ჰუნ ჰუნაჰპუ: განსხვავება გადახედვებს შორის

Robot: Cosmetic changes
(r2.7.1) (ბოტის დამატება: pt:Hun-Hunahpú)
(Robot: Cosmetic changes)
'''ჰუნ ჰუნაჰპუ''' - მაიას მითოლოგიაში ჰუნ ჰუნაჰპუ იყო სახელგანთქმული მოთამაშე. (ნაგულისხმებია უძველესი მესოამერიკული თამაში, რომელიც თანამედროვე კალათბურთს წააგავდა). მისი ისტორია აღწერილია [[პოპოლ ვუ|პოპოლ ვუს]] გრძელ ნაწილში.
მითის თანახმად ჰუნ ჰუნაჰპუ და მისი ძმა -[[ვუკუბ ჰუნაჰპუ]] ხშირად თამაშობდნენ ბურთს მაიას ქვესკნელის - [[შიბალბა]]ს მახლობლად. როდესაც ხმაურმა მეტად შეაწუხა ქვესკნელის მმართველები, მათ ძმების მოკვლა გადაწყვიტეს. [[შიბალბა]]ს მბრძანებლებმა (ერთი სიკვდილი და შვიდი სიკვდილი) გააგზავნეს [[ბუ|ბუები]]ები (მაიას მითოლოგიაში - სიკვდილის მომასწავლებელი დემონები. იხილეთ [[მუან]]), რათა ძმები ქვესკნელში შეეტყუებინათ. ასეც მოხვდა. [[ შიბალბა]]ში შესვლის შემდგომ ჰუნ ჰუნაჰპუ-სა და მის ძმას უნებლიედ ჩაეძინათ, დემონებმა ძმები შეიპყრეს და მსხვერპლად შესწირეს. მოთამაშეთა თავები ხეზე (რომელსაც გოგრები ესხა) ჩამოკიდეს, სხეულები კი [[შიბალბა]]ს სათამაშო მოედანზე დამარხეს (მითის თანახმად მოედანი ქვესკნელის დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა). მითის თანახმად, როდესაც ქვესკნელის ერთ-ერთი მმართველის ქალიშვილი მიუახლოვდა ხეს, ჰუნ ჰუნაჰპუ-ს მოკვეთილმა თავმა მას ხელზე დააფურთხა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი დაორსულდა და ტყუპი ძმა შობა (იგულისხმება [[იქსბალანქი]] და [[ჰუნაჰპუ]]).
ტყუპებმა სრულიად შემთხვევით იპოვეს მამისა და ბიძის სათამაშო აღჭურვილობა და თავად დაიწყეს ბურთის თამაში. [[შიბალბა]]ს მბრძანებლები კვლავ შეაწუხა ხმაურმა და ძმებს მოკვლა გადაწყვიტეს. დემონებმა ტყუპები ბურთის სათამაშოდ [[შიბალბა]]ს მოედანზე მიიწვიეს. [[პოპოლ ვუს ]] თანახმად შეჯიბრის დროს ქვესკნელის დემონებმა [[ჰუნაჰპუ]]-ს თავი მოკვეთეს, თამაში კი, ბურთის ნაცვლად, მისი თავით განაგრძეს. [[ჰუნაჰპუ]]-მ დროებით ძმას თავის ადგილას გოგრა დაადგა, შემდგომ კი სხეულის ნაწილი დემონებისაგან იხსნა და ძმა სიკვდილს გადაარჩინა.
საბოლოოდ, ტყუპებმა [[შიბალბა]]ს მმართველები დაამარცხეს, თუმცა მამისა და ბიძის გაცოცხლება ვერ შეძლეს და მათი ნეშტები ქვესკნელში დატოვეს.
 
მიუხედავად იმისა, რომ [[პოპოლ ვუ]]ს მიხედვით ძმებმა ვერ შეძლეს [[ჰუნ ჰუნაჰპუ]]-ს მკვდრეთით აღდგენა, როგორც ჩანს [[მაია: პრეკლასიკური პერიოდი|პრეკლასიკური პერიოდის მაიას]] გაცილებით ოპტიმისტური ხედვა გააჩნდა ამ საკითხთან მიმართებაში. [[სან ბარტოლო|სან ბარტოლოში]]ში უძველესი [[ფრესკა|ფრესკების]] აღმოჩენის შემდგომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჰუნ ჰუნაჰპუ პრეკლასიკურ პერიოდის [[მაია (ცივილიზაცია)|მაიას]] სიმინდის [[მაიას ღვთაებათა ჩამონათვალი|ღმერთს]] წარმოადგენდა, რომელიც სიკვდილის შემდგომ აღდგა და სამყაროს ახლანდელი სახე, იერი მისცა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჰუნ ჰუნაჰპუს სიმინდის ღვთაებასთან გაიგივება უბრალოდ თეორიაა, ვინაიდან [[პოპოლ ვუ]]ში არავითარი ცნობები არ მოგვეპოვება ამის შესახებ.
 
ბურთით თამაშს მაიას ტომისათვის უდიდესი რელიგიური და კულტურული დატვირთვა გააჩნდა - იმართებოდა წარმოდგენები, სხვადასხვაგვარი რელიგიური (მათ შორის ადამიანთა მსხვერპლშეწირვის) რიტუალები, რადგან მაიას ტომს სწამდა, რომ ყოველი სათამაშო მოედნის ახლოს მდებარეობდა შიბალბას კარიბჭე, შესასვლელი. თამაში კი სიმბოლურად იყო ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას, სიცოცხლესა და სიკვდილს, დღესა და ღამეს შორის
 
[[კატეგორია: მაიას მითოლოგია]]
 
[[en:Hun Hunahpu]]