ლუციუს იუნიუს ბრუტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: uk:Луцій Юній Брут
ხაზი 29:
ბრუტუსმა სენატს და რომის მოსახლეობას ფიცი დაადებინა, რომ ისინი არასდროს არ დაუშვებდნენ რომში მეფის მმართველობას. მან შეავსო შეთხელებული სენატი და სენატორთა რაოდენობა 300 კაცს გაუტოლდა. არსებობდა რელიგიური რიტუალები, რომლის ჩატარების უფლებაც მხოლოდ მეფეს ჰქონდა, ამიტომ ბრუტუსმა შექმნა "მეფე ქურუმის" თანამდებობა, რომელსაც დაევალა ამ რიტუალების და მსხვერპლშეწირვების ჩატარება.
 
ტარკვინიუსისგან კი ელჩები ჩამოვიდნენ და მოითხოვეს მეფისთვის ქონების დაბრუნება. სენატმა დაიწყო საკითხის განხილვა, ქონების დაბრუნების შემთხვევაში მეფეს საშუალებას მისცემდნენ ებძოლა წართმეული ტახტისთვის, მეორე მხრივ, უარის თქმა კი ომს ნიშნავდა. ელჩებს სხვა, საიდუმლო დავალებაც ჰქონდათ, მათ უნდა დაეზვერათ თუ რა განწყობა იყო ხალხში და დაკავშირებოდნენ ტარკვინიუსების მომხრეებს. საკმაოდ ბევრი წარჩინებული ახალგაზრდა, ტარკვინიუსის ვაჟების მეგობრები, მართლაც ნანობდნენ მეფის გაგდებას და უკმაყოფილონი იყვნენ რესპუბლიკური წყობით, რადგან ადრე მეფის შვილებთან მეგობრობა მათ პრივილეგიას აძლევდა ბევრს რამეში, რესპუბლიკაში კი სხვების თანასწორნი გახდნენ. სწორეთსწორედ ასეთ ხალხს დაუკავშირდნენ ელჩები შეთქმულების მოსაწყობად. ანტირესპუბლიკურ შეთქმულებაში ბრუტუსის ცოლის ძმაც და მისი საკუთარი ვაჟებიც აღმოჩნდნენ.
 
ერთ-ერთი შეთქმულის სახლში შეიკრიბნენ ყველანი და ელჩებს გადასცეს წერილი ტარკვინიუსისთვის. ეს საუბარი შემთხვევით მოისმინა მონამ და გასცა. ელჩები მაშინვე შეიპყრეს და აღმოაჩინეს მამხილებელი წერილები. ყველა შეთქმული მაშინვე შეიპყრეს, მათ შორის ბრუტუსის ვაჟებიც. სახელმწიფოს წინაშე დანაშაულისთვის ისინი ჯერ გაწკეპლეს შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს. მონა კი, რომელმაც შეატყობინა ხელისუფლებას შეთქმულების შესახებ დააჯილდოვეს, დაათავისუფლეს და მოქალაქეობა უბოძეს.