ბაგრატი (აფხაზთა მეფისწული): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
'''ბაგრატი''' — [[აფხაზთა სამეფო|აფხაზთა მეფის]] [[კონსტანტინე III (აფხაზთა მეფე)|კონსტანტინე III]]-ის უმცროსი ძე მეორე ქორწინებიდან (დედის ვინაობა უცნობია). მამის გარდაცვალების (922) შემდეგ ტახტს ეცილებოდა უფროს ნახევარძმას, [[გიორგი II (აფხაზთა მეფე)|გიორგი II]]-ს. ამ ბრძოლაში ბაგრატს მხარს უჭერდა მისი სიმამრი, [[ტაო]]ელი [[ერისთავთერისთავი]] [[გურგენ IV|გურგენი]]. [[მატიანე ქართლისაჲ|„მატიანე ქართლისაჲს“]] ცნობით, ეს დაპირისპირება აღწერილი ყოფილა აფხაზ მეფეთა ცხოვრებაში: „და იყო მათ შორის ბრძოლაჲ ფიცხელი, რომელი თჳთოეულად ჰპოვო ცხოვრებასა მათსა“. მხოლოდ ბაგრატის გარდაცვალების (930 წ. [[კირილ თუმანოვი|კ. თუმანოვის]] მიხედვით) შემდეგ მოახერხა საბოლოოდ გიორგიმ ხელისუფლების განმტკიცება.
== ლიტერატურა ==
* „ქართლის ცხოვრება“, რ. მეტრეველის რედაქციით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბ., 2008: გვ. 261
 
[[კატეგორია:ქართველები]]