თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის წაშლა: ru:Вторжение Тамерлана в Грузию (deleted)
No edit summary
ხაზი 6:
[[1394]] თემურლენგი ორჯერ შემოესია საქართველოს. [[თემურლენგის მესამე ლაშქრობა|პირველად]] [[სამცხე-საათაბაგო|სამცხე-საათაბაგოს]] დაესხა თავს, [[თემურლენგის მეოთხე ლაშქრობა|მეორედ]] - [[არაგვის ხეობა|არაგვის ხეობას]]. ამჯერადაც თოხთამიშის გამოჩენებამ გააბრუნა იგი საქართველოდან. [[1399]] მიწურულს თემურლენგი მეხუთედ მოვიდა ამიერკავკასიაში და გამოსაზამთრებლად დაბანაკდა [[ყარაბაღი|ყარაბაღში]], საიდანაც რჩეული მხედრობით პირადად ილაშქრა ჰერეთ-კახეთში, საშინლად ააოხრა და გაძარცვა ეს მხარე.
 
[[1400]] გაზაფხულზე თემურლენგი უზარმაზარი ლაშქრით [[თემურლენგის მეექვსე ლაშქრობა საქართველოში|მეექვსედ]] შემოიჭრა საქართველოში. გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს მთელი მოსახლეობის გათათრება ან პირწმინდად გაჟლეტა. ქართველები [[გიორგი VII, ბაგრატ V-ის ძე|გიორგი VII-ის]] მეთაურობით მამაცურად შეებრძოლნენ მტერს მდ. საგიმის პირას, ქვემო ქართლში, მაგრამ იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. თემურლენგი კვალდაკვალ დაედევნა მათ, სასტიკად მოაოხრა ქვემო ქართლი, თბილისი, მუხრანის ველის მიდამოები, ქსნისა და ლეხურის ხეობები და გარს შემოერტყა [[გორის ციხე|გორის ციხეს]], სადაც გიორგი VII იყო გამაგრებული. გიორგიმ გაარღვია მტრის ალყა და გამაგრდა [[ძამის ციხე|ძამის ციხეში]], სადაც შვიდი დღე-ღამის განმავლობაში მამაცურად იგერიებდა მტრის გააფთრებულ იერიშებს. ძამის ციხის დაცემის შემდეგ საქართველოს მეფე გამაგრდა სავანეთის ციხეში. მტერმა ეს ციხეც აიღო. გიორგი VII გადავიდა დასავლეთ საქართველოში. თემურლენგმა ვერ გაბედა ტყიანსა და უგზო ქვეყანაში მეფის დადევნება და ჯავრი სამცხეზე იყარა. შემდეგ გადავიდა თრიალეთში, იქედან თეძმის ხეობით - მცხეთაში და დალაშქრეს არაგვის ხეობა, შემდეგ ააოხრა [[ტაო]]. ლაშქრობა გაგრძელდა მთელ გაზაფხულ-ზაფხულს. მტერმა მოაოხრა მთელი აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო, დალეწა ციხე-კოშკები, გაძარცვა და დაანგრია ეკლესია-მონასტრები, გაკაფა ბაღ-ვენახები, დაწვა და გაანადგურა სოფლები და დაბა-ქალაქები, გაჟლიტა უამრავი ხალხი. ამ ლაშქრობიდან თემურლენგმა 60 ათასზე მეტი ტყვე წაიყვანა.
 
[[1401]] თემურლენგი [[თემურლენგის მეშვიდე ლაშქრობა|მეშვიდედ]] მოადგა საქართველოს ასაოხრებლად, გიორგი VII-მ ზავი შესთავაზა. თემურლენგი დათანხმდა, რადგანაც ოსმალეთის სულთანთან გადამწყვეტი შეტაკების წინ ზავი მისთვის ხელსაყრელი იყო. 1401 შამქორის ზავის პირობით საქართველო კისრულობდა ხარკის გადახდას, თემურლენგის ლაშქრობების მიღებას, სამიმოსვლო გზების თავისუფლების დაცვას. ქართველებს ეკრძალებოდათ მუსლიმურ ქვეყნებში სახალხოდ ქრისტიანული რელიგიური რიტუალის შესრულება, ხოლო თავიანთ ქვეყანაში კარგად უნდა მოპყრობოდნენ მუსლიმანებს. სამაგიეროდ თემურლენგი საქართველოს მშვიდობას და ხელშეუხებლობას აღუთქვამდა. მიუხედავად ზავისა, თემურლენგი იმავე წელს თავს დაესხა [[თორთომი]]ს ციხეში გამაგრებულ ქართველებს და მოაოხრა იქაური მხარე.