ადამ ვაისჰაუპტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[[ფაილი:Thomas Jefferson rev.jpg|მინიატიურა|170px|მარცხნივ|[[ტომას ჯეფერსონი|ტომას ჯეფერსონი]] — [[აშშ|ამერიკის შეერთებული შტატების]] რიგით მე-3 [[აშშ-ის პრეზიდენტი|პრეზიდენტი]]]]
 
{{ციტირება|როგორც ჩანს, ვაისჰაუპტი თავდადებული [[ფილანტროპი|ფილანტროპია]]. ის მიეკუთვნება იმ ადამიანებს, რომლებსაც სწამთ ადამიანური ბუნების სრულყოფილების. ის თვლის, რომ დროთა განმავლობაში თავისუფლად შეძლებს ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარ თავს კონტროლი გაუწიოს, რათა თავისი საქმიანობით პოლიტიკურ ხელისუფლებას არ მისცეს მასზე ზემოქმედების საბაბი. ვაისჰაუპტს მიაჩნია, რომ ადამიანური ბუნების ამაღლება იესო ქრისტეს მთავარ მიზანს წარმოადგენდა. ის ცდილობდა რელიგიის აღდგენას საკუთარი მორალური პრინციპების გავრცელების გზით, რათა ადამიანებს ესწავლათ თავიანთი შინაგანი სამყაროს მოწესრიგება და რეგულირება. ქრისტეს მცნებები არის ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, ამ მცნებათა შეგონებით კი, იესო ქრისტე იმედოვნებდა, რომ კაცობრიობა დაუბრუნდებოდა თავის ბუნებრივ მდგომარეობას — თავისუფლებასა და თანასწორობას. ვაისჰაუპტი ამბობს, რომ არავის არასოდეს შეუქმნია ისეთი დიდი საფუძველი თავისუფლებისათვის, როგორც იესო ნაზარეველს. ვაისჰაუპტი თვლიდა, რომ თავდაპირველად [[თავისუფალი მასონები|თავისუფალი მასონები]] იცავდნენ ქრისტიანობის ჭეშმარიტ პრინციპებს და დღემდეც შეინარჩუნეს მათი ნაწილი, თუმცა ძალიან დამახინჯებული სახით. ვაისჰაუპტი კი გვთავაზობს ადამიანური ბუნების სრულყოფას, გაუმჯობესებას, კეთილგონიერების შთაგონებას. ის ამბობს, რომ წარმატების უზრუნვეყლოფის მიზნით თავს იკავებს ხმაურიანი და შემაშფოთებელი განცხადებებისაგან. „შთამომავლობის ბედნიერების წინასწარ განჭვრეტა და მისთვის ნიადაგის შემზადება სხვადასხვა საშუალებებით, სრულიად საკმარისია ჩვენი ბედნიერებისათვის, სულიერ სიმშვიდეს ვერაფერი დაგვირღვევს.“ გამომდინარე იქიდან, რომ ვაისჰაუპტი სასულიერო პირთა დესპოტიზმისა და ტირანიის ხანაში ცხოვრობდა, მან იცოდა, რომ ინფორმაციისა და საკუთარი პრინციპების საზოგადოებაში გავრცელების დროსაც კი სიფრთხილე მართებდა. ის ცდილობა გრადაციის გზით ახალი წევრების გადმობირებას, რათა დაპირისპირებოდა ამ ტირანიას. საბოლოოდ, მისმა შეხედულებებმა გამოიწვია ბვარიიდან განდევნა, ფარული ორგანიზაციის დაშლა და გზა გაუხსნა [[ჯორჯ რობისონი|რობისონის]], [[აუგუსტინ დე ბარუელი|ბარუელისა]] და [[იედიდია მორსე|მორსეს]] ნაბოდვარს, რომლებსაც რეალურად მხოლოდ იმის ეშინოდათ, რომ ვაისჰაუპტისეული მოძღვრებების გავრცელების შედეგად ისინი „თამაშგარე“ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. ეს თემა ჩემთვის ახალი არ არის, წარმომიდგენია, თქვენ რომ ჩემს ადგილას ყოფილიყავით, მსგავს სიამოვნებას მიიღებდით, რაც მე განვიცადე ამ ანალიზის შექმნისას და მჯერა, დამეთანხმებით — ადამ ვაისჰაუტსვაისჰაუპტს რომ ეცხოვრა აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც არ არის საჭირო არავითარი საიდუმლო მოღვაწეობა ადამიანთა განსწავლისათვის, მას არ დასჭირდებოდა ეს ფარული მექანიზმები საკუთარი მიზნის მისაღწევად<ref name="Jefferson">[http://memory.loc.gov/cgi-bin/query/r?ammem/mtj:@field(DOCID+@lit(tj090050)) “Thomas Jefferson to Reverend James Madison, January 31, 1800, The Thomas Jefferson Papers (American Memory from the Library of Congress)” ] {{en}} </ref>.}}
 
==ადამ ვაისჰაუპტი თანამედროვე ცხოვრებაში==