იბერია (ავიაკომპანია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: bg:Иберия (авиокомпания)
ხაზი 3:
'''იბერია''' ([[ესპანური ენა|ესპ]].''Iberia Líneas Aéreas de España'') - ესპანური ავიაკომპანია. ამჟამად, იბერიას მთავარი აეროპორტებია [[მადრიდი]]ს ბარახასას აეროპორტი და [[ბარსელონა]]ს ელ-პრატის აეროპორტი. კომპანია მის შვილობილ კომპანია „იბერია რეგიონალთან“ ერთად, „იბერია გრუპის“ შემადგენელი ნაწილია. კომპანია რეისებს 102 მიმართულებით ასრულებს მსოფლიოს 39 ქვეყანაში. ხოლო სხვა კომპანიებთან კოდ-შერინგის შედეგად, ასევე დაფრინავს 90 სხვა მიმართულებით.
 
== ისტორია ==
კომპანია დაარსდა [[1927]] წლის [[28 ივნისი|28 ივნისს]], ესპანელი ბანკირის, ჰორასიო ესებერიეტასა და გერმანული ავიაკომპანია [[ლუფტჰანზა]]ს ინვესტიციებით. ფრენების განხორციელება დაიწყო ამავე წლის [[14 დეკემბერი|14 დეკემბერს]]. ამ წლის განმავლობაში, იბერიას ასპონსორებდა ესპანეთის მთავრობა, რომელიც მას მადრიდსა და ბარსელონაში საფოსტო გზავნილების გადასაზიდად იყენებდა. ვინაიდან ამ პერიოდში, დიქტატორ [[მიგელ პრიმო დე რივერა]]ს მმართველობისას, ესპანეთის ავიაცია ძირითადად სახალხო საჭიროებისთვის გამოიყენებოდა, მოხდა ესპანური ავიაკომპანიების შერწყმა. [[1929]] წლის 29 მაისს, იბერია შთანთქა სხვა ავიაკომპანია „Compañía de Líneas Aéreas Subvencionadas“ - მა. მაგრამ სახელი „იბერია“, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მაინც დარეგისტრირებული დატოვა. [[ესპანეთის სამოქალაქო ომი]]ს მიწურულს, იბერია კვლავ გამოდის ასპარეზზე, როგორც წმინდა შინაური ავიაკომპანია.
 
[[1944]] წლის [[30 სექტემბერი|30 სექტემბერს]], ხდება იბერიის ნაციონალიზება. [[1946]] წელს, იბერია ხდება პირველი ავიაკომპანია [[ევროპა]]ში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველად ასრულებს ფრენას ევროპასა და [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკაამერიკას]] შორის რეისით [[მადრიდი]] - [[ბუენოს-აირესი]]. [[1953]] წელს, [[მადრიდის პაქტი]]ს შედეგად, [[აშშ]]-ის მოქალაქეებისთვის ესპანეთში ჩასვლა უვიზო ხდება, რაც დიდი სტიმული აღმოჩნდა იბერიასათვის და იწყება ტრანსატლანტიკური რეისები ამ ორ ქვეყანას შორის.
 
[[1981]] წელს, კომპანიის დაბადების 50 წლისთავზე, მგზავრების რიცხვმა წელიწადში 10 მლნ შეადგინა, ხოლო [[2002]] წელს, დაბადებიდან ამ დრომდე გადაყვანილი მგზავრების რიცხვმა 500 მლნ შეადგინა.
 
== ამჟამად ==
[[ფაილი:British Airways Iberia aircraft tails BA IB.jpg|მინი|250პქ|იბერია და ბრითიშ ეარვეისი]]
[[2009]] წლის [[12 ნოემბერი|12 ნოემბერს]], იბერიამ დაადასტურა, რომ მას მიღწეული აქვს მოლაპარაკებები ბრიტანულ ავიაკომპანია „ბრითიშ ეარვეისთან“, მათი შერწყმის თაობაზე და რომ ამ ორი კომპანიის შეერთებით იგეგმება მსოფლიოს ავიაკომპანიებს შორის შემოსავლების სიდიდით მესამე კომპანიის ჩამოყალიბება. [[2010]] წლის [[8 აპრილი|8 აპრილს]], კომპანიებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს მათი შერწყმის შესახებ, რომელიც 2011 წლის იანვარში დასრულდება. ახალი კომპანიის სახელი იქნება “International Airlines Group”, თუმცა, ორივე კომპანია ფუნქციონირებას ძველი ბრენდის სახლეის ქვეშ განაგრძობს.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.iberia.com/ ოფიციალური საიტი]
* [http://www.youtube.com/ იბერია YouTube-ზე]
* [http://news.bbc.co.uk/2/hi/business/8356780.stm/ BBC იბერიასა და ბრითიშ ეარვეისის შერწყმის შესახებ]
 
{{ესკიზი-ავიაცია}}
ხაზი 23:
[[კატეგორია:ავიაკომპანიები]]
 
[[an:Iberia Líneas Aéreas de España, S. A. Operadora]]
[[ar:الخطوط الجوية الأيبيرية]]
[[bg:Иберия (авиокомпания)]]