პაოლო მალდინი: განსხვავება გადახედვებს შორის

r2.7.3) (ბოტის დამატება: ckb:پاولۆ ماڵدینی; cosmetic changes
(ბოტის დამატება: uz:Paolo Maldini)
(r2.7.3) (ბოტის დამატება: ckb:پاولۆ ماڵدینی; cosmetic changes)
სანაკრებო დონეზე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მან ყველა სინჯის მედალი მოიგო, გარდა ოქროსი.
 
== საკლუბო კარიერა ==
პაოლო მალდინის 25 წლიანი საკლუბო კარიერა 1985 წლის 20 იანვარს იწყება. [[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანი]] უდინეზეს ხვდებოდა. სერჟიო ბატისტინი დაშავდა და მის ნაცვლად მოედანზე 16 წლის მალდინი შევიდა.<ref>{{cite web|url=http://www.talkfootball.co.uk/guides/football_legends_paolo_maldini.html|title=Paolo Maldini|accessdate=25 February 2008|publisher=Talk Football}}</ref><ref>{{cite news | url=http://blogs.guardian.co.uk/sport/2007/05/23/maldini_the_fulcrum_of_milan_g.html | title=Maldini the fulcrum of Milan generation game | accessdate=28 May 2007 | work=Guardian | location=London | first=Richard | last=Williams | date=1 იანვარი 2011}}</ref>
ის თამაში ფრედ 1:1 დამთავრდა, პაოლო კი მილანელად მოინათლა.
 
იმ წელს მას მეტჯერ აღარ უთამაშია, მომდევნო სეზონში კი პაოლო კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა - [[პარმა|პარმადან]]დან [[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანში]] გადასულმა [[არიგო საკი|არიგო საკიმ]] ახალგაზრდა მცველს მარცხენა ფლანგი ანდო.
 
=== საკის მილანი ===
 
იმ წლებში "მილანი" დიდი ძალა არ იყო, თუმცა, 1986 წელს ტელემაგნატი [[სილვიო ბერლუსკონი]] კლუბის პრეზიდენტი გახდა, გუნდში დიდი ფული ჩადო, ცნობილი ფეხბურთელებიც მოიწვია და უძლიერესი გუნდი შექმნა<ref>{{cite web|url=http://www.acmilan.com/en/club/history|title=ac milan history|accessdate=25 February 2011|publisher=მილანის ოფიციალური საიტი}}</ref>.
[[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანმა]] მოგებების სერია დაიწყო. [[იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი (სერია ა)|იტალიის ჩემპიონატში]] ზედიზედ ამარცხებდა "[[ინტერი|ინტერს]]", "[[იუვენტუსი|იუვენტუსს]]", "[[ვერონა|ვერონას]]". იმ დროისთვის სერია ა-ს [[დიეგო მარადონა|მარადონას]] "ნაპოლი" ლიდერობდა. ჩემპიონობისთვის მათავრი ბრძოლა სწორედ ამ ორ გუნდს შორის მიდიოდა. ბევრისთვის მოულოდნელად მილანმა 4:1 მოუგო ქვეყნის საუკეთესო გუნდს, პაოლო მალდინიმ კი შესანიშნავად ითამაშა და [[დიეგო მარადონა|მარადონას]] ბურთიც არ მიაღებინა.
 
მომდევნო მატჩებიც "მილანმა" იმარჯვა და სკუდეტოს დაეუფლა. პაოლომ პირველი ტიტული მიიღო.
 
[[1988]]-[[1989]] წლების სეზონში [[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანი]] უძლეველ გუნდად უკვე ჩამოყალიბებული იყო. შეტევის ხაზში ჰოლანდიელები ბრწყინავდნენ რუუდ გულიტი, [[ ფრანკ რაიკარდი|ფრანკ რაიკარდი]], ვან ბასტენი.
 
[[ჩემპიონთა ლიგა|ჩემპიონთა ლიგაზე]]ზე "მილანი" ნახევარფინალში "[[რეალი მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)|მადრიდის რეალს]]" დაუპირისპირდა. იმ დროისთვის სამეფო კლუბი ფავორიტად ითვლებოდა. პირველი თამაში [[სანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)|სანტიაგო ბერნაბეუზე]] შედგა და ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა როგორც [[რეალი მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)|რეალის]] ფეხბურთელბი აღნიშნავდნენ, ეს თამაში კოშმარად დაამახსოვრდათ, პაოლო მალდინიმ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა როგორც გულშემატკივარზე, ისე მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებზე. განმეორებითი მატჩი კი [[სან-სირო|სან-სიროზე]]ზე ნამდვილი ტრიუმფი იყო მილანისთვის, რომელმაც ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს.
 
[[მადრიდის რეალი|რეალის]] მაშინდელი ფორვარდი ემილიო ბუტრაგენიო ამბობს, რომ ეს ყველაზე საშინელი თამაში იყო მის კარიერაში. მან ვერაფერი მოუხერხა პაოლო მალდინის, რომელიც წინ და უკან მუდმივად მოძრაობდა და შეტევის დასრულების საშუალებას არ აძლევდა მოწინააღმდეგეს<ref>ჯანმარია სერას დოკუმენტური ფილმი „paolo maldini il film“, filmmaster television-ის პროდუქცია, 2005 წელი.</ref>.”.
 
იმ წელს ფინალი [[ბარსელონა|ბარსელონაში]]ში შედგა. ერთმანეთის პირისპირ "[[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანი]]" და "[[სტიაუა]]" წარსდგნენ. ბარსელონაში როსონერის უამრავი გულშემატკივარი გაჰყვა და მთელი ქუჩები შავ-წითელ ფერებში აჭრელდა, რამაც დამატებითი სტიმული მისცა ფეხბურთელებს. სტადიონზეც მხოლოდ ეს ფერები დომინირებდა.
 
ფინალი ისეთივე გამანადგურებელი ანგარიშით დასრულდა, როგორც ნახევარფინალი. მილანმა სტიაუა 4:0 დაამარცხა და 24 წლის შემდეგ [[ჩემპიონთა ლიგა|ჩემპიონთა თასს დაეუფლა]]დაეუფლა. პაოლო მალდინის კარიერაში ეს პირველი ევროპული თასი იყო. 21 წლის მალდინი უკვე ვეტერანივით თამაშობდა, ყველას ხიბლავდა მისი თავგანწირული სუფთა ვარდნები, საოცარი სისწრაფე, შესანიშნავი ტექნიკა, პოზიციის სწორი შერჩევა და ელეგანტურობა, რომელიც ყველასგან გამოარჩევდა. არასდროს უხეშობდა მეტოქის წინააღმდეგ და ყოველთვის პატივს სცემდა მათ.
 
1989 წელს მილანი [[საკონტინენტთაშორისო თასი (ფეხბურთი)|საკონტინენტთაშორისო თასისთვის]] საბრძოლველად [[ტოკიო|ტოკიოში]]ში გაემგზავრა და ევროპული ფეხბურთის ღირსების დაცვა მოახერხა. მალდინის რეგალიებს კი [[მსოფლიო ჩემპიონი|კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონის]] ტიტულიც შეემატა.
 
მომდევნო წელს პაოლოს შანსი მიეცა ევროპის ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ დაეცვა. [[ჩემპიონთა ლიგა|ჩემპიონთა თასის ფინალში]] მილანი ბენფიკას შეხვდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო. იმ შეხვედრაშიც პაოლომ 90 წუთი ითამაშა და საკმაოდ დიდი შრომაც გასწია. 90 წელს [[საკონტინენტთაშორისო თასი|საკონტინენტთაშორისო თასისთვის]]სთვის „მილანი" [[ტოკიო|ტოკიოში]]ში კიდევ ერთხელ ჩავიდა. მალდინის კი ამომავალ ქვეყანაში სტუმრობა ძვირად დაუჯდა. „ოლიმპია ასუნსიონის" წინააღმდეგ მატჩში პირველივე ტაიმში დაშავდა - ლავიწის ძვალი გაიტეხა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. მატჩის დამთავრების შემდეგ გასახდელში მარკო ვან ბასტენი რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად შევიდა და პაოლო ხელში აყვანილი გამოიყვანა, იმისათვის რომ საკონტინენტთაშორისო თასი ერთად აეწიათ და გუნდის ზეიმს არ გამოკლებოდა.<ref>ჯანმარია სერას დოკუმენტური ფილმი „paolo maldini il film“, filmmaster television-ის პროდუქცია, 2005 წელი.</ref>”
 
=== კაპელოს „მილანი" ===
[[ფაილი:Maldini2008.JPG|thumb|250px|left|[[პაოლო მალდინი]]]]
1991 წელს როცა ცნობილი გახდა, რომ აძელიო ვიჩინის გაწვრთნილი [[იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|იტალიის ნაკრები]] [[უეფა-ს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი|ევროპის 1992 წლის ჩემპიონატზე]] ვერ მოხვდებოდა, ქვეყნის პირველ გუნდში [[არიგო საკი|საკის]] უხმეს. [[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანში]] კი არიგოს ნაცვლად [[ფაბიო კაპელო]] მოვიდა, რომელმაც საკის "მფრინავი" მილანი მომაკვდინებელ ძალად აქცია - კლუბიც ზედიზედ სამი სეზონი ბატონობდა იტალიურ ფეხბურთში.
იმ „მილანს" [[ფრანკო ბარეზი]] კაპიტნობდა, პაოლო მალდინი კი ალესანდრო კოსტაკურტათან და მაურო ტასოტისთან ერთად, კაპიტნის მხრდამხარ გაუვალ გაცვას ქმნიდა.
 
სწორედ დაცვის ჩინებული თამაშის წყალობით დაამყარა სებასტიანო როსიმ [[სერია ა|სერია ა]]-ს რეკორდი. მცველების კარგმა თამაშმა დიდად განაპირობა ის, რომ 1991-1992 წლების სეზონში მილანმა "პერუჯას" რეკორდი გაიმეორა და [[იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატი (სერია ა)|სერია ა]], 58 მატჩი წაუგებლად დაასრულა და სკუდეტოს კიდევ ერთხელ დაეუფლა<ref>{{cite web|title = Italy Championship 1991/92 | url =http://www.rsssf.com/tablesi/ital92.html| accessdate = 2011-01-30 }}</ref>. მილანელებმა ტიტული მომდევნო წელსაც დაიცვეს.
 
"[[ფრანს ფუტბოლი]]" კაპელოს მილანზე წერდა: " ფაბიო კაპელომ მილანში ჩანაფიქრის ასი პროცენტით განხორციელება შეძლო, გუნდის დაცვა კი სალ კლდედ აქცია. ფრანკო ბარეზის, პაოლო მალდინის, ალესანდრო კოსტაკურტასა და მაურო ტასოტის დაცვის ოთხეული თამამად შეგვძლია მივიჩნიოთ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო დაცვად!"
1991-94 წლები საუკეთესო იყო მილანის ისტორიაში. გუნდმა ყველა ტურნირის მოგება შეძლო. პაოლოს რეგალიებსაც ზედიზედ ემატებოდა იტალიის ჩემპიონის თუ ჩემპიონთა თასის მფლობელის ტიტულები. გუნდში ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ - [[მარსელ დესაი]], სავიჩევიჩი, პაპინი, ბობანი, ჟორჟ ვეა.
 
1994 წლის გაზაფხულზე პაოლო მალდინიმ მესამედ მოიგო ჩემპიონთა თასი. იმ სეზონში "მილანმა" ბრწყინვალედ ჩაატარა [[ჩემპიონთა ლიგა|ჩემპიონთა ლიგის]] ჯგუფური ეტაპი, ფინალში კი [[იოჰან კრუიფი|კრუიფის]] "[[ბარსელონა|ბარსელონას]]" დაუპირისპირდა. მაშინ კატალონიურ კლუბს ”ოცნების გუნდსაც” უწოდნებდნენ. იტალიელებს დაცვაში დიდი დანაკლისი ჰქონდათ. დისკვალიფიკაციის გამო ფინალი კაპიტანმა ბარეზიმ და კოსტაკურტამ გამოტოვეს. სწორედ ამიტომ ბოლო წლების განმავლობაში პირველად "მილანი" ფავორიტად არ ითვლებოდა. თუმცა უკვე პირველი ტაიმის შემდეგ როსონერი მასაროს დუბლის წყალობით 2:0 იგებდა. მეორე ნახევარში სავიჩევიჩმა ულამაზესი გოლით ანგარიში სამამდე გაზარდა. მატჩს საბოლოო წერტილი კი მარსელ დესაიმ 58-ე წუთზე დასვა. მთელმა გუნდმა უმაღლეს დონეზე ითამაშა და ზღაპრული მატჩი აჩუქა გულშემატკივარს პაოლო მალდინიმ კი დისკვალიფიცირებული [[ფრანკო ბარეზი|ფრანკო ბარეზის]] არყოფნა სულაც არ დაატყო დაცვას.<ref>{{cite web|title = 1993/94: Massaro leads Milan rout | url =http://www.uefa.com/uefachampionsleague/history/season=1993/index.html| accessdate = 2011-01-30 }}</ref>.
 
ამ გამარჯვებას მალდინი კარიერაში საუკეთესო შეხვედრად მიიჩნევს.
 
"სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რამდენად ბედნიერი ვიყავი მატჩის შემდეგ. ეს იყო გრძნობა, რომლის მსგავსი მანამდე არასდროს განმეცადა! სასტიკი წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი ძალადობისა, მაგრამ ბარსელონას განადგურებამ, სწორედ რომ განადგურებამ, საოცარი სიამოვნება მომანიჭა! ის უდავოდ საუკეთესო შეხვედრა იყო ჩემს კარიერაში თუნდაც იმიტომ, რომ საუკეთესო ფორმაში მყოფ [[რომარიო|რომარიოს]] ბურთი ერთხელაც არ მივაღებინე!"_ წერდა შემდეგ მალდინი.
 
ფეხბურთის ისტორიაში პირველად 1994 წელს "უორლდ სოკერმა" მცველი მალდინი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა<ref>{{cite web|title = Biography of Paolo Maldini | url =http://www.oleole.com/paolo-maldini/biography/phi1bu.html| accessdate = 2011-02-20 }}</ref>.
მომდევნო წლებში მალდინის კარიერაში დაღმასვლა დაიწყო. კაპელო გუნდიდან წავიდა და მილანი ვეღარ ახერხებდა ტიტულების მოგებას. თუმცა იმ დროისთვის უკვე კაპიტან პაოლოს კლუბის დატოვება არც უფიქრია. 1996 წელს გუნდი ძაკერონიმ ჩაიბარა, რომელმაც პაოლოს საშუალება მისცა დაცვასა და შეტევაზე ერთნაირად ეფიქრა. იმ წელს მალდინიმ არაერთი საგოლე პასი მიითვალა და გოლების გატანაც მოახერხა. სეზონის მეორე ნახევარში მილანმა წაუგებელი მატჩების სერია დაიწყო და საბოოლოოდ ჩემპიონატის მოგებაც შეძლო. მალდინისთვის ეს უკვე მეხუთე სკუდეტო იყო.
 
=== კრიზისის შემდეგ ===
[[ფაილი:A.C. Milan lifting the European Cup after winning the 2002–03 UEFA Champions League - 20030528.jpg|thumb|300px|right|[[პაოლო მალდინი]]მ 2003 წელს როგორც კაპიტანმა პირველად ასწია [[ჩემპიონთა ლიგა|ლიგის]] თასი]]
 
მორიგ ტიტულამდე პაოლოს რამდენიმე წელს მოცდა მოუწია. 2003 წელს მილანის და, შესაბამისად, პაოლოს ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო. [[კარლო ანჩელოტი|ანჩელოტის]] გაწვრთნილმა მილანმა [[ჩემპიონთა ლიგა|ჩემპიონთა ლიგის]] ფინალში გასვლა მოახერხა, სადაც [[იუვენტუსი|იუვენტუსს]] დაუპირისპირდა. მანჩესტერში გამართულ შეხვადრაში ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, [[პენალტების სერია|პენალტების სერიაში]]ში კი მილანმა იმარჯვა. პაოლო მალდინიმ კი, როგორც კაპიტანმა, პირველად აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი.
 
მოდევნო წელს უკვე მეექვსედ იგებს სკუდეტოს, 2005 წელს კი [[სტამბოლი|სტამბოლში]] [[ჩემპიონთა ლიგა|ჩემპიონთა ლიგის]] ისტორიაში საუკეთესო ფინალი შედგება [[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანისა]] და [[ლივერპული|ლივერპულის]] მონაწილეობით. ის თამაში მილანის კაპიტნის გოლით დაიწყო და რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ლიგის ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი სწორედ პაოლოა. ინგლისელების წინააღმდეგ მან 58-ე წამზე გაიტანა<ref>{{cite web|title = AC Milan 3-3 Liverpool (aet) Liverpool win 3-2 on penalties| url =http://news.bbc.co.uk/sport2/hi/football/europe/4573159.stm|publisher = BBC sport|football| accessdate = 2011-01-30 }}</ref>.
. როსონერიმ პირველივე ტაიმში კიდევ ორი გოლი გაიტანა, თუმცა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ლივერპულმა მეორე ნახევარში ანგარიშის გათანაბრება შეძლო, [[პენალტების სერია (ფეხბურთი)|პენალტების სერიაშიც]] მერსისაიდელებმა იმარჯვეს.
 
ორი წლის შემდეგ პაოლოს რევანშის აღების შესაძლებლობა მიეცა. 2007 წელს ლიგის ფინალში კვლავ [[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანი)]] და [[ლივერპული]] დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აქ კი მილანელებმა ჩემპიონის ტიტული აღარ დათმეს და კაპიტანმა მალდინიმ კიდევ ერთი თასი აწია. რამდენიმე თვის შემდეგ 39 წლის პაოლომ ევროპის სუპერთასი და [[მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი|საკლუბო ჩემპიონატიც]] მოიგო.
 
=== კარიერის დასასრული ===
საკლუბო კარიერა 2009 წელს დაასრულა. 15 თებერვალს პაოლო მალდინიმ უკანასკნელი დერბი ითამაშა. [[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანმა]] [[ინტერი|ინტერთან]] 1:2 წააგო, [[სან სირო|სან სიროზე]]ზე შეკრებილმა პუბლიკამ კი შავ-წითელთა კაპიტანი ოვაციებით გააცილა. თამაშის დასრულების შემდეგ ინტერის გულშემატკივრებმა შემოაბრუნეს აბრები, რომელზეც ეწერა "20 წლის განმავლობაში შენ იყავი ჩვენი კონკურენტი, მაგრამ ცხოვრებაში სამართლიანად დარჩი!" მეტოქე გუნდის გულშემატკივართა ამ ჟესტმა ყველა აღაფრთოვანა.<ref>{{cite web|title = Inter-Milan: A Paolo Maldini Tribute Following His Last Derby Della Madonnina| url =http://bleacherreport.com/articles/124883-inter-milan-a-paolo-maldini-tribute-following-his-last-derby-della-madonnina| accessdate = 2011-02-1 }}</ref>.
 
 
ბოლო თამაში [[სან სირო|სან სიროზე]]ზე [[რომა|რომას]] წინააღმდეგ გამართა. თამაშის დაწყებამდე მეტოქეებსაც ეცვათ მაისურები წარწერით '''“მადლობა პაოლო, დიდო კაპიტანო”.''' მილანის მაისურით კი ბოლო მატჩი გასვლაზე [[ფიორენტინა|ფიორენტინას]] წინააღმდეგ ითამაშა. [[კარლო ანჩელოტი|ანჩელოტიმ]] კაპიტანი ბოლო წუთებზე შეცვალა და საშუალება მისცა საპატიო წრე დაერტყა მოედნისთვის. თანაგუნდელებმა, მეტოქეებმა, სტადიონზე მყოფმა საზოგადოებამ [[პაოლო მალდინი]] ტაშით გააცილა.<ref>{{cite web|title = Paolo Maldini Waves Goodbye To Football As Milan Beat Fiorentina| url =http://www.goal.com/en/news/10/italy/2009/05/31/1296651/paolo-maldini-waves-goodbye-to-football-as-milan-beat| accessdate = 2011-02-1 }}</ref>.
 
პაოლო მალდინმა 25 სეზონი ღირსეულად ატარა ამ უძლიერესი კლუბის სამ ნომრიანი მაისური. ის გახდა ეტალონი მცველისა და კაპიტნისა, რომელიც მეოთხედი საუკუნე ინარჩუნებდა უბადლო ფიზიკურ კონდიციებს. მთელი ცხოვრება შეურყეველი რეპუტაციით სარგებლობდა და უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა მსოფლიო ფეხბურთში.
კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება და ამიერიდან სამნომრიანი მაისურით აღარვინ იასპარეზებს. ამ ნომერს მიიღებს მხოლოდ პაოლოს შვილი თუ ის მილანში დაიწყებს თამაშს.
 
== სანაკრებო კარიერა ==
[[იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|იტალიის]] 21 წლამდელთა ნაკრებში პირველად მაშინ გამოჩნდა, როდესაც ნაკრებს მამამისი ჩეზარე მალდინი წვრთნიდა. თუმცა მოედანზე გასვლითანავე დაამტკიცა, რომ შემადგენლობაში მოხვედრას ნამდვილად იმსახურებდა. პაოლომ დებიუტი გოლით აღნიშნა.
 
 
ეს იყო პირველი იმ 126 მატჩიდან, რომელიც პაოლომ ქვეყნის პირველ გუნდში ჩაატარა.
19 წლის მალდინმა იმდენად კარგად ითამაშა, რომ აძელიო ვიჩინიმ [[უეფა-ს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი|ევროპის ჩემპიონატზე პაოლო]]პაოლო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად წაიყვნა. მაშინ [[იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|იტალია]] ნახევარ ფინალიდან გამოეთიშა.
 
უფრო წარმატებული აღმოჩნდა [[ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი]], რომელიც იტალიაში გაიმართა. ნახევარ ფინალში იტალია მარადონას არგენტინას შეხვდა და [[პენალტების სერია (ფეხბურთი)|პენალტების სერიაში]] დამარცხდა. პაოლომ ბრინჯაოს მედალი აიღო. თუმცა, საკუთარ ქვეყანაში მესამე ადგილი არც თუ კარგ შედეგად ჩაითვალა.
 
1994 წელს პაოლო მალდინი აშშ-ში [[ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად]]მოსაგებად გაემგზავრა. საკის გაწვრთნილმა [[იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|იტალიამ]] ფინალამდე გააღწია. იქ კი კვლავ [[პენალტების სერია (ფეხბურთი)|თერთმეტმეტრიანებით]] დამარცხდა. გადამწყვეტი პენალიტი [[რობერტო ბაჯო|რობერტო ბაჯომ ააცილა]]ააცილა. ეს მატჩი ბოლო იყო [[ფრანკო ბარეზი|ფრანკო ბარეზის]] კარიერაში. თამაშის დასრულების შემდეგ კი კაპიტნის სამკლაური პაოლო მალდინის გადაულოცა.
 
4 წლის შედეგ მამა-შვილი [[იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ნაკრებში]] კვლავ ხვდებიან ერთმანეთს. [[ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|საფრანგეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე]] ჩეზარე იტალიის მწვრთნელია, პაოლო კი კაპიტანი, რაც ასევე იშვიათი მოვლენაა ფეხბურთის ისტორიაში.
"სასიამოვნოა, როცა ნაკრებში თამაშობ, მაგრამ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაცაა - სამშობლოს წარადგენ, მის ღირსებას იცავ და მოდუნების უფლება არ გაქვს. ბევრი ასეთ ნდობას ვერ უძლებს. ნაკრებში მიწვევა ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იყო და მიხარია, რომ ხშირად მენდობოდნენ!" - ეს სიტყვები პაოლო მალდინიმ მაშინ განაცხადა, როდესაც [[იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ქვეყნის პირველ გუნდს]] საბოლოოდ გამოემშვიდობა. კაპიტანი ნაკრებიდან ისე წავიდა, მთავარი ჯილდოს მოგება ვერ შეძლო. თუმცა ოქროს მედლის გარდა ყველა სინჯის მედალი მიიღო.
 
== ტიტულები ==
=== საკლუბო ===
*[[ფაილი:Scudetto.svg|20px]] იტალიის სერია A (7): 1987/1988, 1991/1992, 1992/1993, 1993/1994, 1995/1996, 1998/1999, 2003/2004
*[[ფაილი:Coccarda Coppa Italia.svg|20px]] იტალიის თასი (1): 2002/03
* საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული (1): 2007
 
=== სანაკრებო ===
*[[ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|მსოფლიო ჩემპიონატის]] მესამე ადგილი 1990
*[[ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|მსოფლიო ჩემპიონატის]] მეორე ადგილი 1994
*[[უეფა-ს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი|ევროპის ჩემპიონატის]] მეორე ადგილი 2000
 
=== ინდივიდუალური პრიზები ===
*21 წლამდელთა ევროპის წლის ფეხბურთელი: 1989
*მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი: 1994 “უორლდ სოკერი”
*[[ჩემპიონთა ლიგა|ჩემპიონთა ლიგის]] საუკეთესო მცველი: 2007
 
== სტატისტიკა ==
{| class="wikitable" style=font-size:90% text-align: center width=70%
|-
!colspan=2 width=10%| სერია ა
!colspan=2 width=10%| იტალიის თასი
!colspan=2 width=10%| ევროპული <br />ტურნირები<sup>1</sup>
!colspan=2 width=10%| სხვა<br />ტურნირები<sup>2</sup>
!colspan=2 width=10%| სულ
|-
|style="background: #DCDCDC" align=center|'''33'''
|}
<sup>1</sup><small> ევროპული ტურნირები მოიცავს [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა|უეფა-ს ჩემპიონთა ლიგას]], [[უეფა-ს თასი|უეფა-ს თასს]] და [[უეფა-ს სუპერ თასი|უეფა-ს სუპერ თასს]]</small><br />
<sup>2</sup><small> სხვა ტურნირები მოიცავს [[იტალიის სუპერთასი|იტალიის სუპერთასს]], [[საერთაშორისო თასი|საერთაშორისო თასს]] და [[ფიფა-ს მოსფლიო საკლუბო ჩემპიონატი|ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს]]</small><br />
<sup>3</sup><small> [[პლეიოფი]] [[უეფა-ს თასი]]ს მიღებისთვის</small>
 
== რეკორდები ==
*იტალიის ნაკრებში ყველაზე მეტი 126 თამაში ჩაატარა (შემდეგ ფაბიო კანავარომ გადაასწრო)
*1994-2002 წლებში იტალიის ნაკრების კაპიტანი იყო და გუნდი ყველაზე მეტჯერ 74 ჯერ გაიყვანა
*2008 წლის თებერვალში იტალიის ჩემპიონატში მე-1000 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა
 
== პირადი ცხოვრება ==
პაოლო მალდინი ძალიან პოპულარული ფეხბურთელია, მაგრამ ის იმიტომ დგას სხვა არანაკლებ სახელოვან ფეხბურთელებზე მაღლა, რომ მათგან განსხვავებით, გულშემატკივართა გული ბრწყინვალე თამაშით მოიგო და არა ელიტარულ ჟურნალ-გაზეთებისა თუ პოპულარული გადაცემებიში მონაწილეობით. კარიერის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაიმე სკანდალში გახვეულიყოს და თავისი საქციელით კლუბი, გნებავთ ნაკრები შეერცხვინოს. მსგავსი რამ ბევრ პოპულარულ ფეხბურთელზე არ ითქმის.
 
გარდა ამისა პაოლო მალდინი წარმატებული ბიზნესმენიცაა. კრისტიან ვიერისთან ერთად ახალგაზრდული სპორტული სამოსის მაღაზიათა ქსელს ფლობს. გარდა ამისა, მილანსა და კიდევ რამდენიმე იტალიურ ქალაქში რესტორნები აქვს
 
=== კრისტიანი ===
 
პაოლო მალდინის უფროსი ვაჟი კრისტიანი უკვე 15 წლისაა და მილანის ბავშვთა გუნდში თამაშობს. როგორც მწვრთნელები აღნიშნავენ საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია. მისმა ნათლიამ, ასევე მილანის მცველმა, კოსტაკურტამ კი ნიძლავი დადო რომ კრისტიანი 2020 წელს [[იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|იტალიის ნაკრებში]] ითამაშებს.
"როდესაც ვარჯიშზე მიმყავდა, ავუხსენი, რომ პირველ რიგში ფეხბურთი თამაშია და მისგან სიამოვნება უნდა მიიღოს, ანუ აკეთოს ის, რასაც მამამისი ამდენი წლის განმავლობაში აკეთებს. კრისტიანის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა და მინდა, მას ვუსურვო რომ ვაჟკაცურად გაუძლოს ამ ზეწოლას", - ამბობს პაოლო.
 
== მალდინიზე ამბობენ ==
კარიერის განმავლობაში პაოლო მალდინი თანაბრად აღაფრთოვანებდა როგორც თანაგუნდელებს, ისე მილანის კონკურენტებს.
 
[[დინო ძოფი]]: „მე არც გაოცებული ვარ და არც განაწყენებული, რომ პაოლო მალდინიმ ჩემი რეკორდი დაამხო. ჩემთვის დიდი პატივია ნამდვილი ჩემპიონის გვერდით ერთ საფეხურზე დოგმა. დღეისათვის, პაოლო იტალიური ფეხბურთის სიმბოლოა. ბევრი რამ აღმაფრთოვანებს მასში. ავიღოთ თუნდაც მისი მაღალი კლასი, რისი წყალობითაც იგი გახდა ერთერთი ყველაზე საუკეთესო და ყველაზე სრულყოფილი მცველი ფეხბურთის ისტორიაში. არ შეიძლება არ აღინიშნოს მისი დიდი ცოდნა და თაცდადება როგორც კლუბში, ისე ნაკრებში თამაშის დროს. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი მთელი ცხოვრება მემახსოვრება, დარწმუნებული ვარ, პაოლოსაც“
 
== სქოლიო ==
{{reflist}}
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
* [http://www.paolomaldini.org/ პაოლო მალდინის ოფიციალური საიტი]
[[bs:Paolo Maldini]]
[[ca:Paolo Maldini]]
[[ckb:پاولۆ ماڵدینی]]
[[cs:Paolo Maldini]]
[[da:Paolo Maldini]]
77,408

რედაქტირება