აკაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: fi:Akaasiat
Robot: Cosmetic changes
ხაზი 16:
}}
 
'''აკაცია''' (Acacia), მცენარეთა გვარი [[მიმოზისებრნი|მიმოზისებრთა]] ქვეოჯახისა. უმეტესად ეკლიანი ხეებია. გვხვდება ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ცნობილია 750-მდე სახეობა. მათგან ნახევარზე მეტი გავრცელებულია [[ავსტრალია|ავსტრალიაში]]ში (იქ აკაცია ეროვნული ემბლემაა), ნაწილი კი - [[აფრიკა|აფრიკასა]]სა და [[ამერიკა|ამერიკაში]]ში. [[საქართველო|საქართველოს]] [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროზე შემოტანილია [[ლეგა აკაცია]] (Acacia dealbata), [[აბანოზის აკაცია]] (Acacia melanoxylon) და სხვა.
 
აკაცია იზრდება მშრალ უდაბნოებსა ([[მექსიკა]], ავსტრალია) და ჭარბტენიან ადგილებში ([[ინდოეთი]], [[მადაგასკარი]]). წყვილფრთისებრ-რთული ფოთლები მორიგეობით აქვს განლაგებული. მრავალ სახეობას (უმთავრესად ავსტრალიურს) ფოთლის ფირფიტა არ უვითარდება და ფოტოსინთეზის ფუნქციას ფოთოლივით გაფართოებული ყუნწი, ე. წ. ფილოდიუმი ასრულებს. სხვა სახეობებს აქვს ეკლებად გარდაქმნილი თანაფოთლები. აკაციის წვრილ-წვრილი, თეთრი, მოყვითალო ან ნარინჯისფერი ყვავილები საგველად ან მტევნად არის შეკრებილი. ნაყოფი პარკია. აკაციას როგორც სწრაფმზარდ მცენარეს რგავენ ფერდობების გატყიანებისა და ქალაქების გამწვანებისათვის, მის მერქანს კი იყენებენ ავეჯის წარმოებაში. [[სენეგალური აკაცია|სენეგალური აკაციასგან]]სგან (Acacia senegal) იღებენ გუმიარაბიკს.
 
ცნობილია აგრეთვე [[აბრეშუმა აკაცია]] (ალბიციის გვარის ხე), თეთრი ანუ [[ცრუაკაცია]] (რობინიის გვარისა) და ე. წ. ყვითელი აკაცია ([[უძრახელა|უძრახელას]] გვარის ბუჩქი).
== ლიტერატურა ==
* ქსე, ტ. 1, გვ. 248, თბ., 1975
 
[[კატეგორია:მიმოზისებრნი]]
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკაცია“-დან