ათენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის შეცვლა: mr:अथीना
Robot: Cosmetic changes
ხაზი 1:
'''ათენა''' (''[[ბერძნ.]]'' Ἀθηνᾶ ან Ἀθήνη), [[საბერძნეთი|საბერძნეთის]] ერთ–ერთი უმთავრესი [[ღვთაება]]. [[ფაილი:Athena Parthenos Altemps Inv8622.jpg|right|thumb| ათენას მარმარილოს ქანდაკება, ძვ. წ.აღ. I საუკუნე]]ძველმიკენური ღვთაება, ზევსის საყვარელი ქალიშვილი. ძველი [[მითოლოგია|მითების]] მიხედვით იგი ღრუბელთა ღმერთქალი, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის დამცველია. მან ასწავლა ადამიანებს ცხენის შეკაზმვა და ხარების დაუღვლა, ხვნა და თესვა, ეტლების კეთება და გემების აგება, მან აჩუქა ადამიანებს სახნისი, ფოცხი და სხვა სასოფლო–სამეურნეო იარაღები. მისივე ნაბოძვარია თითისტარი და საქსოვი დაზგა. იგი ითვლებოდა დახელოვნებულ ფეიქრად და საფეიქრო საქმიანობისა და ქალთა შრომის დამცველად. ათენა ისევე, როგორც [[ჰეფესტო]], თვითონაც არ გაურბის ფიზიკურ შრომას. ყოველივე ამასთან ერთად ათენა [[მეცნიერება|მეცნიერების]] დამცველი, სიბრძნის ქალღმერთია. მან შეუქმნა ადამიანებს კანონები და დაუწესა [[არეოპაგი]]. ათენა არის [[ატიკა|ატიკის]] და ქალაქ [[ათენი|ათენის]] უზენაესი ღვთაება. მითის თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა [[პოსეიდონი|პოსეიდონსა]] და ათენას შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადგინა, ათენამ კი მიწაში ხმალი ჩაასო და ზეთისხილად აქცია. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი ყველგან დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთის ხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად ათენა დაასახელეს. ამის შემდეგ ზეთის ხილი ათენას წმინდა ხედ ითვლება.
[[ფაილი:Athena – fidias.jpg|right|thumb|ათენას ქანდაკება, ფიდიასის ქმნილება (450 წელი ჩვენს ერამდე)]]
მითებში გადმოცემულია ათენას საოცარი დაბადება [[ზევსი|ზევსის]] თავიდან. [[ჰესიოდე]] გვიამბობს, რომ ზევსის პირველი მეუღლე, ოკეანიდი მეტიდა შვილს ელოდებოდა. ზევსს უწინასწარმეტყველეს, რომ ეს ბავშვი მას გადააჭარბებდა სიძლიერით და გონიერებით. ამ არასასიამოვნო მოვლენის თავიდან ასაცილებლად ზევსმა გადაყლაპა მეტიდა, მაგრამ ბავშვმა განვითარება მამის თავში განაგრძო. გარკვეული დროის შემდეგ ჰეფესტომ ჩაქუჩის დარტყმით გახსნა ზევსის თავი და ქვეყანას ათენა მოავლინა.
 
ზოგი მითის მიხედვით ათენა [[ოკეანოსი|ოკეანოსის]] ქალიშვილია. [[ჰომეროსი|ჰომეროსის]] მიხედვით იგი ზევსის სატრფოა. ათენა მონაწილეობდა [[გიგანტომახია|"გიგანტომახიაში"]]. შემდეგში ათენას პალანტას კულტი შეერწყა, რამაც ალბათ განაპირობა მისი ზედმეტსახელი პალადა. [[ტროას ომი|ტროას ომში]] ათენა ბერძნების მხარეზეა, იგი განაწყენებულია იმის გამო, რომ [[პარისი|პარისმა]] ოქროს ვაშლი [[აფროდიტე|აფროდიტეს]] არგუნა. ათენა მფარველობს [[არგონავტები|არგონავტებს]], იგი გამოსახული იყო "არგოს" კიჩოზე.
 
პერსევსი ათენას დახმარებით იმარჯვებს [[გორგონა|გორგონა–მედუზაზე]] და მის თავს საჩუქრად აძლევს ღმრთქალს. ათენამ გორგონას თავით თავისი ფარი შეამკო. ათენა არის [[ჰერაკლე (მითოლოგია)|ჰერაკლეს]] მარადიული მფარველი. იგი ითვლება აგრეთვე მუსიკის მფარველად. ათენა ცნობილია, როგორც სიქალწულის და სათნოების განსახიერება. ათენას კულტი გავრცელებული იყო [[საბერძნეთი|საბერძნეთის]] ბევრ ქალაქში, მაგრამ მთავარი ტაძარი განლაგებული იყო ათენში ([[პართენონი]]). პართენონში იდგა [[ფიდიასი|ფიდიასის]] მიერ შექმნილი ქანდაკება. ხელოვნებაში ათენა გამოისახებოდა მკაცრ და დიდებულ ქალიშვილად. ხშირად გრძელი ტანსაცმლით, ხმლით, ფარით და შუბით. ათენას ფერხთით მუდამ ზის მისი წმინდა ფრინველი – [[ბუ]]. ხშირად ათენა გველთან ერთად გამოისახებოდა (გველი სიბრძნის სიმბოლოა). რომში ათენა გააიგივეს ხელოვნების მფარველ ქალღმერთ [[მინერვა|მინერვასთან]]სთან.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.theoi.com/Cult/AthenaCult.html Theoi.com Cult of Athena] —Extracts of classical texts
* [http://www.goddess-athena.org/Museum/Sculptures/index.htm Roy George, "Athena: The sculptures of the goddess"] —A repertory of Greek and Roman types
* [http://goddessnike.com/nike_story_on_athenas_birth.php On Athena's Birth] - Two interpretations of Goddess Athena's birth story.
 
== ლიტერატურა ==
* [[Walter Burkert|Burkert, Walter]], 1985. ''Greek Religion'' (Harvard).
* [[Robert Graves|Graves, Robert]], (1955) 1960. ''The Greek Myths'' revised edition.
* [[Karl Kerenyi|Kerenyi, Karl]], 1951. ''The Gods of the Greeks'' (Thames and Hudson).
* [[Jane Ellen Harrison|Harrison, Jane Ellen]], 1903. ''Prolegomena to the Study of Greek Religion''.
* Palaima, Thomas, 2004. "Appendix One: Linear B Sources." In Trzaskoma, Stephen, et al., eds., ''Anthology of Classical Myth: Primary Sources in Translation'' (Hackett).
* Ruck, Carl A.P. and Danny Staples, 1994. ''The World of Classical Myth: Gods and Goddesses, Heroines and Heroes'' (Durham, NC).
* [[Seppo Telenius|Telenius, Seppo Sakari]], (2005) 2006. ''Athena-Artemis'' (Helsinki: Kirja kerrallaan).
* Trahman, C.R., 1952. "Odysseus' Lies ('Odyssey', Books 13-19)" in ''Phoenix'', Vol. 6, No. 2 (Classical Association of Canada), pp. 31–43.
* [[Michael Ventris|Ventris, Michael]] and [[John Chadwick]], 1973. ''Documents in Mycenaean Greek'' (Cambridge).
* [[Brian Friel|Friel, Brian]], 1980. ''Translations''
* [[William Smith (lexicographer)|Smith, William]]; ''[[Dictionary of Greek and Roman Biography and Mythology]]'', London (1873). [http://www.perseus.tufts.edu/hopper/text?doc=Perseus%3Atext%3A1999.04.0104%3Aalphabetic+letter%3DA%3Aentry+group%3D51%3Aentry%3Dathena-bio-1 "Athe'na"]
 
ხაზი 38:
[[კატეგორია:ილიადას ღვთაებები]]
 
{{Link FA|pt}}
{{Link FA|sl}}
{{Link FA|uk}}
{{Link FA|pt}}
{{Link GA|id}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ათენა“-დან