტი დაუპირისპირდა [[იმანუელ კანტი|კანტის]] [[იდეალიზმი|იდეალიზმს]]<ref name="Beiser"/>.
 
==ილუმინატების ორდენის დაარსება==
 
 
[[1776|1776]] წლის]] [[1 მაისი|1 მაისს]] ვაისჰაუპტმა დააარსა „პერფექტებილისტების“ ორდენი („''Order of Perfectibilists''“), რომელიც დღესდღეობით „ბავარიელი ილუმინატების“ სახელითაა ცნობილი. ვაისჰაუპტმა დაირქვა ფსევდონიმი [[სპარტაკი|„სპარტაკი“]] (''„Brother Spartacus“''). ორდენის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა მონარქიული ხელისუფლებისა და სახელმწიფო რელიგიის გაუქმება მთელ ევროპასა და მის კოლონებში<ref name="Encyclopedia"> [http://www.newadvent.org/cathen/07661b.htm Catholic Encyclopedia: „''Illuminati''“] {{en}} </ref>. საკუთარი ორდენის პოპულარიზაციის მიზნით, [[1777|1777 წელს]] ადამ ვაისჰაუპტი გაწევრიანდა [[მიუნხენი|მიუნხენის]] [[თავისუფალი მასონები|მასონურ ლოჟაში]] — ''„Theodor zum guten Rath“''. ვაისჰაუპტს სურდა ადამიანური ბუნების სრულყოფა, რისი მიღწევის ძირითად საშუალებას, მისი აზრით, წარმოადგენდა სრული შემეცნება, გათვითცნობიერება, სახელმწიფოსა და ეკლესიის ზემოქმედებისაგან გათავისუფლება. მოგვიანებით, ვაისჰაუპტმა დაიწყო მუშაობა „ბავარიელი ილუმინატების“ ორდენის სტრუქტურაზე, რათა ეს უკანასკნელი მაქსიმალურად დამსგავსებოდა [[თავისუფალი მასონები|მასონთა]] საიდუმლო ორგანიზაციების სტრუქტურას<ref name="Encyclopedia"/>. ადამ ვაისჰაუპტის რადიკალურ [[რაციონალიზმი|რაციონალიზმსა]] და მის მსოფლმხედველობას ბავარიის ხელისუფლება არ მიესალმებოდა. [[1784|1784]] წელს]] ბავარიის მმართველმა, [[კარლ IV თეოდორი|კარლ IV თეოდორმა]] აკრძალა ადამ ვაისჰაუპტის „ბავარიელი ილუმინატების“ ორდენის და, ზოგადად, ნებისმიერი ფარული ორგანიზაციისა და საზოგადოების საქმიანობა. საბოლოო ჯამში, ვაისჰაუპტმა დაკარგა უნივერსიტეტის პროფესორის ხარისხი და დატოვა ბავარია<ref name="Encyclopedia"/>.
 
==მოღვაწეობა დევნილობაში==
 
ბავარიის დატოვების შემდეგ, ადამ ვაისჰაუპტი გადავიდა [[რეგენსბურგი|რეგენსბურგში]], იქიდან კი ქალაქ [[გოთა|გოთაში]]ში, სადაც შეხვდა [[ერნესტ II|ჰერცოგ ერნესტ II-ს]], რომელიც მხარს უჭერდა მის იდეებსა და შეხედულებებს. ადამ ვაისჰაუპტმა გოთაში მოღვაწეობის დროს მრავალი ნაშრომი შექმნა, მათ შორის აღსანიშნავია — ''„A Complete History of the Persecutions of the Illuminati in Bavaria“ (1785)'', ''A Picture of Illuminism'' (1786), ''An Apology for the Illuminati'' (1786) და ''An Improved System of Illuminism'' (1787). გარდაიცვალა [[1830|1830 წლის]] წლის [[18 ნოემბერი|18 ნოემბერს]] [[1787|(1787)]]<ref name="Beiser"/>.
 
==ტომას ჯეფერსონი ვაისჰაუპტის შესახებ==
 
[[ფაილი:Thomas Jefferson rev.jpg|მინიატიურა|170px|მარცხნივ|[[ტომას ჯეფერსონი|ტომას ჯეფერსონი]] — [[აშშ|ამერიკის შეერთებული შტატების]] რიგით მე-3 [[აშშ-ის პრეზიდენტი|პრეზიდენტი]]]]
 
{{ციტირება|როგორც ჩანს, ვაისჰაუპტი თავდადებული [[ფილანტროპი|ფილანტროპია]]. ის მიეკუთვნება იმ ადამიანებს, რომლებსაც სწამთ ადამიანური ბუნების სრულყოფილების. ის თვლის, რომ დროთა განმავლობაში თავისუფლად შეძლებს ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარ თავს კონტროლი გაუწიოს, რათა თავისი საქმიანობით პოლიტიკურ ხელისუფლებას არ მისცეს მასზე ზემოქმედების საბაბი. ვაისჰაუპტს მიაჩნია, რომ ადამიანური ბუნების ამაღლება იესო ქრისტეს მთავარ მიზანს წარმოადგენდა. ის ცდილობდა რელიგიის აღდგენას საკუთარი მორალური პრინციპების გავრცელების გზით, რათა ადამიანებს ესწავლათ თავიანთი შინაგანი სამყაროს მოწესრიგება და რეგულირება. ქრისტეს მცნებები არის ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, ამ მცნებათა შეგონებით კი, იესო ქრისტე იმედოვნებდა, რომ კაცობრიობა დაუბრუნდებოდა თავის ბუნებრივ მდგომარეობას — თავისუფლებასა და თანასწორობას. ვაისჰაუპტი ამბობს, რომ არავის არასოდეს შეუქმნია ისეთი დიდი საფუძველი თავისუფლებისათვის, როგორც იესო ნაზარეველს. ვაისჰაუპტი თვლიდა, რომ თავდაპირველად [[თავისუფალი მასონები|თავისუფალი მასონები]] იცავდნენ ქრისტიანობის ჭეშმარიტ პრინციპებს და დღემდეც შეინარჩუნეს მათი ნაწილი, თუმცა ძალიან დამახინჯებული სახით. ვაისჰაუპტი კი გვთავაზობს ადამიანური ბუნების სრულყოფას, გაუმჯობესებას, კეთილგონიერების შთაგონებას. ის ამბობს, რომ წარმატების უზრუნვეყლოფის მიზნით თავს იკავებს ხმაურიანი და შემაშფოთებელი განცხადებებისაგან. „შთამომავლობის ბედნიერების წინასწარ განჭვრეტა და მისთვის ნიადაგის შემზადება სხვადასხვა საშუალებებით, სრულიად საკმარისია ჩვენი ბედნიერებისათვის, სულიერ სიმშვიდეს ვერაფერი დაგვირღვევს.“ გამომდინარე იქიდან, რომ ვაისჰაუპტი სასულიერო პირთა დესპოტიზმისა და ტირანიის ხანაში ცხოვრობდა, მან იცოდა, რომ ინფორმაციისა და საკუთარი პრინციპების საზოგადოებაში გავრცელების დროსაც კი სიფრთხილე მართებდა. ის ცდილობა გრადაციის გზით ახალი წევრების გადმობირებას, რათა დაპირისპირებოდა ამ ტირანიას. საბოლოოდ, მისმა შეხედულებებმა გამოიწვია ბვარიიდან განდევნა, ფარული ორგანიზაციის დაშლა და გზა გაუხსნა [[ჯორჯ რობისონი|რობისონის]], [[აუგუსტინ დე ბარუელი|ბარუელისა]] და [[იედიდია მორსე|მორსეს]] ნაბოდვარს, რომლებსაც რეალურად მხოლოდ იმის ეშინოდათ, რომ ვაისჰაუპტისეული მოძღვრებების გავრცელების შედეგად ისინი „თამაშგარე“ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. ეს თემა ჩემთვის ახალი არ არის, წარმომიდგენია, თქვენ რომ ჩემს ადგილას ყოფილიყავით, მსგავს სიამოვნებას მიიღებდით, რაც მე განვიცადე ამ ანალიზის შექმნისას და მჯერა, დამეთანხმებით — ადამ ვაისჰაუპტს რომ ეცხოვრა აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც არ არის საჭირო არავითარი საიდუმლო მოღვაწეობა ადამიანთა განსწავლისათვის, მას არ დასჭირდებოდა ეს ფარული მექანიზმები საკუთარი მიზნის მისაღწევად<ref name="Jefferson">[http://memory.loc.gov/cgi-bin/query/r?ammem/mtj:@field(DOCID+@lit(tj090050)) “Thomas Jefferson to Reverend James Madison, January 31, 1800, The Thomas Jefferson Papers (American Memory from the Library of Congress)” ] {{en}} </ref>.}}
 
==ადამ ვაისჰაუპტი თანამედროვე ცხოვრებაში==
 
* [[1975|1975 წელს]] გამოქვეყნდა [[რობერტ ში|რობერტ შისა]]სა და [[რობერტ უილსონი|რობერტ უილსონის]] თანაავტორობით დაწერილი ცნობილი ტრილოგია ''„Illuminatus!“''. ტრილოგიაში ადამ ვაისჰაუპტი მოხსენიებულია, როგორც „ბავარიელი ილუმინატების“ ოდენის დამაარსებელი, რომელიმაც მოკლა [[ჯორჯ ვაშინგტონი|ჯორჯ ვაშინგტონი]] და დაიკავა მისი პოსტი [[აშშ|ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის]] თანამდებობაზე<ref name="Imposter"> [http://www.cesnur.org/2005/mi_illuminati_en.htm ''„Do the Illuminati Really Exist?“'' Center for Studies on New Religions . Retrieved 3 March 2006.] {{en}} </ref>.
* ადამ ვაისჰაუპტი ასევე მოხსენიებულია [[დეივ სიმი|დეივ სიმის]] წიგნში ''„Cerebus the Aardvark“'', სადაც მისი პიროვნება შერწყმულია [[ჯორჯ ვაშინგტონი|ჯორჯ ვაშინგტონთან]]<ref name="President"> [http://www.cereb.us/wiki/index.php?title=Weisshaupt Dave Sim — ''„Cerebus the Aardvark“'', „President Adam Weisshaupt“ — appears in the Cerebus and Church & State I volumes ] {{en}} </ref>.
* ვაისჰაუპტის სახელი გვხვდება კომპიუტერულ თამაშში [[Deus Ex|„Deus Ex“]], საინტერესოა, რომ თამაშში ადამ ვაისჰაუპტის დაბადების თარიღად მითითებულია არა [[1748|1748]] არამედ [[1723|1723]] წელი]]<ref name="Deus Ex"> [http://deusex.wikia.com/wiki/Adam_Weishaupt Adam Weishaupt in Pc Game "Deus Ex" ] {{en}} </ref><ref name="Deus Exc"> [http://en.wikipedia.org/wiki/Deus_Ex_characters Deus Ex characters ] {{en}} </ref>.
* ადამ ვაისჰაუპტი ასევე ნახსენებია ამერიკელი მომღერლების „El-P“-ისა და „Cage“-ის სიმღერაში ''„Accidents Don't Happen“'' — ალბომი ''Fantastic Damage'' (2002), კერძოდ, ნახსენებია შემდეგი ფრაზა — „Bush got a ouija to talk to Adam Weishaupt“<ref name="Cage"> [http://rapgenius.com/El-p-accidents-dont-happen-lyrics#note-286326 Adam Weishaupt is mentioned ("Bush got a ouija to talk to Adam Weishaupt") by the „Cage“ in El-P's „Accidents Don't Happen“, the ninth track on his album Fantastic Damage (2002). ] {{en}} </ref>.