ჰონსიუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: xmf:ჰონსიუ
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
[[ფაილი:Japan honshu map small.png|thumb|250px|კუნძული ჰონსიუ გამუქებულია]] '''ჰონსიუ''' (იაპ. 本州) არის [[იაპონია|იაპონიის]] ყველაზე დიდი, მთავარი კუნძული. მდებარეობს [[ჰოკაიდო|ჰოკაიდოს]] სამხრეთით [[ცუგარუს სრუტე|ცუგარუს სრუტის]] გასწვრივ, [[სიკოკუ|სიკოკუს]] ჩრდილოეთით შუა ზღვის გასწვრივ, და ჩრდილო-აღმოსავლეთით [[კიუსიუ|კიუსიუდან]]დან [[კანმონის სრუტე|კანმონის სრუტის]] გასწვრივ. სიდიდით მეშვიდე კუნძულია და მეორეა მოსახლოების სიმჭიდროვით [[ჯავა (კუნძული)|ჯავას]] შემდეგ (იხ. [[კუნძულების სია ფართობის მიხედვით]]).
 
კუნძული დაახ. 1300 კმ-ია სიგრძეში, ხოლო სიგანეში მერყეობს 50-230 კმ-ს შორის. მისი საერთო ფართობია 230.500 კმ² და შეადგენს იაპონიის საერთო ტერიტორიის 60%-ს. ფართობით ის [[ბრიტანეთის კუნძული|ბრიტანეთის კუნძულს]] აღემატება. ჰონსიუს 5450 კმ სიგრძის სანაპირო აქვს.
ხაზი 5:
მთაგორიან და ვულკანურ კუნძულს ხშირი მიწისძვრები ახასიათებს (დიდი კანტოს მიწისძვრამ ძლიერ დააზიანა [[ტოკიო]] 1923 წლის სექტემბერში); მისი უმაღლესი პიკია აქტიური ვულკანური მთა [[ფუჯი (მთა)|ფუჯი]] (3.776 მ). კუნძულზე მრავალი მდინარეა, მათ შორის [[შინარო]] - ყველაზე გრძელი იაპონიაში. კლიმატი მერყეობს ცივი ჩრდილოეთიდან სუბტროპიკულ სამხრეთამდე.
 
მოსახლეობა შეადგენს 98.352.000 ადამიანს, ძირითადი კონცენტრაციით დაბლობებზე, განსაკუთრებით კი კანტოს გავაკებაზე, სადაც მთელი მოსახლეობის 25% სახლობს ტოკიოსა და [[იოკოჰამა|იოკოჰამას]] შემოგარენში. კუნძულის სხვა ქალაქებია [[კიოტო]], [[ოსაკა]], [[კობე]], [[ჰიროსიმა]], [[სენდაი]] და [[ნაგოია]]. კუნძული ნომინალურად ხუთ რეგიონად არის დაყოფილი და მოიცავს 34 პრეფექტურას, ტოკიოს მეტროპლიის ჩათვლით.
 
{{ესკიზი-იაპონია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰონსიუ“-დან