ჟენევის კანტონი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ადმინისტრაციული ერთეული|შვეიცარია |მშობლიური სა...
(განსხვავება არ არის)

22:00, 10 აგვისტო 2012-ის ვერსია

ჟენევის რესპუბლიკა და კანტონი (ფრანგ. République et Canton de Genève; გერმ. Republik und Kanton Genf; იტალ. Repubblica e Canton Ginevra) — კანტონი შვეიცარიის ფრანგულენოვან ნაწილში, ქვეყნის უკიდურეს დასავლეთში. თითქმის ყველა მხრიდან შემოსაზღვრულია საფრანგეთის ტერიტორიით. შვეიცარიის სხვა რამდენიმე კანტონის მსგავსად (ტიჩინო, ნევშატელი და იურა), ჟენევას შვეიცარიის კონფედერაციაში რესპუბლიკის სახელით მოიხსენიებენ. ფართობი 282 კმ²-ს შეადგენს.

კანტონი
ჟენევის რესპუბლიკა და კანტონი
République et Canton de Genève
დროშა გერბი

ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ადმ. ცენტრი ჟენევა
შიდა დაყოფა Aire-la-Ville, Anières, Avully, Avusy, Bardonnex, Bellevue, Bernex, Carouge, Cartigny, Céligny, Chancy, შენე-ბუჟერი, Chêne-Bourg, Choulex, Collex-Bossy, Collonge-Bellerive, Cologny, Confignon, Corsier, Dardagny, ჟენევა, Genthod, Gy, Hermance, Jussy, Laconnex, Lancy, Le Grand-Saconnex, Meinier, Meyrin, Onex, Perly-Certoux, Plan-les-Ouates, Pregny-Chambésy, Presinge, Puplinge, Russin, Satigny, Soral, Thônex, Troinex, Vandœuvres, Vernier, Versoix და Veyrier
კოორდინატები 46°13′04″ ჩ. გ. 6°09′57″ ა. გ. / 46.21800000° ჩ. გ. 6.16600000° ა. გ. / 46.21800000; 6.16600000
დაარსდა 1815
ფართობი 282,48 კმ²
ოფიციალური ენა ფრანგული ენა
სალაპარაკო ენები ფრანგული
მოსახლეობა 466 536 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1 700 კაცი/კმ²
საავტომობილო კოდი GE
ოფიციალური საიტი ge.ch

ჟენევის კანტონი შვეიცარიის უკიდურეს დასავლეთ კუთხეში მდებარეობს და ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე კოსმოპოლიტურ რეგიონად მიიჩნევა. კანტონზე დიდი გავლენა მოახდინა ქალაქმა ჟენევამ, კალვინისტური რეფორმაციის ცენტრმა. შვეიცარიის კონფედერაციას შეუერთდა 1815 წელს.

კანტონის კონსტიტუცია 1847 წელს მიიღეს, თუმცა მას მერე რამდენჯერმე შეიცვალა. მთავრობას შვიდი წევრი ჰყავს, რომელთაც ოთხწლიანი ვადით ირჩევენ. ადმინისტრაციულად კანტონი 45 მუნიციპალიტეტად იყოფა.

2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 466 536 ადამიანს შეადგენს. 40% კათოლიკეა, 17% კი პროტესტანტი (2000 წ).

კანტონის ეკონომიკის უდიდესი ნაწილი ქალაქ ჟენევაში იყრის თავს. იგი ვაჭრობის, კომერციისა და ფინანსების ცენტრია. ასევე საერთაშორისო დონეზეა აღიარებული მისი, როგორც საფინანსო ცენტრის როლი. შვეიცარიის ბანკების უდიდესი ნაწილი სწორედ ჟენევაში იყრის თავს.