შუა საუკუნეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
ტერმინი „შუა საუკუნეები“ სათავეს იღებს ადრეულ ახალ დროში (XVIII საუკუნემდე), როდესაც [[ჰუმანიზმი|ჰუმანისტმა]] მეცნიერებმა ისტორიულ ეპოქას ანტიკურობის დასასრულიდან მის აღორძინებამდე „შუა“, ასევე „ბნელი საუკუნეები“ უწოდეს. ჰუმანისტები მსოფლიო ისტორიას სამ ნაწილად ყოფდნენ: ძველი, შუა და ახალი ისტორია. მსოფლიო ისტორიის „სამწევროვანი“ დაყოფა ისტორიკოსთა უმრავლესობამ გაიაზრა, მაგრამ ისინი ერთსულოვანნი არ იყვნენ ამ პერიოდიზაციის კონკრეტულ მიჯნების განსაზღვრისას. ერთნი ფიქრობდნენ, რომ ძველი ისტორია მთავრდება და შუა საუკუნეები იწყება ქრისტიანობის ლეგალიზაციით, [[მილანის ედიქტი]]თ ([[313]] წელი); ზოგიერთი მათგანი ძველ ისტორიას ამთავრებდა [[ალარიხ I|ალარიხის]] მიერ რომის აღებით ([[410]] წელი). მაგრამ ისტორიკოსთა უმრავლესობა ძველი ისტორიის დასასრულად და შუა საუკუნეების დასაწყისად [[დასავლეთ რომის იმპერია|დასავლეთ რომის იმპერიის]] დაცემა ([[476]] წელი), შუა საუკუნეებსა და ახალ ისტორიას შორის მიჯნად კი XV საუკუნის მიწურულსა და XVI საუკუნის დასაწყისს მიიჩნევს. ამ ორ ეპოქის წყალგამყოფად ძირითადად სამი თარიღი სახელდება: თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღება ([[1453]] წელი), [[დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები]] ([[1492]] წლიდან) და [[რეფორმაცია|რეფორმაცის]] დასაწყისი გერმანიაში ([[1517]] წელი). სამივე თარიღი მეტად მნიშვნელოვანია.
 
შუა საუკუნეების შიდა პერიოდიზაციაც სამ ძირითად ეტაპად იყოფა, რომლებიც ერთმანეთისაგან სოციალ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული განვითარების ხასიათით განსხვავდებიან. პირველი, ადრეული შუა საუკუნეების პერიოდი იწყება XV საუკუნის დასასრულით და 1000 წლამდე გრძელდება. ეს არის ხახლთა გადასახლების, ფეოდალიზმის საზოგადოებრივ სისტემად ჩამოყალიბების, ბარბაროსული, ადრეფეოდალური სამეფოების წარმოქმნის დრო. კულტურის დროებითი დაცემა თანდათანობით აღმავლობად იცვლება, რაშიც გადამწყვეტი როლი ქრისტიანულმა ეკლესიამ შეასრულა. მეორე, განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდი (1000-1300 წლები), ესაა ფეოდალური ურთიერთობის აყვავების ხანა. მისთვის დამახასიათებელია აგრეთვე ქალაქების მასიური ზრდა, მათში თვითმართველობის გაჩენა, სასაქონლო-ფულადი ურთიერთობის განვითარება, თავისუფალი მოქალაქეობის ჩამოყალიბება. ამ პერიოდში ძლიერდება ეკლესიის გავლენა. მესამე, გვიანდელი შუა საუკუნეების ხანაში(XIV-XV საუკუნეები), მზადდება ნიადაგი ახალი დროისათვის. ეს პერიოდი ხასიათდება ახალი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებით, მნიშვნელოვანი სამეცნიერო და ტექნიკური მიღწევებით, ქალაქის სამეურნეო სისტემაში წინარეკაპილატალისტური ურთიერთობის ელემენტების განვითარებით. ესაა აგრეთვე დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დასაწყისი.
 
== შუა საუკუნეები საქართველოში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შუა_საუკუნეები“-დან