ჰასან ნასრულა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
{{წყარო}}
სეიდი '''ჰასან ნასრულა''' ( حسن نصرالله, ჰასან ნასრუ'ლლაჰ; დ. [[31 აგვისტო]] [[1960]]) – [[ჰეზბოლა (ლიბანი)|ჰეზბოლას]] უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე. იძებნება [[ინტერპოლი|ინტერპოლის]] მიერ, საქმე აღძრულია [[ისრაელი|ისრაელისა]]სა და[[ეგვიპტე|ეგვიპტის]] სამართალდამცველების მიერ ტერორიზმის, ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებების და ეგვიპტის ხელისუფლების გადაწყვეტილებების იძულებითი შეცვლისკენ მოწოდებების გამო.
 
== ბიოგრაფია ==
 
დაიბადა 1960 წლის 31 აგვისტოს პატარა შიიტურ სოფელ ბაზურიათში, ჰასანი იყო უფროსი რვა შვილიდან (სამი ვაჟი და ხუთი ქალი). მამამისი, სეიდი აბდულ–ქარიმ ნასრულა [[ბეირუთი|ბეირუთში]], ე.წ. კარანტინის გარეუბანში მუშაობდა და პატარა ჰასანიც თავისთან წაიყვანა. ხუთი წლის ჰასანი შევიდა ალ–ქიფათის სკოლაში, ხოლო როდესაც 1975 წელს ლიბანში სამოქალაქო ომი დაიწყო, ოჯახი ისევ ბაზურიათში დაბრუნდა, სადაც ჰასანი გაწევრიანდა [[ამალი|ამალში]]. მიუხედავად მცირე ასაკისა, იგი დანიშნეს ამალის ბაზურიათის განყოფილების ორგანიზატორად, ამავე დროიდან სეიდი ნასრულა იწყებს ისლამური თეოლოგიის შესწავლას. 1976 წელს [[ტვიროსი|ტვიროსში]] სეიდი ნასრულა შეხვდა შაიხ [[სეიდ მუჰამად ალ–ღარავი|მუჰამად ალ–ღარავის]], რომელიც დაეხმარა მას [[ნაჯაფი|ნაჯაფში]] გამგზავრებაში. სეიდი ნასრულაც გაემგზავრა ნაჯაფში, სადაც იგი შეხვდა აიათოლა ალ–უზმა სეიდ მუჰამად ბაყირ ას–სადრს, რომელთანაც დაიწყო ფიყჰის შესწავლა. 1978 წელს, როდესაც [[ერაყი|ერაყში]] [[შიიტი]] სასულიერო პირებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ დაიწყო რეპრესიები, აიათოლა ას–სადრის მოთხოვნით სეიდმა ნასრულამ და [[აბას ალ–მუსავი|სეიდმა აბას ალ–მუსავიმ]] დატოვეს ერაყი და დაბრუნდნენ [[ლიბანი|ლიბანში]]. ლიბანში ორივენი [[ბაალბექი|ბაალბექის]] იმამ მუნთაზარის სახელობის სასწავლებელში აგრძელებენ მოღვაწეობას. ასევე სეიდი ნასრულა წინ მიიწევს პოლიტიკურ კარიერაშიც და იღებენ ამალის პოლიტბიუროში. 1982 წელს, [[ისრაელი]] [[ოპერაცია მშვიდობა გალილეას|შეიჭრა]] ლიბანში. ამალის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ ფაქტს არ შეხვდა ისე, როგორც, რიგი ამალელების აზრით, სიტუაცია მოითხოვდა, ამიტომ ამალის წევრების დიდმა ნაწილმა, მათ შორის სეიდმა ნასრულამ, დასტოვეს ამალი და დააარსეს ახალი ორგანიზაცია [[ჰეზბოლა (ლიბანი)|ჰეზბოლა]]. სეიდი ნასრულა დაინიშნა [[ბიქაას რეგიონი|ბიქაას]] რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ.
 
=== უმაღლესი საბჭო ===
 
1985 წელს სეიდი ნასრულა მიიღეს ჰეზბოლას უმაღლესი საბჭოს წევრად, ხოლო 1987 წელს სეიდი ნასრულა ინიშნება ჰეზბოლას აღმასრულებელ კომისრად. თუმცა მალევე იგი მიემგზავრება წმიდა ქალაქ ყუმში სასულიერო განათლების გასაგრძელებლად. 1992 წელს ჰეზბოლას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, [[აბას ალ–მუსავი|სეიდი აბას ალ–მუსავი]] მოჰკლეს [[ისრაელი|ისრაელის]] [[ვერტმფრენი|შვეულმფრენებმა]] ავტოსტრადაზე [[ბეირუთი|ბეირუთის]] ახლოს, ხოლო ჰეზბოლას უმაღლესმა საბჭომ დაუსწრებლად აირჩია თავმჯდომარედ სეიდი ჰასან ნასრულა.
 
=== უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ===
ხაზი 20:
=== სიონიზმი ===
 
სეიდი ნასრულა გამოსვლებსა და ინტერვიუებში სიონიზმს უწოდებს "დედამიწის სახადს, რომელიც უნდა აღმოიფხვრას", მკვეთრი წინააღმდეგია სიონიზმის ყოველგვარი გამოვლინებისა და მოითხოვს [[იერუსალიმი|იერუსალიმის]] უპირობო დაბრუნებას მუსლიმთა მმართველობის ქვეშ. თუმცა ზოგ ინტერვიუში თანხმდება ისრაელის არსებობას 1948 წლის საზღვრებში.
 
=== ებრაელები და იუდაიზმი ===
ხაზი 38:
=== მოქმედებები ისრაელის წინააღმდეგ ===
 
სეიდი ნასრულა მომხრეა შეიარაღებული ბრძოლისა. "ჩვენ ვხედავთ რა ხდება [[გოლანის მაღლობები|გოლანზე]] და [[იორდანეს დასავლეთი ნაპირი|დასავლეთ ნაპირზე]], ვხედავთ, რომ მხოლოდ განუწყვეტელმა შეიარაღებულმა ბრძოლამ, და არა [[გაერო|გაერომ]] ან [[არაბულ სახელმწიფოთა ლიგა|არაბულმა ლიგამ]] შეიძლება მოიტანოს ნაყოფი".
 
== პირადი ცხოვრება ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰასან_ნასრულა“-დან