ბაზალეთის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

Robot: Cosmetic changes
(Robot: Cosmetic changes)
'''ბაზალეთის ბრძოლა 1626''', ბრძოლა [[ქართლ-კახეთის სამეფო|ქართლ-კახეთის]] მეფის [[თეიმურაზ I|თეიმურაზ I-ისა]] და [[სააკაძე, გიორგი|გიორგი სააკაძის]] ლაშქარს შორის. სააკაძის მისწრაფებამ ქვეყნის გაერთიანებისა და თავადთა თვითნებობის ალაგმვისაკენ, ამ უკანასკნელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შეძლეს მტრობა ჩამოეგდოთ [[გიორგი სააკაძე]]სა და თეიმურაზ I-ს შორის, რომელსაც არ მოსწონდა დიდი მოურავის დამოუკიდებელი ურთიერთობა ოსმალეთის სულთანთან და დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებთან. ქართლში მომხდარი განხეთქილების გამოყენება სცადა ირანის [[შაჰი|შაჰმა]] [[აბას_I_აბას I (ირანი)|აბას I-მა]] და [[თეიმურაზ I|თეიმურაზ I-ს]] შერიგება შესთავაზა. ამ გარემოებამ კიდევ უფრო გაამწვავა ურთიერთობია თეიმურაზსა და სააკაძეს შორის. [[1626]] წლის ზაფხულის დამლევს თეიმურაზი კახეთში გადავიდა, მას თან გადაჰყვა ქართლის დიდ ფეოდალთა ერთი ნაწილი, მათ შორის სააკაძის ცოლისძმა [[ზურაბ არაგვის ერისთავი]] და [[ამილახვარი, იოთამ|იოთამ ამილახვარი]]. სააკაძის მხარეზე დარჩნენ ქართლის გამგებელი [[მუხრანბატონი, ქაიხოსრო|ქაიხოსრო მუხრანბატონი]], სააკაძის სიძე [[იესე ქსნის ერისთავი]] და ქართლის სამეფო აზნაურების დიდი ნაწილი. ქართლის ფეოდალთა ერთი ჯგუფი, რომელიც [[სიმონ II|სიმონ II-ს]] ერთგულობდა, ბრძოლაში არ მონაწილეობდა. სააკაძემ იმერეთის მეფე [[გიორგი III, კონსტანტინე მეფის ძე|გიორგი III-ს]] შესთავაზა მისი ვაჟიშვილის [[ალექსანდრე III|ალექსანდრეს]] ქართლში გამეფება. გამარჯვების შემთხვევაში ალექსანდრე ქართლ-კახეთის მეფე და იმერეთის ტახტის მემკვიდრე იქნებოდა. ეს საქართველოს გაერთიანების საფუძველს შექმნიდა. გიორგი III-მ წინადადება მიიღო და დამხმარე ჯარიც გამოუგზავნა. სააკაძეს ოსმალეთის სულთნის ნებართვით სამცხედანაც მოუვიდა დამხმარე ჯარი. ბრძოლა გვიან შემოდგომაზე, ბაზალეთის ტბასთან გაიმართა. ცუდ ამინდში შორი გზით მოსულ სააკაძის ჯარს არახელსაყრელ პირობებში მოუხდა ბრძოლა. სააკაძემ ერთხანს ბრძოლაში პირადი მონაწილეობა არ მიიღო. გიორგის ცხენზე [[გოგორიშვილი, დაუთბეგ|დავით (დაუთ-ბეგი) გოგორიშვილი]] შეჯდა და მისი სახელით ბრძოლაში შეიჭრა. იგი ზურაბ ერისთავმა მოკლა. ხმა გავარდა, სააკაძე მოკლესო. გიორგი იძულებული გახდა ბრძოლაში ჩაბმულიყო. სასტიკ შეტაკებაში მრავალი დაიხოცა და დაიჭრა (დაჭრილებს შორის იყვნენ გ. სააკაძე, თეიმურაზ I და ზურაბ ერისთავი). ბრძოლა თეიმურაზ I-სა და ზურაბის გამარჯვებით დამთავრდა, რაც დიდ ფეოდალთა გამარჯვებას მოასწავებდა.
 
ბაზალეთის ბრძოლაში საქართველოს გაერთიანების დიდი საქმე ჩაიშალა. სააკაძის დამარცხების მთავარი მიზეზი გამაერთიანებელ ძალთა სისუსტე იყო.
== იხილეთ აგრეთვე ==
* [[საქართველოს ბრძოლების სია]]
 
== ლიტერატურა ==
* ''ჯამბურია გ.,'' ქსე, ტ. 2, გვ. 142, თბ., 1977
 
[[კატეგორია:საქართველოს ბრძოლები]]