ვოლფგანგ პაული: განსხვავება გადახედვებს შორის

r2.7.3) (Robot: Modifying fa:ولفگانگ پاولی to fa:ولفگانگ پائولی; cosmetic changes
(r2.7.1) (ბოტის დამატება: nn:Wolfgang Pauli)
(r2.7.3) (Robot: Modifying fa:ولفگانگ پاولی to fa:ولفگانگ پائولی; cosmetic changes)
ვოლფგანგ პაული დაიბადა [[1900]] წლის [[25 აპრილი|25 აპრილს]], [[ვენის უნივერსიტეტი]]ს პროფესორის, ვოლფგანგ იოზეფ პაულის ოჯახში. მეორე სახელი მომავალმა მეცნიერმა მიიღო ნათლიის, ფიზიკოს [[ერნსტ მახი]]ს საპატივსაცემოდ. [[1918]] წელს პაულიმ დაამთავრა გიმნაზია. სწავლის გასაგრძელებლად მან ამოირჩია [[მიუნხენი]], სადად იმჟამად მუშაობდა მიუნხენის თეორიული ფიზიკის ფუძემდებელი [[ზომერფელდი, არნოლდ|არნოლდ ზომერფელდი]]. პირველი ორი ნაშრომი, რომელიც 1919 წელს პაულიმ შეასრულა ზომერფელდის ხელმზღვანელობით, დაკავშირებული იყო [[ფარდობითობის ზოგადი თეორია|ფარდობითობის ზოგად თეორიასთან]]. 1920 წელს, ზომერფელდის დავალებით პაული იწყებს მუშაობას ენციკლოპედიისათვის, ფარდობითობის თეორიის სტატიაზე, რომლის შესახებ შემდგომში [[ალბერტ აინშტაინი]] იტყვის: „ის, ვინც წაიკითხავს ამ ნაშრომს, ძნელად თუ დაიჯერებს, რომ მისი ავტორი მხოლოდ 21 წლისაა. გაუგებარია, რისი უფრო მეტად უნდა გვიკვირდეს: იდეათა ღრმა ფსიქოლოგიური გაგების, თუ შეუდარებელი მათემატიკური დასკვნების“.
 
[[1921]] წელს პაული გადადის [[გეტინგენი|გეტინგენში]], სადაც იგი იწყებს მუშაობას [[მაქს ბორნი]]ს ხელმძღვანელობით. დაწყებული 1920 წლიდან, პაული დიდ ყურადღებას აქცევდა ატომებთან და მათ სპექტრთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამასთან დაკავშირებით ჩატარებულმა კვლევებმა, მეცნიერი მიიყვანეს მის ცხოვრებაში მომხდარ უდიდეს აღმოჩენამდე. 1924 წელს ვოლფგანგ პაული აყალიბებს მიკროსამყაროს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს კანონს, რომელიც მეცნიერებაში „[[პაულის პრინციპი|პაულის პრინციპითაა]]თაა“ ცნობილი.
 
გარკვეული პერიოდის განმვლობაში პაული მუშაობდა [[კოპენჰაგენი]]ს თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში [[ნილს ბორი|ნილს ბორთან]] ერთად, მანამ მას არ შესთავაზეს დოცენტის თანამდებობა [[ჰამბურგი]]ს უნივერსიტეტში. [[1923]] წელს პაული იწყებს მუშაობას ჰამბურგის უნივერსიტეტში. [[1928]] წელს იგი გადადის ციურიხში, პოლიტექნიკუმის პროფესორის თანამდებობაზე. [[1930]] წელს გამოთქვავს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს აზრს, რითაც შეიძლება ითქვას ჩიხიდან გამოჰყავს იმდროინდელი ფიზიკა. იმ დროსათვის, ექსპერიმენტალური გამოკვლევები აჩვენებდა, რომ [[ნეიტრონი|ნეიტრონის]] ბეტა–დაშლისას მიღებული პროდუქტების — [[პროტონი]]ს და [[ელექტრონი]]ს ჯამური ენერგია ნაკლებია საწყის მნიშვნელობაზე, რაც ეწინააღმდეგებოდა ფიზიკის ფუნდამენტურ კანონს ენერგიის შენახვის შესახებ. პაულიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ ბეტა–დაშლის შედეგად მიღებულ პროდუქტებს შორის არის მსუბუქი, ნულოვანი მუხტის მქონე ნაწილაკი, რომლის რეგისტრაცია მთვლელების საშუალებით შეუძლებელია მუხტის არარსებობის გამო და რომელიც არის ზუსტად იმ "ნაკლული ენერგიის" მატარებელი. ეს მოსაზრება, რომელმაც არა მხოლოდ ენერგიის, არამედ მომენტისა და იმპულსის მუდმივობის კანონები "გადაარჩინა" ექსპერიმენტალურად დამტკიცდა მხოლოდ 20 წლის შემდეგ. [[1941]] წელს პაული საცხოვრებლად მიემგზავრება [[აშშ]]–ში, სადაც მუშაობს [[პრინსტონის უნივერსიტეტი|პრინსტონის უნივერსიტეტში]]. [[1945]] წელს მას მიენიჭა [[ნობელის პრემია]]. [[1946]] წელს იგი ბრუნდება სამშობლოში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა პროფესორის თანამდებობაზე ციურიხის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში. მეცნიერებაში შეტანილი ღვაწლისათვის, [[1958]] წელს პაულის აჯილდოებენ [[მაქს პლანკი]]ს სახელობის მედლით. იმავე წლის 15 დეკემბერს, ციურიხში, კიბოსაგან გარდაიცვალა მე–20 საუკუნის ერთ–ერთი უდიდესი თეორეტიკოსი.
 
== სამეცნიერო მიღწევები ==
* 1924: კვანტურ მექანიკაში პაულის შემოაქვს ახალი თავისუფლების ხარისხის ცნება. ამ თავისუფლების ხარისხის არსებობა 1925 წელს დამტკიცდა [[ულენბეკი, ჯორჯ|ულენბეკის]] და [[გაუდსმიტი, სემუელ|გაუდსმიტის]] კვლევების შედეგად და მას ელექტრონის [[სპინი]] ეწოდა. ამავე წელს პაული აყალიბებს თავის აკრძალვის პრინციპს (პაულის პრინციპი), რომელიც უმნიშვნელოვანესია კვანტურ მექანიკაში.
* 1926 : [[ჰაიზენბერგი, ვერნერ|ვერნერ ჰაიზენბერგის]] მიერ, კვანტური მექანიკის მატრიცული წარმოდგენის გამოქვეყენების შემდეგ, პაული იყენებს ამ თეორიას წყალბადის ხილული სპექტრის აღსაწერად.
* 1927 : ელექტრონის სპინის აღსაწერად პაულის შემოაქვს [[სპინორი|სპინორის]] ცნება
* 1930 : პაული გამოთქვავს აზრს ნეიტრინოს არსებობის შესახებ, რომელიც ექსპერიმენტალურად [[ფერმი, ენრიკო|ენრიკო ფერმის]] ცდების შედაგად დამტკიცდა მხოლოდ 1954 წელს.
 
[[es:Wolfgang Ernst Pauli]]
[[eu:Wolfgang Pauli]]
[[fa:ولفگانگ پاولیپائولی]]
[[fi:Wolfgang Pauli]]
[[fr:Wolfgang Pauli]]
77 453

რედაქტირება