ერისთავთ-ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ერისთავთ-ერისთავი''' — დიდ ფეოდალ მფლობელ-მოხელეთა ტიტული, [[ერისთავი|ერისთავების]] უფროსი, დიდი ერისთავი. ქართულ წყაროებში ხშირად მკვეთრად არ არის გამიჯნული „ერისთავისაგან“ ნაწარმოებ სხვა ტერმინთაგან ([[ერისმთავარი]], ერისთავთერისთავთა უფალი და სხვა); ზოგჯერ ერისთავთერისთავის მნიშვნელობით გვხვდება „ერისთავი“, ზოგჯერ ერისთავთერისთავს „მეფე“, „ხელმწიფე“, „მთავარი“ ეწოდება. განსაკუთრებით ფართოდ დამკვიდრდა ერისთავთერისთავის ტიტული [[ტაო-კლარჯეთი]]ს [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] საგვარეულოში. XI-XV საუკუნეებში საქართველოს ფეოდალურ მონარქიაში ერისთავთერისთავები (ქართლის (ერისთავთ-ერისთავი [[სურამელები|სურამელთა გვარი]]), კახეთის ([[ძაგანისძენი|ძაგანისძე]]), სამცხის (სპასალარი [[ჯაყელი]]), ოდიშის ([[დადიანები|ბედიანი]]), სვანეთის ([[ვარდანისძენი|ვარდანისძე]]), ცხუმის ([[შერვაშიძენი|შარვაშიძე]]), რაჭის და სხვათაკვერის ([[კახაბერისძენი|კახაბერისძე]]), ჰერეთის ([[გრიგოლისძენი|გრიგოლის ძე]]) მეფის მოხელეები იყვნენ, მათ ხელქვეითი ერისთავები არ ჰყავდათ და ამდენად ერისთავთერისთავების პირდაპირი მნიშვნელობა რეალურ ვითარებას არ ასახავდა. XV-XVI საუკუნეებში ზოგიერთი ერისთავთერისთავი დამოუკიდებელი თუ ნახევრად დამოუკიდებელი სამთავროს მთავარი გახდა.
 
==ლიტერატურა==
* ქსე, ტ. 4, გვ. 191, თბ., 1979
* ''ბონდო კუპატაძე'', „საქართველოს ხელისუფლების ისტორია“, უნივერსალი, თბ., 2009, გვ. 39
 
[[კატეგორია:წოდებები]]