ვიკიპედია:მოქმედება რამდენიმე ანგარიშით: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
*'''სუფთა დასაწყისი ახალი სახელით''': მომხმარებელი, თუ ყველაფრის თავიდან დაწყებას გადაწყვეტს, უნდა შეწყვიტოს მიმდინარე ანგარიშით რედაქტირება და საკუთარი მომხმარებლის განხილვის გვერდზე მოითხოვოს ამ ანგარიშის ბლოკირება განუსაზღვრელი ვადით, ხოლო მომხმარებლის გვერდზე მიუთითოს ახალი სახელი. თუ აღნიშნული ანგარიში არ იქნა დაბლოკილი 3 დღის ვადაში, მიმართოს რომელიმე აქტიურ ადმინისტრატორს თხოვნით. მომხმარებელს ამის გაკეთების უფლება არ აქვს, თუ ბლოკირებულია, ან მის მიმართ მოქმედებს სხვა სანქციები. ასეთი ანგარიშით ადმინისტრატორად ან სხვა თანამდებობაზე დანიშვნის დროს, აუცილებელია, მომხმარებელმა საზოგადოებას აცნობოს ძველი ანგარიშის სახელი თუ საკუთარ მომხმარებლის გვერდზე არ აქვს მითითებული.
*'''იუმორისტული ანგარიშები''': დასაშვებადაა მიჩნეული ალტერნატიული იუმორისტული ანგარიშები. ასეთი ანგარიშების მომხმარებლის გვერდზე უნდა იყოს ბმული ორიგინალ ანგარიშზე.
 
== საზიარო IP მისამართი ==
თუ ორი ან მეტი მომხმარებელი სარგებლობს ერთი და იმავე ქსელში ჩართული კომპიუტერ(ებ)ით, იმისათვის, რომ თავი აარიდონ დადანაშაულებას ანგარიშებით თამაშში, რეკომენდირებულია, საკუთარ მომხმარებლის გვერდზე განაცხადონ, რომ იყენებენ ერთ IP მისამართს.
 
== სქოლიო ==
17,411

რედაქტირება