ციურიხის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის დამატება: be:Цюрыхскае возера
No edit summary
ხაზი 30:
|ვიკისაწყობი =
}}
'''ციურიხის ტბა''' ({{lang-de|Zürichsee}}, {{lang-fr|Lac de Zurich}}) — ტბა [[შვეიცარია]]ში, [[გლარნის ალპები]]ს ჩრდილოეთით, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 409 მ სიმაღლეზე. მდებარეობს [[სანქტ-გალენის კანტონი|სანქტ-გალენის]], [[შვიცის კანტონი|შვიცისა]] და [[ციურიხის კანტონი|ციურიხის კანტონების]] ტერიტორიაზე. ფართობი 88 კმ². მაქსიმალური სიგრძე 40 კმ, სიგანე 1-იდან 4 კმ-მდე. ნამგლისებური ფორმისაა. მოქცეულია ძველმყინვარულ [[ქვაბული|ქვაბულში]]. უდიდესი სიღრმე 143 მ. აღმოსავლეთ ნაწილში ერთვის მდინარე [[ლინთი]], რომელიც გამოედინება ტბის დასავლეთი ნაპირებიდან ქალაქ [[ციურიხი]]ს რაიონში მდინარე [[ლიმატი]]ს სახელწოდებით.
 
[[ჯებირი (ნაგებობა)|ჯებირებით]] გაყოფილია ორ არათანაბარ ნაწილად. უმცირესი — ზემო ტბა ([[გერმ.]] Obersee) შვიცისა და სანქტ-გალენის კანტონებს შორისაა, ქვედა ტბა — ([[გერმ.]] Untersee) მოქცეულია მთლიანად ციურიხის კანტონის ტერიტორიაზე. ციურიხის ტბის ქვედა მონაკვეთი გამოირჩევა დიდი სიღრმით. ნაპირების გასწვრივ გაყვანილია რკინიგზის ხაზი. ტბაში 2 [[კუნძული]]ა. სანაოსნოა. მიმდინარეობს თევზჭერა. ტბის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაპირზეა ქალაქი [[ციურიხი]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ციურიხის_ტბა“-დან