გაიუს მარიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: be:Гай Марый
ხაზი 4:
== ადრეული წლები ==
 
გაიუს მარიუსი დაიბადა ძვ. წ. 157 წელს ქალაქ [[არპინუმი|არპინუმში]], [[ლაციუმი]]ს სამხრეთ ნაწილში. მისი მშობლები უბრალო ხალხი იყვნენ. მამამისს გაიუს მარიუსი ერქვა, ხოლო დედას ფულცინია. [[პლუტარქე]]ს ცნობებით მარიუსს არ ჰქონდა მიღებული სრულყოფილი განათლება, მან [[ბერძნული ენა|ბერძნული]] არც კი იცოდა. სამხედრო სამსახური ახალგაზრდა მარიუსმა [[კელტიბერია]]ში დაიწყო, სადაც [[სციპიონ აფრიკელი]] [[ნუმანცია]]ს იღებდა. აქ მან მალე მიიპყრო სციპიონის ყურადღება, ვინაიდან გამოირჩეოდა გამძლეობით და სამხედრო საქმისადმი ნიჭით. ერთხელ ნადიმისას სციპიონს ჰკითხეს ეყოლებოდა თუ არა კიდევ რომა ისეთი გამოჩენილი მხედართმთავარი როგორც იგია, სციპიონმა გვერძეგვერდზე მწოლ მარიუსს დაადო ხელი და თქვა რომ შესაძლოა ,სწორედ მარიუსი იქნებოდაგამხდარიყო ასეთი მხედართმთავარი.<ref>[[პლუტარქე]] გაიუს მარიუსი, 3.</ref>
 
[[ძვ. წ. 120]] წელს მარიუსი [[კვინტუს ცეცილიუს მეტელუსი]]ს დახმარებით [[ტრიბუნი|სახალხო ტრიბუნად]] აირჩიეს. როგორცტრიბუნობის ტრიბუნმადროს მან შეიტანაშემოიღო ხმის მიცემის ახალი კანონი, რომლითაც მდიდრებს არჩევნების პროცესზე ნაკლები გავლენა ექნებოდათ. მისი პოლიტკაპოლიტიკა ძმები გრაქხუსების პოლიტიკას მისდევდა. მის წინააღმდეგ [[კონსული]] [[კოტა]] გამოვიდა, რომელმაც მარიუსი სენატში დაიბარა საქმის განსახილველად. [[რომის სენატი|სენატში]] მარიუსი თავისი მხრიდან დაემუქრა კოტას ციხით. კოტამ მეტელუსთან იჩივლა, და ეს უკანასკნელი დაეთანხმა მას. მარიუსმა ამის პასუხად მეტელუს [[ლიქტორი|ლიქტორები]] გაუგზავნა დასაპატიმრებლად. მეტელუსმა მხარდაჭერის მოპოვება სხვა ტრიბუნებთან სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ამით მან სენატში პოპულისტის რეპუტაცია მოიპოვა. მარიუსი აქტიურად შეეწინააღმდეგა ხალხისთვის პურის დარიგებას და ამით დაიმსახურა ორივე მხარის პატივისცემა როგორც მოუდრეკელმა და პრინციპულმა ადამიანმა.
 
შემდეგ წელს მან სცადა [[ედილუსი|ედილუსად]] არჩევა, მაგრამ წარუმატებლად. ცოტა ხანში კი უკვე [[პრეტორი|პრეტორად]] არჩევა სცადა. იგი უკანასკნელი კანდიდატი იყო ვინც აირჩიეს და მაშინვე ბრალი დასდეს ამომრჩეველთა მოსყიდვაში. მიუხედავად მძიმე სასამართლო პროცესისა მარიუსი გაამართლეს. პრეტორად ყოფნისას მას მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ მას ერგო [[გარე ესპანეთი]]. იმ დროს ეს საკმაოდ ველური რეგიონი იყო. მარიუსმა იგი გაწმინდა ყაჩაღებისგან. ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ, დაახ. [[ძვ. წ. 110]] წელს, მან ცოლად [[იულია]], სენატორ [[გაიუს იულიუს კეისარი (უფროსი)|გაიუს იულიუს კეისარის]] და მოიყვანა ცოლად, რომელიც ძველი პატრიციული გვარის წარმომადგენელი იყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გაიუს_მარიუსი“-დან