ფრანსისკო გოია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: ckb:فرانسیسکۆ گۆیا
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Goya selfportrait.jpg|thumb|ავტოპორტრეტი]]
'''ფრანსისკო გოია''' (სრული სახელი ''ფრანსისკო ხოსე დე გოია ი ლუსიენტეს'') (დ. [[30 მარტი]], [[1746]], [[ფუენდეტოდოსი]], სარაგოსასთან — გ. [[16 აპრილი]], [[1828]], [[ბორდო]]), [[ესპანელები|ესპანელი]] ფერმწერი, გრაფიკოსი, გრავიორი.
 
[[ფაილი:Firma de Francisco de Goya.svg|მინი|მარცხნივ|ფრანსისკო გოიას ხელმოწერა]]
 
== ბიოგრაფია ==
მომავალი ფერმწერი დაიბადა 1746 წელს სარაგოსასთან ახლოს, ფუენდეტოდოსში. მამა ვარაყის, ოქროს ხელოსანი იყო. ოჯახში სამი ბიჭი იზრდებოდა. ფრანსიკო ყველაზე უმცროსი გახლდათ. კარგი განათლება ვერ მიიღეს, ამიტომ, ფრანცისკო მთელი ცხოვრება ცუდად წერდა. 1760 წელს ოჯახი სარაგოსაში გადავიდა საცხოვრებლად. ყმაწვილი ფრანსისკო მიაბარეს ლუსანა ი მარტინესის სახელოსნოში შეგირდად.
1760 წლიდან სწავლობდა სარაგოსაში. დაახლოებით 1769 წელს გაემგზავრა იტალიაში. 1771 წელს ანტიკურ ისტორიის თემაზე დახატულ სურათში მიიღო პარმის სამხატვრო აკადემიის II პრემია. დაბრუნდა სარაგოსაში და მოხატა ნუესტრა სენიორა დელ პოლარის ეკლესიის გვერდის ნავი (1771—1772).
 
1766 წელს ფრანსისკო მადრიდში ჩავიდა. იქ გაეცნო სასახლის კარის მხატვრების ნამუშევრებს. ხვეწდა რა თავის ოსტატობას 1763 წელს მონაწილეობა მიიღო მადრიდის სამხატვრო ]აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში იმის იმედით რომ მიიღებდნენ [[სან ფერნანდო]]ს ხელოვნების სამეფო აკადემიაში. მისი ნახატი არ მოეწონათ. 1766 წელს ფრანსისკომ კვლავ სცადა ხელოვნების სამეფო აკადემიაში ჩაბარება მაგრამ უშედეგოდ, მისი ნამუშევარი კვლავ დაიწუნეს.
 
1771 წელს ფრანსისკო იტალიაში გაემგზავრა. ქალაქ პარმაში მან თავისი ნახატი გაიტანა კონკურსზე და მოიპოვა პარმის სამხატვრო აკადემიის მეორე პრემია ანტიკურ თემაზე შექმნილი ნახატისთვის, "ჰანიბალი ალპებიდან დასცქერის იტალიას". იმავე წლის ბოლოს ფრანსისკო დაბრუნდა სარასოგაში და შეუდგა ფრესკების მოხატვას. 1773 წლიდან გადავიდა სამუშაოდ თავის მეგობარ [[ფრანსისკო ბაიუა|ფრანსისკო ბაიუასთან]] რომელიც გახლდა [[ესპანეთი]]ს [[მეფე]] [[კარლოს III]] კარის მხატვარი. გოიამ გაიცნო ფრანსისკოს და ხოსეფა (პეპა) რომელზეც იქორწინა 1773 წლის 25 ივლისს. იმ დროისათვის ხოსეფა(პეპა) 5 თვის ფეხმძიმე გახლდათ. ოთხ თვეში წყვილს შეეძინა ბიჭი რომელსაც ეუსებიო დაარქვეს. ხოსეფას და ფრანსესკოს რამოდენიმე შვილი შეეძინათ.მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა სახელად [[ფრანსისკო ხავიერ პედრო გოია]] რომელიც ასევე მხატვარი გამოვიდა. ხოსეფა გარდაიცვალა 1812 წელს. გოიას ნახატებიდან შემონახულია მხოლოდ ერთადერთი ნახატი ხოსეფას გამოსახულებით.
 
1780 წელს გოიამ დახატა მეფის პორტრეტი. ამის შემდეგ დახატა "ჯვარცმა" და ასე გახდა სამეფო აკადემიის წევრი. 1785 წელს გახდა ამავე აკადემიის ფერწერის განყოფილების ვიცე-დირექტორი, 1795 წელს კი დირექტორი. 1786 წელს გახდა სამეფო კარის მხატვარი. 1799 წელს მეფე კარლოს III-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა [[ჩარლზ IV]]. გოია ასევე მის კარის მხატვრად და პირველ ფერმწერად იქცა.
 
 
==ლიტერატურა==
*{{ქსე|3|204—205}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფრანსისკო_გოია“-დან