აინუური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: az:Aynu dili
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
'''აინუ'''ური (ან უფრო იშვიათად) '''აინო'''ური ეწოდება ('''აინუურ''' ენაზე: {{lang|ain|'''アイヌ イタ'''<small>'''ク'''</small>}}, ''aynu itak''; [[იაპონური ენა|იაპონურად]]: {{lang|ja|'''アイヌ語'''}} ''ainu-go'') ენას, რომელიც გავრცელებულია ძირითადად [[იაპონია|იაპონიის]] ([[ჰოკაიდო|ჰოკაიდოზე]]ზე) ტერიტორიაზე. აინუურ ენაზე საუბრობენ [[იაპონელები|იაპონელთაგან]] როგორც ეთნიკურად, ასევე კულტურულად და ენობრივად გასხვავებული განსხვავებული ხალხი. სავარაუდოდ აინუს ეთნოსს იაპონლებამდე ბევრად ადრე უნდა ჰქონოდა დაკავებული დღევანდელი იაპონიის ჩრდილოეთი ნაწილი. სამწუხაროდ, ჰოკაიდოზე მხოლოდ 15.000 აინუს ეთნოსის წარმომადგენელი ცხოვრობს, რომელთაგან კიდევ უფრო ნაკლები ახერხებს მშობლიურ ენაზე საუბარს. აინუური ენის ცნობილი მკვლევრის ა. ვოვინის მიხედვით, 1996 წელს აინუურზე კომპეტენტურად მოსაუბრე 15 უხუცესიღა ცხოვრობდა, რის გამოც ეს ენა გამქრალ ენებს შეიძლება მივათვალოთ.
 
სახელი, ანუ თვითსახელდება '''აინუ''' ქართულად "ადამიანს" ნიშნავს.
 
აინუური [[იზოლირებული ენები|იზოლირებული ენაენაა]]; მისი ნათესაობის დადგენა ვერ ხერხდება. ზოგიერთი მკვლევარი პალეოციმბირული ენების ჯგუფის ციმბირულ ენებს მიაკუთვნებს მას. პალეოციმბირული ენები თავის მხრივ არ არის ენათა გენეტიკური ერთობის მიხედვით დაჯგუფებული ენები, არამედ ისინი წარმოადგენენ ძველი ციმბირისა და აღმოსავლეთ აზიის ენების ფრაგმენტებს. ეს იმ ხალხთა ენებია, რომლებზეც მანამდე ურალური, თურქული, კორეული და იაპონური ტომების შემოჭრამდე საუბრობდნენ ამ ტერიტორიაზე.
 
== აინუურის გავრცელების არეალი ==
ხაზი 9:
აინუური ენა არის [[იზოლირებული ენები|იზოლირებული ენა]], რომელზე მოსაუბრეთა რიცხვის ჩამოთვლა ლამის თითზე შეიძლება. მიუხედავად აინუურის რევიტალიზების მიზნით გატარებული რიგი ღონისძიებებისა, ამ [[ენა|ენის]] მდგომარეობა მაინც უნუგეშო რჩება.
 
აინუს ეთნიკური ჯგუფი [[ანთროპოლოგია|ანთროპოლოგიურად]] მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი მეზობლებისაგან – [[იაპონლები|იაპონლების]], [[ნივხები|ნივხების]] (გილიაკების) და [[ტუნგუსები|ტუნგუსებისაგან.]] აინუ ხალხის რიცხვი [[რუსეთი]]ს ტერიტორიაზე [[სახალინი|სახალინსა]] და [[კურილის კუნძულები|კურილის კუნძულებზე]] 1.500 კაცს შეადგენს, ხოლო [[იაპონია]]ში კი, [[ჰოკაიდო]]ზე 15.000 კაცს.
 
[[კამჩატკა]]ზე, [[სახალინი|სახალინზე]], [[კურილის კუნძულები|კურილებსა]] და იაპონიის კუნძულ [[ჰონსიუ|ჰონსიუზე]]ზე (ანუ [[რომაჯი|''რომაჯით'']] '''ჰონშუ''') შემორჩენილი აინუური ძირის [[ტოპონიმი|ტოპონიმებისა]] და [[ჰიდრონიმები|ჰიდრონიმების]] არსებობა იმას მიანიშნებს, რომ ამ ენას წარუსულში გავრცელების ბევრად უფრო მეტი არეალი უნდა ჰქონოდა, ვიდრე ეს დღესა აქვს. აინუს კულტურის ერთგვარი ცენტრი ჩრდილოეთ იაპონიის კუნძული [[ჰოკაიდო]] უნდა ყოფილიყო. ვარაუდობენ, რომ იაპონიის ერთ–ერთი ეროვნული სიმბოლოს [[ფუჯის მთა]], ჰოკაიდოს სხვა გეოგრაფიულ სახელებთან ერთად აინუური ენიდან უნდა მომდინარეობდეს.
 
== ენობრივ–პოლიტიკური სიტუაცია იაპონიაში ==
 
1990–იან წლებში [[იაპონია]]ში ნელ–ნელა დაიწყო დისკუსია აინუს უმცირესობის ენობრივი მდგომარეობის შესახებ. 1994–დან 1998–მდე აინუს ხალხს უფლება დართეს ჰყოლოდა საკუთარი წარმომადგენელი ([[იაპონური ენა|''იაპონ''.]] '''萱野 茂''' [''Kayano Shigeru''] – '''კაიანუ შიგერუ''') იაპონიის პარლამენტში, რომელიც ამ [[ეთნოსი|ეთნოსის]] უფლებებს დაიცავდა. სწორედ '''კაიანუ შიგერუმ''' დააყენა საკითხი აინუს ხალხის მიმართ მეტი ყურადღების შესახებ და ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიაც შეიქმნა. 1997 წელს მიღებულ იქნა კანონი აინუს ხალხისა და აინუური ენის შესახებ , ანუ '''აინუ შიმპო''' (''Ainu Shimpō''). სამწუხაროდ, აინუური ენის ფაქტობრივი მდგომარეობა დიდად არაფრით შეცვლილა, რადგან ამ კანონის არ ხალხში გატანასა და მის გახმოვანებაზე მაინცადამანიც არ უზრუნიათ.
 
1997 წლიდან გამოდის '''"აინუ ტაიმს'''ი", ხოლო 1998 წელს აინუურ ენაზე მაუწყებლობას შეუდგა რადიო–გადაცემა, რომელი ჰოკაიდოზე ვრცელდება. ამასობაში იზრდება აინუური ენის შესწავლის მსურველ [[იაპონელები|იაპონელთა]] რიცხვი, სხვადასხვა ქალაქებში გამოიცემა აინუური ენის სახელმძღვანელოები და ლექსიკონები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აინუური_ენა“-დან