ტიტუს ლივიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

r2.7.3) (ბოტის დამატება: be:Ціт Лівій; cosmetic changes
(r2.7.1) (ბოტის დამატება: et:Titus Livius)
(r2.7.3) (ბოტის დამატება: be:Ціт Лівій; cosmetic changes)
== ნაშრომები ==
 
ლივიუსმა სახელი გაითქვა თავისი ფუნდამენტალური ნაშრომით "[[რომის ისტორია ქალაქის დაარსებიდან]]" - '''"Ab urbe condita"''' 142 წიგნად. ამ წიგნებზე მუშაობა მან [[ძვ. წ. 27]] წლიდან დაიწყო და როგორც მიიჩნევენ დასრულება ვერ მოასწრო. სამწუხაროდ მისი ნაშრომების დიდმა ნაწილმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ეს ნაწარმოები მოიცავს რომის ისტორიას მისი ლეგენდარული დაარსებიდან ([[ძვ. წ. 753]]) ავგუსტუსის გერის დრუზუსის სიკვდილამდე ([[ძვ. წ. 9]]). სრულიად შემოინახა 35 წიგნი, I-X წიგნები, ანუ პირველი დეკადა, სადაც აღწერილია ქალაქის ისტორია დაარსებიდან [[ძვ. წ. 293]] წლამდე, XXI—XLV წიგნები, სადაც მოცემულია ისტორია [[ძვ. წ. 218]] წლიდან, ანუ [[მეორე პუნიკური ომი|მეორე პუნიკური ომიდან]]დან [[ძვ. წ. 167]] წლამდე, ანუ [[მესამე მაკედონიის ომი|მესამე მაკედონიის ომამდე]], ასევე შემორჩა XCI წიგნის ფრაგმენტები, სადაც სერტორიუსთან ომია აღწერილი და CXX წიგნის ფრაგმენტები, სადაც ციცერონის სიკვდილზეა საუბარი.
 
არსებობს მოსაზრებები რომ პირველი წიგნები დაიწერა ძვ. წ. 27 - [[ძვ. წ. 25]] წლებში, IX წიგნი დაიწერა [[ძვ. წ. 20]] წელს, ხოლო უკანასკნელი წიგნები ავგუსტუსის სიკვდილის შემდეგ. ავტორს ალბათ სურდა ნაშრომის დასრულება პირველი იმპერატორის სიკვდილით, მაგრამ ვერ მოასწრო.
ლივიუსის ნაშრომი გაჟღენთილია პატრიოტული სულისკვეთებით. იგი ახდენს წარსულის იდეალიზაციას და გმობს მისი თანამედროვეების მორალურ და ზნეობრივ დაცემულობას. მისი ასეთი სულისკვეთება და მორალიზმი ავგუსტუსის პოლიტიკას კარგად შეეფერებოდა. ლივიუსი აქცენტს აკეთებს ცალკეულ გამოჩენილ პიროვნებებზე, მათ გმირობებზე და მორალურ თვისებებზე. დაწვრილებით აღწერს მათ საქმიანობას და გადმოსცემს მათ სიტყვით გამოსვლებს. ეს სიტყვები ძალიან კარგადაა დამუშავებული ლივიუსის მიერ. ჩვენამდე მოღწეულ ნაწილში 400 წარმოთქმულ სიტყვას ვხვდებით.
 
ტიტუს ლივიუსის ნაშრომი ლიტერატურული თვალსაზრისით მართლაც უბადლოა. გადმოცემის ნიჭით და დრამატიზაციით იგი ახერხებს წარსულის სურათების გაცოცხლებას. მისი შესანიშნავი პროზის სტილი არ ჩამოუვარდება [[ციცერონი|ციცერონისას]]სას.
 
ლივიუს ასევე ეკუთვნის ჩვენამდე არ მოღწეული ისტორიულ-ფილოსოფიური დიალოგები და რიტორიკული ნაწარმოები, რომელიც შვილისადმი წერილის ფორმითაა მოცემული. მათში იგი ალბათ თავის კრედოს გადმოსცემდა. ბერძნული ავტორებიდან იგი [[დემოსფენე|დემოსფენეს]] სტილს მიიჩნევდა საუკეთესოდ, ხოლო რომაელებიდან ციცერონისას.
 
ლივიუსი აგრეთვე ითვლება ალტერნატიული ისტორიის ფუძემდებლად. მან აღწერა [[ალექსანდრე მაკედონელი|ალექსანდრე მაკედონელის]] და რომაელების ბრძოლის შესაძლებლობა, მაკედონელს რომ უფრო მეტხანს ეცხოვრა.
 
ქრონოლოგიურად ლივიუსი წარმოადგენს კლასიკურისა და ეგრეთ წოდებული ვერცხლის ხანის ლათინურს შორის გარდამავალ ეტაპს.
 
[[ar:تيتوس ليفيوس]]
[[be:Ціт Лівій]]
[[be-x-old:Тытус Лівіюс]]
[[bg:Тит Ливий]]
77,417

რედაქტირება