აბუსერისძენი: განსხვავება გადახედვებს შორის

Robot: Cosmetic changes
(Robot: Cosmetic changes)
(Robot: Cosmetic changes)
'''აბუსერისძენი''', XI-XIV საუკუნეების საქართველოს დიდ ფეოდალთა საგვარეულო. ამ გვარის პირველი წარმომადგენელი არტანუჯის [[ერისთავი]] იოანე აბუსერისძე [[ბაგრატ IV|ბაგრატ IV-ის]] მეფობის პირველ წლებში იხსენიება. ამ დროს აბუსერისძენი ყოფილან [[კლარჯეთი|კლარჯეთისა]]სა (არტანუჯის) და ხიხათა (აჭარის) ერისთავები და ციხისჯვრისა და აწყურის სამეფო ციხეების გამგებლები. XI საუკუნის II ნახევარში მათ დაკარგეს ჯერ [[არტანუჯი]], შემდეგ ციხისჯვარი და აწყური. XII-XIII საუკუნეებში იყვნენ მხოლოდ ხიხათა [[ერისთავთერისთავი|ერისთავთერისთავები]]. XIV საუკუნეში ცნობილია [[ამირსპასალარი]] ივანე აბუსერისძე (გ. [[1355]]). უკანასკნელად აბუსერისძენი იხსენიებიან XVI საუკუნის [[სამცხე-საათაბაგო|სამცხე-საათაბაგის]] დიდებულთა სიაში.
 
== ლიტერატურა ==