პრიპიატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
დაემატა ახალი ცნობები
ხაზი 57:
 
ავარიის შემდეგ, მიმდინარეობდა [[დეზაქტივაცია|დეზაქტივაციური]] სამუშაოები, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული რადიაციული ფონი.
 
აქვს მკვეთრად გამოყოფილი ცენტრი, სადაც განლაგებული იყო ადმინისტრაციული შენობები, კულტურისა და დასვენების ობიექტები, საკვები პროდუქტებისა და სამრეწველო-სავაჭრო მაღაზიები, სასტუმროთა კომპლექსი. მშენებლების პროსპექტსა და ლესია უკრაინკას ქუჩის გადაკვეთის ადგილზე უნდა აშენებულიყო სატელევიზიო სიგნალების რეტრანსლატორი. ამჟამად ქალაქში ბევრია რადიაციული მტვერი, რომელიც გროვდება თხრილებში, ჩაღრმავებულ ადგილებში. ამასთანავე მტვერი გრუნტში, ხეებსა და სახლებშია გამჩდარი. ქალაქიდან სამხრეთით განლაგებულია ეგრეთ წოდებული „წითელი ტყე“, რომელიც განადგურდა დეზაქტივაციის დროს. თუმცა, დღეისათვის მიმდინარეობს ტყის აღდგენა, რომელიც შთანთქავს გრუნტში არსებულ რადიაციულ მტვერს.
 
ქალაქის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით იზრდება [[მამულა (მცენარე)|მამულა]]. შენობების გარკვეული ნაწილი საავარიო მდგომარეობაშია. [[2005|2005 წელს]] ჩამოინგრა ყოფილი № 1-ის სკოლის შენობა. შენობების უდიდესი ნაწილი მიტოვებულია, 2012 წლისათვის მოქმედებს მხოლოდ რამდენიმე ობიექტი - სპეცსამრეცხაო, რკინის გადასამუშავებელი სადგური და წყლის ფთორირება, სპეცტექნიკის გარაჟი, აგრეთვე ქალაქში შესასვლელად განკუთვნილი საკონტროლო-გამშვები პუნქტი.
ჩერნობილის განკერძოებულ ზონაში მოქცეულ ქალაქებისგან განსხვავებით პრიპიატსა და ჩერნობილს არ ჩამოერთვათ დასახლებული პუნქტის სტატუსი. პრიპიატი საოლქო მნიშვნელობის ფორმალური ქალაქია, რომელიც ექვემდებარება კიევის საოლქო საბჭოს.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პრიპიატი“-დან