შატილი (დუშეთის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''შატილი''' — სოფელი [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტში]], მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის [[კავკასიონი]]ს მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე [[არღუნი (მდინარე)|არღუნის]] ხეობაში. [[თემი]]ს ცენტრი. ზღვის დონიდან 1400 მ. [[დუშეთი]]დან 115 კმ. საუკუნეთა განმავლობაში დარაჯობდა ქვეყნის ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს.
 
შატილი ერთ მტკაველ მიწაზე, კლდოვან ფერდობზეა შეფენილი. სახლი სახლზეა მიდგმული, ქვედა სახურავი ზედას ეზოა და ა.შ. აქ სოფლიდან გამოუსვლელედ ყველა სახლში შეიძლება მოხვდეთ. ასეთ სახლებს ჩარდახიან სახლებს ეძახიან. შატილი საცხოვრებელი სახლების კომპლექსიცაა და ციხე-კოშკებისაც. ეს ფაქტიურად ციხე-სოფელია.
 
შატილის სახლები შეიძლება [[XVII საუკუნე|XVII საუკუნით]] ან [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] დასაწყისით დათარიღდეს.