ავენისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Robot: Cosmetic changes
ხაზი 47:
}}
 
'''ავენისი''' - სოფელი [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტში]], [[ანანური (დუშეთის მუნიციპალიტეტი)|ანანურის]] თემში. მდებარეობს მდინარე [[მთიულეთის არაგვი|მთიულეთის არაგვის]] მარცხენა ნაპირზე, [[ჟინვალის წყალსაცავი]]ს ნაპირას. ზღვის დონიდან – 840 მეტრი, [[დუშეთი|დუშეთიდან]]დან – 16 კილომეტრი.
 
[[2002]] წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობს 2 კაცი. სოფელში დგას ერთი სალოცავი და ერთი XVII საუკუნის ეკლესია.
 
== ღირსშესანიშნაობები ==
{{მთავარი|ავენისის წმინდა გიორგის ეკლესია}}
 
სოფლის ჩრდილოეთით შემორჩენილია [[წმინდა გიორგი]]ს ეკლესია და მასთან ერთდ სამი საცხოვრებელი ნაგებობა, კამაროვანი მარანი, გალავანი და სამაროვანი. ეკლესია კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეში მდებარეობს, სხვა ნაგებობები დასავლეთ ნაწილშია განლაგებული. გეგმით სწორკუთხა ტაძარი აგებულია IX-X საუკუნეებში. ის რესტავრირებულია, თუმცა უმოქმედო. კომპლექსის ეზოში და მის გარეთ აღმოჩნდა გვიანდელი შუა საუკუნეების [[სამაროვანი]], ნაპოვნია განვითარებული შუა საუკუნეების მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭლის ნატეხები აღმოაჩინეს. მასალა დაცულია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
*[http://www.dzeglebi.ge/marshruti/bodorna_avenisi.html ტურისტული მარშრუტი ბოდორნა-ავენისი]
*[http://heritagesites.ge/?lang=geo&page=427 ავენისი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო]
 
== ლიტერატურა ==
*საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერა, ტ. 2, თბილისი, 2004 წ. გვ.199-201.
*''ბოჭორიძე გ. ჭანიშვილი გ.'' სახითაც თავისთავადი // ძეგლის მეგობარი N1, 1991, თბილისი, გვ. 35-38
*''გვასალია ჯ.'' არაგვის ხეობის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული. V. 1975. თბილისი, გვ.72
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
{{დუშეთის მუნიციპალიტეტი}}
 
[[კატეგორია:დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ავენისი“-დან