რუსთველოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
 
ფრანგი ქართველოლოგის [[მარი ბროსე]]ს აქტიური მონაწილეობით, მისივე წინასიტყვაობით, დაიბეჭდა პოემის მეორე გამოცემა (1841). ქართველ მეცნიერთა (დ. ჩუბინაშვილი, პ. იოსელიანი, ა. ცაგარელი, ა. ხახანაშვილი და სხვები) ნაშრომებში თანდათან გამოიკვეთა რუსთველოლოგიურ პრობლემათა ფართო წრე.
 
 
რუსთველოლოგიის ისტორიაში ნაყოფიერი აღმოჩნდა XIX საუკუნის II ნახევარი, როცა განსაკუთრებული ინტერესი ვეფხისტყაოსნისადმი მჭიდროდ დაუკავშირდა ამ ხანებში გაღვივებულ დიდ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. ჩვენი პოეტური კულტურის უპირველესი ძეგლი ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფობის ყველაზე მეტყველ საბუთად იქნა მიჩნეული. აღსანიშნავია ამ თვალსარზისით [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]], [[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]], [[იაკობ გოგებაშვილი]]ს, [[ვაჟა-ფშაველა]]სა და სხვების წერილები, რომლებშიც მხატვრული თავისებურებების წარმოჩენასთან ერთად არ იყო უგულებელყოფილი პოემაში დადასტურებული მაღალი საკაცობრიო იდეალები. ქართველოლოგიის ხრდისა და განვითარების შესამაბისად რომლის მომდევნო ეტაპზე მნიშვნელოვანია [[ნიკო მარი]]ს შრომები. მათ ღირსებებს განსაზღვრავს მკაცრი დილოლოგიური მეთოდები, ტექსტოლოგიურ ძიებათა მაღალი დონე. ამასთან ნ. მარმა, ერთ-ერთმა პირველთაგანმა, ვეფხისტყაოსნის რთული პრობლემატიკა წარმოადგინა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ მწერლობის შუქზე. XX საუკუნის დასაწყისიდანვე რუსთველოლოგიის საკითხებზე ინტენსიურად მუშაობდნენ ა. სარაჯიშვილი, [[ექვთიმე თაყაიშვილი]], დ. კარიჭაშვილი, [[იუსტინე აბულაძე]], [[სარგის კაკაბაძე]] და სხვები. [[ ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილმა]] „ქართველი ერის ისტორიის“ II ტომი (1914) ვრცელი გამოკვლევა მიუძღვნა შოთა რუსთაველსა და მის ეპოქას.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუსთველოლოგია“-დან