პრინციპატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8:
პრინცეპსტის (პირველი მოქალაქის) ტიტული პირველად [[ოქტავიან ავგუსტუსი|ოქტავიან ავგუსტუსმა]] აიღო, როდესაც [[რომის სენატი|სენატის]] თანხმობით იგი იმპერატორი გახდა ([[ძვ. წ. 27]]) წელს. ფორმალურად რესპუბლიკა შენარჩუნებული იყო. ავგუსტუსმა მიიღო ცხოვრების ბოლომდე ტრიბუნის მაგისტრატურა, იგი ასევე იყო ცენზორიც და მხედართმთავარიც, ამრიგად იგი სათავეში ჩაუდგა როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო და სასულიერო ხელისუფებას. სენატმა და [[კომიცია|სახალხო კრებებმა]] განაგრძეს არსებობა, [[მაგისტრატუსები|მაგისტრატუსებიც]] შენარჩუნდა, მაგრამ მათი პოლიტიკური მნიშვნელობა შემცირდა.
 
პირობითად პრინციპატი მოიცავს პერიოდს [[ძვ. წ. 27]] წლიდან, ანუ ავგუსტუსის იმპერატორად გამოცხადებიდან, [[193]] წლამდე, ანუ [[ანტონინების დინასტია|ანტონინების დინასტიის]] დასასრულამდე. [[სევერუსების დინასტია|სევერუსების დინასტიის]] მმართველობა რესპუბლიკური ტრადიციებისგან უკვე ძალიან შორის იყო წასული, ხოლო შემდეგ მესამე საუკუნის კრიზისი დაიწყო, რომელიც [[დიოკლეტიანე]]ს მიერ [[დომინანტი|დომინანტის]] შემოღებით დასრულდა. პრინცეპსტს ესაჭიროებოდა [[რომის სენატი|სენატის ]] აღიარება.
 
{{რომის ისტორია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პრინციპატი“-დან