ჭელიში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ჭელიში''' – [[შუა საუკუნეები]]ს მონასტერი დასავლეთ [[საქართველო]]ში, [[რაჭა]]ში (ახლანდელი [[ამბროლაურის მუნიციპალიტეტი]]ს [[ნიკორწმინდა (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)|სოფ. ნიკორწმინდის]] დასავლეთით 4-5 კმ-ზე). შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები და ორსართულიანი სამრეკლო. ჭელიში წყაროებში პირველად [[XI საუკუნე]]ში იხსენიება. მომდევნო ხანაში აქ სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. [[XVI საუკუნე|XVI საუკუნის]] 60-იან წლებში ჭელიშის ეკლესია განაახლა ეპისკოპოსმა [[მელქისედეკი (გელათელი)|მელქისედეკმა]] (საყვარელიძემ) [[იმერეთის სამეფო|იმერეთის]] მეფის [[გიორგი II (იმერეთის მეფე)|გიორგი II-ის]] შემწეობით. [[1591]] წლიდან ჭელიში [[ნიკორწმინდის ეპარქია]]ში შედიოდა, ხოლო [[1637]] წელს ჭელიშის მონასტერი იმერეთის მეფე გიორგი მესამემ გელათს გადასცა. [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] II ნახევრიდან აქ სამონასტრო ცხოვრება მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა და [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 20-იან წლებამდე გრძელდებოდა. ჭელიშში ინახებოდა მრავალი ქართული ხელნაწერი. [[1902]] წელს არქიმანდრიტმა [[ამბროსი|ამბროსი ხელაია]]მ ეკლესიის ეზოში აღმოაჩინა აკლდამა, სადაც ინახებოდა „მოქცევაი ქართლისაი“ს მანამდე უცნობი ხელნაწერის ვარიანტი, შატბერდულზე უფრო ვრცელი.
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://saunje.ge/index.php?id=1108&option=com_content&Itemid=1&lang=en ჭელიში]
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჭელიში“-დან