ნიგალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 1:
'''ლივანა''', ''ლიგანი'', ''ნიგალი'', ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, [[მდინარე]] [[ჭოროხი]]ს ქვემო დინებაში.

წყაროებში პირველად იხსენიება [[XI საუკუნე]]ში (ნიგალი). [[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს (XVIII ს.) მიხედვით, მოიცავდა მდინარე ჭოროხის ხეობის იმიერ და ამიერ მხარეს ართვინის სანახებითურთ: " და ართვანის სანახებითურთ, ვიდრე ერგეს საზღვრამდე, ჭოროხის ჴეობის იმერი და ამერი იწოდების ლიგანის ჴეობად. და არს ეს ლიგანის ჴეობა თჳნიერ სივიწროვისა, ფრიად ნაყოფიერი ნარინჯით, თურინჯით, ლიმოთი, ზეთისხილით..." (ვახუშტი, 1941, გვ.136). შემდგომში ლივანად მიაჩნდათ მდინარეების [[აჭარისწყალი|აჭარისწყლისა]] და ჭოროხის შესაყართან მდებარე ტერიტორია. 1549 წელს ლივანა ოსმალებმა დაიკავეს. რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 ომის შემდეგ ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] შემადგენლობაში შევიდა. ამჟამად ლივანის მხოლოდ მცირე ნაწილია საქართველოს ფარგლებში, დანარჩენი კვლავ [[თურქეთი]]ს საზღვრებშია.
 
ამჟამად ლივანის მხოლოდ მცირე ნაწილია საქართველოს ფარგლებში (სოფლები: [[ქვედა მარადიდი]], [[კირნათი]], [[მაჭახლისპირი]], [[გვარა (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)|გვარა]], [[მირვეთი]], [[შუშანეთი]], [[კობალეთი]], [[ძაბლავეთი]], [[ზედა კირნათი]]), დანარჩენი კვლავ [[თურქეთი]]ს საზღვრებშია.
==იხილეთ აგრეთვე==
* [[ლივანური კილო]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიგალი“-დან