აბსტრაქციონიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: th:ศิลปะนามธรรม
Robot: Cosmetic changes
ხაზი 2:
'''აბსტრაქციონიზმი''' [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისში წარმოიშვა. ამ მხატვრული მიმდინარეობის მიმდევართა აზრით, ახალი ხელოვნება მხოლოდ მაშინ შეძლებდა მაყურებელზე ზეგავლენის მოხდენას, თუ ფერებს და ფორმებს სრული თავისუფლება მიეცემოდა, ანუ ისინი კონკრეტულ საგნებს არ გამოსახავდნენ. ამ დროს წარმოშობილი ფერების და ფორმების კომბინაციათა რაოდენობა უსაზღვროდ ბევრი შეიძლება იყოს, ისევე, როგორც ადამიანში წარმოშობილი ემოციებისა და განცდების სიმრავლე. აბსტრაქციონიზმი მთლიანად უგულვებელყოფს მხატვრობის საზოგადო და შემეცნებით ამოცანებს, ამის ნაცვლად მიზნად ისახავს „რეალობისაგან განწმენდილი“ სულიერი არსის, სუბიექტური ემოციისა და ქვეშეცნეული იმპულსების გამოხატვას. ის ეფუძნება მხატვრული ფორმის განყენებული ელემენტების (ფერის, ხაზის, მოცულობის) საშუალებით არასახვითი კომპოზიციების შექმნას. ეს კომპოზიციები ან რაციონალისტურად მოწესრიგებულია, ანდა ავტორის სტიქიურ გრძნობებსა და ფანტაზიას გამოხატავს.
 
აბსტრაქციონისტული ხელოვნების პირველი ფერწერული ნიმუშები შექმნეს გერმანიაში მომუშავე ექსპრესიონისტებმა– [[ვასილი კანდინსკი|ვასილი კანდინსკიმ]], [[პაულ კლეე|პაულ კლეემ]]. პარიზელმა [[ორფიზმი|ორფისტებმა]] [[რობერ დელონე|რობერ დელონემ]], [[ფრანსის პიკაბია|ფრანსის პიკაბიამ]], [[ფრანტიკეშ კუპკა|ფრანტიკეშ კუპკამ]], იტალიელმა ფუტურისტებმა–[[ჯაკომო ბალა|ჯაკომო ბალამ]], [[უმბერტო ბოჩინი|უმბერტო ბოჩინიმ]] და სხვ.
 
[[II მსოფლიო ომი|II მსოფლიო ომის]] წლებში [[აშშ]]–ში შეიქმნა [[აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი|აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის]] სკოლა ( [[ჯექსონ პოლოკი]], მ.ტობი), რომელიც ომის შემდეგ ბევრ ქვეყანაში გავრცელდა.მან თავის მეთოდად გამოაცხადა შემოქმედების ავტომატიზმი და შეუცნობლობა, ეფექტის გაუთვალისწინებლობა. ფერწერასა და გრაფიკაში დაინერგა ფერთა და ფაქტურის მოულოდნელი შეხამებანი, ქანდაკებაში–კომპოზიციისა და მასალის დამუშავების პარადოქსული უცნაურობა.
ვასილი კანდინსკი თვლიდა, რომ მთავარია არა [[სიუჟეტი]]ს, არამედ ერთგვარი სულიერი მდგომარეობის გამოხატვა. მხატვარი წერდა: „''ახალმა ფერწერამ ხილულად უნდა აქციოს ის, რაც უხილავია''“.