დავოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 48:
'''დავოსი''' ({{lang-de|Davos;}} {{lang-it|Tavate}}) — ქალაქი აღმოსავლეთ [[შვეიცარია]]ში, [[გრაუბიუნდენის კანტონი|გრაუბიუნდენის კანტონის]] ტერიტორიაზე, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1560 მ სიმაღლეზე. მდებარეობს [[რეტის ალპები|რეტის ალპებში]], წიწვიანი ტყითა და ალპური მდელოებით შემოსილი მაღალი მთებით შემოსაზღვრულ განიერ ხეობაში. ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტი. აქ ყოველწლიურად იმართება [[მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი]], რომელსაც ხშირად დავოსის ფორუმს უწოდებენ. აერთიანებს 2 სოფელს: ''დავოს-პლაცს'' და ''დავოს-დორფს'', რომლებიც დავოსის ხეობაში ვრცელდებიან, მდინარე [[ლანდვასერი]]ს ნაპირზე. ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება [[1160]] და [[1213]] წლებში. იმ დროს დავოსი [[რეტორომანული ენა|რეტორომანულ ენაზე]] მოსაუბრე ხალხით დასახლდა, თუმცა მოგვიანებით, კერძოდ [[XIII საუკუნე|XIII საუკუნეში]] ამ ტერიტორიაზე გერმანულენოვანმა ხალხმა მოიკიდა ფეხი. [[1860|1860 წლიდან]] ხდება ფეშენებელური კურორტი, ხოლო [[XX საუკუნე|XX საუკუნიდან]] მოყოლებული სპორტის ზამთრის სახეობებათა და სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ცენტრი.
 
[[1971|1971 წელს]] დავოსში პირველად გიამართა [[მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი]], სადაც მიმდინარეობს მსოფლიო ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პოროლებისპრობლების განხილვა.
 
დავოსის ფართობია 254.5 [[კმ²]]. ტერიტორიის 37,1% გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო მიზნებში, [[ტყე]]ებს 19,7% უკავია. გზებსა და შენობა-ნაგებობებზე მოდის 2,2%, ხოლო 41% მდინარეებზე, მყინვარებსა და მთებზე.
 
დავოსი მაღალმთიანი კლიმატური კურორტია. იცის უღრუბლო და უქარო [[ამინდი]], დამახასიათბელიადამახასიათებელია მზის ინტენსიური რადიაცია, ზომიერად რბილი [[ზამთარი]] და ზომიერად გრილი [[ზაფხული]]. ყველაზე ნოტიო თვეა [[აგვისტო]]. წყლის ყველაზე მშრალი თვეა [[აპრილი]]. [[ატმოსფერული ნალაქებინალექები]]ს რაოდენობა წელიწადში დაახლოებით 1000 მმ-მდე.
 
სამკურნალო საშუალება: კლიმატოთერაპია, ჰიდრო- და ელექტროთერაპია და სხვ; სამედიცინო ჩვენება: ფილტვების ტუბერკულოზი, სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებანი ([[ბრონქიტი]], [[პლევრიტი]], [[ბრონქული ასთმა]] და სხვ.). არის სანატორიუმები, სასტუმროები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, სპორტული ნაგებობანი.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.britannica.com/EBchecked/topic/152884/Davos დავოსი – ენციკლოპედია ბრიტანიკა] {{en}}
 
{{შვეიცარია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დავოსი“-დან