რუსეთ-საქართველოს ომი (2008): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 414:
15 სექტემბერს [[ნიუ-იორკ ტაიმზი|ნიუ-იორკ ტაიმზმა]] გამოაქვეყნა მტკიცებულების დეტალები, რომელიც საქართველომ აშშ-ს და ევროპის სადაზვერვო სამსახურებს გადასცა იმის დასადასტურებლად, რომ რუსული სამხედრო ტექნიკა [[როკის გვირაბი]]ს გავლით ცხინვალის რეგიონში შევიდა იმაზე ერთი დღით ადრე, ვიდრე საქართველო 7 აგვისტოს გვიან ღამით ცხინვალზე შეტევას განახორციელებდა.<ref name="NYT Roki">[http://www.nytimes.com/2008/09/16/world/europe/16georgia.html?_r=1&ref=world&oref=slogin Georgia Offers Fresh Evidence on War’s Start] (საქართველო ახალ მტკიცებულებებს აქვეყნებს ომის დაწყების თაობაზე). ნიუ-იორკ ტაიმზი. 15 სექტემბერი, 2008.</ref> მტკიცებულება შეიცავს სატელეფონო ჩანაწერს ორ ოს სამხედრო მოსამსახურეს შორის. საუბარი ოსურად მიმდინარეობს. ერთი მათგანი, სავარაუდოდ, არის მესაზღვრე, რომელიც როკის გვირაბთან იმყოფებოდა, ხოლო მეორე — მისი მეთაური ცხინვალში. ამ სატელეფონო საუბრების ჩაწერა იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ორივე პიროვნება მობილური ოპერატორი “[[მაგთი]]ს” ქსელით სარგებლობდა.
 
პირველ საუბარში, რომელიც 7 აგვისტოს დილის 3:41 საათზეა ჩაწერილი, ოსი მესაზღვრე როკის გვირაბთან, გვარად გასიევი, ეუბნება მის ზემდგომს ცხინვალში, რომ რუსმა პოლკოვნიკმა სთხოვა ოს მესაზღვრეებს ტექნიკური დათვალიერება ჩაუტარონ სამხედრო ტექნიკას, რომელმაც გვირაბი „გადაჭედეს“. ”BMP”БМП-ები და სხვა მანქანები გამოუშვეს და გადაჭედეს აქაურობა. ბიჭებიც გარშემო დგანან,” - ამბობს მესაზღვრე როკის გვირაბთან, ნიუ-იორკ ტაიმზის ცნობით. რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ შედგა საუბარი ამ ორ პიროვნებას შორის. მეორე საუბარი ჩაწერილია 3:52 საათზე. ზემდგომი ცხინვალიდან ეკითხება იმავე გასიევს: ”ჯავშანტექნიკა ჩამოვიდა თუ რა ხდება?” ”ჯავშანტექნიკაც და ხალხიც,” - პასუხობს მესაზღვრე. კითხვაზე გამოიარეს თუ არა მათ როკის გვირაბი, იგი პასუხობს: ”კი, 20 წუთის წინ; მე როცა დაგირეკე, ისინი უკვე ჩამოსულები იყვნენ”.
 
ნიუ-იორკ ტაიმზი სტატიაში ასევე აღნიშნავს, რომ ჩანაწერებში არ არის მკაფიოდ საუბარი შეიარაღების რაოდენობაზე და არც იმაზე კეთდება მინიშნება, რომ რუსული ძალები იმ დროს ბრძოლაში მონაწილეობდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილის ცნობით ჩანაწერები ერთი თვით გვიან გამოქვეყნდა, ვინაიდან ისინი ომის დროს დაიკარგა, დაზვერვითი ოპერაციების განმხორციელებელი ჯგუფის თბილისიდან გორში გადასვლის პერიოდში.