ალაზნის ვაკე: განსხვავება გადახედვებს შორის

Robot: Cosmetic changes
(Robot: Cosmetic changes)
[[ფაილი:Khornabuji Fortress. View of the Alazani Plain.jpg|thumb|300პქ|ხედი [[ხორნაბუჯი]]ს ციხე-სიმაგრიდან]]
[[ფაილი:Alazan Valley. Old hut basement.jpg|thumb|300პქ|ალაზნის ვაკე]]
[[ფაილი:Alazan valley 4.jpg|thumb|300პქ|ალაზნის ვაკე შორიდან მიმოხილვისას]]
'''ალაზნის ვაკე''' ('''''ალაზნის ველი''''') — მთათაშუა [[აკუმულაცია (გეოლოგია)|აკუმულაციური]] [[ვაკე (გეოგრაფია)|ვაკე]] [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოში]], [[კახეთის კავკასიონი|კახეთის კავკასიონსა]], [[გომბორის ქედი|გომბორის ქედსა]] და [[ივრის ზეგანი|ივრის ზეგანს]] შორის. [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 200–470 მ. აგებულია ახალგაზრდა [[მეოთხეული სისტემა|მეოთხეული ნალექებით]]. ვაკე დახრილია [[სამხრეთი|სამხრეთ]]-[[აღმოსავლეთი]]საკენ. მას მთელ სიგრძეზე კვეთს [[ალაზანი|მდინარე ალაზანი]].
 
ალაზნის ვაკის სიგრძეა 160 კმ, მაქსიმალური სიგანე 35–37 კმ, მინიმალური — 5 კმ. კიდეებზე ამაღლებულია და დანაწევრებულია ალაზნის მრავალი შენაკადით. ალაზნის ველზე ზომიერად ნოტიო ჰავაა, [[ზამთარი]] ზომიერად ცივი, [[ზაფხული]] ცხელი. ხშირია [[სეტყვა]].
ალაზნის ველი ნაწილობრივ დაფარულია ვაკის [[ტყე|ტყით]], სადაც უმთავრესად [[მუხა]], [[იფანი]], [[ნეკერჩხალი]], [[ალვის ხე]]. ვაკის დიდი ნაწილი მეორეულ ტყე-სტეპებსა და სტეპებს უკავია. ალაზნის ველი [[ბუნებრივი რესურსები|ბუნებრივი რესურსებით]] მდიდარი და [[საქართველო]]ს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული კუთხეა.
 
დიდი დასახლებული პუნქტები ([[თელავი]], [[გურჯაანი]], [[ყვარელი]], [[ლაგოდეხი]], [[ახმეტა]], [[სიღნაღი]], [[წნორი (ქალაქი)|წნორი]], [[შილდა]], [[ნაფარეული]], [[კარდანახი]] და სხვა) განლაგებულია ვაკის კიდეებზე, კახეთის კავკასიონისა და გომბორის ქედის ძირას. ალაზნის ველი საქართველოს მევენახეობის მხარეა. ბუნებრივი პირობების მიხედვით იგი 2 ნაწილად იყოფა: მარჯვენა მხარედ (წინამხარი) და მარცხენა მხარედ (გაღმამხარი).
 
ალაზნის ვაკეზე გაბატონებულია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. დამახასიათებელია ცხელი [[ზაფხული]] და ზომიერად ცივი [[ზამთარი]].
იგი საკმაოდ კარგადაა დაცული, [[დასავლეთი]]დან და [[ჩრდილოეთი]]დან. თავისუფლად ჰაერის მასები მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იჭრება, რაც ამ რაიონის ჰავის თავისებურებაზე დადებითად მოქმედებს. საშუალო წლიური [[ტემპერატურა]] 11-13 °C, [[იანვარი|იანვარში]] 0,-1 °C. უთბილესი თვის [[ტემპერატურა]] 21-25 °C. აბსოლუტურ მინიმალური –25-27 °C, მაქსიმალური 40 °C აღწევს. [[ვეგეტაციური პერიოდი|სავეგეტაციო პერიოდში]] 10 °C-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 3500-4200°.
 
ნალექები 700–1000 მმ წელიწადში, ნალექების მაქსიმუმი [[მაისი|მაისშია]], მინიმუმი — [[იანვარი|იანვარში]]. დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე მეტია. მდგრადი თოვლის საბურველი ყოველთვის არ ჩნდება, როცა ჩნდება მისი საშუალო სიმაღლე 5-15 სმ არ აღემატება, მაქსიმალური 75 სმ აღწევს.
[[ნიადაგი|ნიადაგური]] და [[ფლორა|მცენარეული საფარი]] ალაზნის ვაკის მარცხენა და მარჯვენა ნაწილებში საკმაოდ განსხვავებულია, რაც განპირობებულია მარცხენა მხრის უფრო უხვი განესტიანებით [[ჰაერი]]ს იმ მასების მიერ, რომლებიც [[კავკასიონი|კავკასიონს]] ეჯახებიან და იძულებული ხდებიან მაღლა ავიდნენ.
 
== ლიტერატურა ==
{{commonscat|Alazani valley}}
{{ქსე|1|263|მარუაშვილი ლ.}}
* ''ჯავახიშვილი შ''., [[ქსე|ქართული საბჭოთა ენციკლოპედია]], საქართველოს სსრ, 1981 წელი;
*''[[ლევან მარუაშვილი|მარუაშვილი ლ]].,'' ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 89, თბ., 1990.
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:საქართველოს გეოგრაფია]]
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[lt:Alazanio slėnis]]