ჰურინის შვილები: განსხვავება გადახედვებს შორის

Robot: Cosmetic changes
(Robot: Cosmetic changes)
| ენა = ინგლისური
| სერია =
| თემა = ტრაგედია
წყევლა
დრამა
მოგზაურობა
| ჟანრი = [[ფენტეზი]]
| გამომცემელი = [[HarperCollins]] (ბრიტანეთი)
[[Houghton Mifflin Harcourt]] (აშშ)
| მედია = წიგნი (რბილი და მაგარი ყდები)
| გვერდი = 320
| isbn = ISBN 06188946400-618-89464-0
ISBN 978-06188946420-618-89464-2
| oclc = 78790549
| წინამორბედი =
'''ჰურინის შვილები''' — [[ჯ. რ. რ. ტოლკინი]]ს რომანი, რომელიც გამოიცა 2007 წელს. თავდაპირველად იგი დაიწერა 1910 წელს, დამუშავდა რამდენიმე წლის შემდეგ, მაგრამ არ იქნა დასრულებული 1973 წლამდე. მწერლის შვილმა, კრისტოფერ ტოლკინმა, თავად შესძლო მამის ნაშრომის რედაქტირება და აქცია იგი პროზად - იმ დროს, როდესაც ორიგინალი წარმოდგენილი იყო პოემის სახით. 2007 გამოცემა, მიუხედავად იმისა, რომ „ჰურინის შვილების“ წინა ვერსიები სხვადასხვა წლებში შეტანილი იყო სხვა წიგნებშიც, ეს არის რომანის ყველაზე სრულყოფილი ვარიანტი.

== წინაისტორია ==
{{Main|სილმარილიონი}}

გადის სამი საუკუნე. ამ პერიოდში ბელერიანდში [[ადამიანები (შუამიწეთი)|ადამიანები]] ჩნდებიან. ისინი არიან [[ედაინები]], დასავლეთში გაქცეულთა შთამომავლები. [[ბეორის საგვარეულო]] [[ლადროსი]]ს მიწას მართავს, [[ჰალეთის ხალხი]] [[ბრეთილი]]ს - ტყეს, ხოლო [[ჰადორის საგვარეულო]]ს ძალაუფლება ვრცელდება [[დორ-ლომინი]]ს ტერიტორიაზე. მოგვიანებით ბელერიანდში ჩნდებიან სხვა ადამიანებიც, კერძოდ - აღმოსავლელები, რომელთა ნაწილი მორგოთთან კავშირშია.

ანგბანდზე იერიშის, [[დაგორ ბრაგოლახი|მოულოდნელი ალის ბრძოლიბრძოლის]] დროს მორგოთი იმარჯვებს. ბეორის საგვარეულო განადგურებულია, ელფთა და ედაინთა რიგებში დიდი დანაკარგია, თუმცა მრავალი სამეფო კვლავ გადარჩენილია, მათ შორის - [[დორ-ლომინი]], სადაც მეფობა [[ჰურინი|ჰურინ თალიონის]] ხელში გადადის.

== რესურსები ინტერნეტში ==