ჰოვნათანიანები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: en:Hovnatanyan family, fr:Hovnatanian, ru:Овнатанян
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
'''ჰოვნათანიანები''', სომეხ მხატვართა ოჯახი. ცხოვრობდნენ XVII-XIX საუკუნეებში. ოჯახის უფროსი [[ჰოვნათან ნაღაში]] საქართველოს მეფის [[ვახტანგ VI]]-ის სასახლის კარის მხატვარი იყო.
 
''აკოფ ჰოვნათანიანი'' (დ. [[1692]] — გ. ?) და ''არუთინ ჰოვნათანიანი'' (დ. 1706 ან 1707 — გ. ?) ნაღაშის შვილები და მოწაფეები უმთავრესად წიგნის ილუსტრაციაზე მუშობდნენ. მათ ნაღაშთან ერთად მოხატეს [[ეჩმიაძინის ტაძარი]].
ხაზი 9:
''აკობ ჰოვნათანიანი'' (დ. 1806, თბილისი - გ. 1886, თავრიზი ან თირანი, ირანი), ფერმწერი, თბილისური პორტეტული სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, მოღვაწეობდა თბილისში. სწავლობდა თავის მამასთან მიკირტუმ ჰოვნათანიანთან. 1841 წელს საქართველოს მთავარმართებლის ე. გოლოვინის პორტრეტისათვის პეტერბურგის სამხატვრო აკადემიამ უკლასო (თავისუფალი) მხატვრის წოდება მიანიჭა. მისი პორტრეტებისათვის დამახასიათებელია თავშეკავებული კოლორიტი, ფიგურათა სტატიკურობა, პოზათა სიმშვიდე, დეტალიზაცია. ნამუშევრები: ნ. თუმანიანის, ე. გურგენბეკიანის (სომხეთის სურათების გაკერეა, ერევანი), გ. კარაჯიანის (აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), მელიქიშვილების, მიზანდარის (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი) — ყველა 1840 (?) პორტრეტები.
 
== ლიტერატურა ==
* [[ქსე]], ტ. 11, გვ. 677, თბ., 1987