ისჰაკ იბნ-შუაბი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''ისჰაკ იბნ-შუაბი'''— თბილისის საამიროს ამირა 830-853 წლებში...)
 
'''ისჰაკ იბნ-შუაბი'''— [[თბილისის საამირო]]ს [[ამირა]] [[830]]-[[853]] წლებში. [[ისმაილ იბნ-შუაბი]]ს შვილი. მის შესახებ ცნობები მოგვეპოვება, როგორც ქართულ, ისე არაბულ წყაროებში. არაბული წყაროებიდან ირკვევა, რომ იგი ადრეც იბრძოდა ხელისუფლების მოსაპოვებლად და ცოტა ხნით კიდეც წაართვა ამირობა [[მუჰამედ იბნ-ათაბი]]ს. საჰაკი 23 წლის მანძილზე უწყვეტად მართავდა თბილისის საამიროს. არაბი ისტორიკოსი ტაბარი მის შესახებ წერს:{{ციტატა|ის იყო მსუქანი მოხუცი, დიდი თავით, მელოტი და ელამი.. ისჰაკის მეუღლე იყო სარირის მფლობელის ასული.}} საჰაკი რამდენჯერმე განუდგა ხალიფას, საბოლოოდ ის სიკვდილით დასაჯა [[ბუღა თურქი|ბუღა თურქმა]] [[853]] წელს. საჰაკი იყო უკანასკნელი ამირა [[შუაბინთა დინასტია|შუაბინთა დინასტიიდან]].
 
 
== იხილეთ აგრეთვე ==
 
[[კატეგორია:თბილისის ამირები]]
 
[[en:Ishaq ibn Isma'il]]