ბუდაპეშტი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ r2.7.1) (ბოტის დამატება: bat-smg:Budapešts |
No edit summary |

ხაზი 47:
'''ბუდაპეშტი''' ([[უნგრული ენა|უნგრ]]. Budapest) — [[უნგრეთი|უნგრეთის]] [[დედაქალაქი]] და ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ინდუსტრიული, კომერციული და სატრანსპორტო ცენტრი. ამჟამად 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი სახლობს, რაც 80-იანი წლების პიკის შემდგომი (2.07 მლნ.) ვარდნის შედეგია. [[1873]] წელს მარჯვენა სანაპიროს ''ბუდასა'' (გერმ. ოფენი) და ''ობუდას'' (ძველი ბუდა ან ალტ-ოფენი) შერწყმით ''პეშტთან'' მარცხენა (აღმ.) სანაპიროზე ''ბუდაპეშტი'' ერთდადერთი ქალაქი გახდა, რომელიც [[დუნაი (მდინარე)|მდ. დუნაის]] ორივე სანაპიროზე მდებარეობს. ის [[ევროკავშირი|ევროკავშირის]] სიდიდით მეექვსე ქალაქია.
== ისტორია ==
ძვ. წ. I საუკუნეში ბუდაპეშტის ადგილას კელტური დასახლება არსებობდა, რომელიც ვაჭრობისა და ხელოსნობის ცენტრი იყო. ახ. წ. I საუკუნეში დასახლება რომის იმპერიის პროვინცია პანონიის შემადგენლობაში შევიდა და აკვინკუმი დაერქვა. ქალაქში რომაული გარნიზონი იდგა და მისი მოსახლეობა 20 000 მახცოვრებელს შეადგენდა. 450 წლისთვის ოსტგოთებმა და [[ჰუნები|ჰუნებმა]] ქალაქიდან რომაელები განდევნეს. ჰუნების შემდეგ, ქალაქს ჯერ ავარები დაეპატრონნენ, ხოლო შემდეგ - მორავიელები.
დაახლოებით 850 წლისთვის ქალაქი უნგრულმა ტომებმა დაიკავეს, მას ბუდა უწოდეს და უნგრეთის პირველ პოლიტიკურ ცენტრად აქციეს. 1241 წელს ბუდა და მდინარე დუნაის მეორე ნაპირზე შედარებით მცირე ზომის დასახლება პეშტი [[მონღოლები|მონღოლებმა]] ააოხრეს. 1247 წელს უნგრელთა მეფე ბელა IV-მ ბუდაში სამეფო ციხე-ქალაქი ააშენა.
1541 წელს ბუდა და პეშტი [[ოსმალეთის იმპერია|თურქებმა]] დაიპყრეს. შედეგად ქალაქის მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მხოლოდ 1686 წელს, ორმოცდღიანი ალყის შემდეგ ბუდის ციხესიმაგრე ავსტრიელებმა გაათავისუფლეს ოსმალთა იმპერიისგან და [[ჰაბსბურგები|ჰაბსბურგთა სამეფოს]] შეუერთეს. XVIII საუკუნიდან პეშტი მკვეთრად განვითარდა და 1800 წლისთვის მან მოსახლეთა რაოდენობით ბუდას გადააჭარბა. დუნაის სხვადასხვა ნაპირას მდებარე ქალაქების გაერთიანება 1873 წელს დასრულდა და ახალ ქალაქს ბუდაპეშტი ეწოდა. 1900 წლისთვის ბუდაპეშტის მოსახლეობა 730 000 ადამიანს შეადგენდა.
ამ პერიოდში ბუდაპეშტმა განსაკუთრებული პროგრესი განიცადა. XIX საუკუნის შუა პერიოდში ბუდაპეშტი რკინგზის მეშვეობით [[ვენა|ვენას]], კარპატებსა და ბალკანეთს დაუკავშირდა. 1873 წლიდან ქალაქის ქუჩები ელექტრონის ნათურებმა გაანათეს, 1885 წელს ქალაქში გამოჩნდა ტელეფონი, 1887 წელს - ტრამვაი, ხოლო 1896 წელს - პირველი მეტრო ევროპის კონტინენტზე. ამავე წელს ქალაქმა უნგრეთის ათასწლოვანი იუბილე ფართომასშტაბიანი ზეიმით აღნიშნა.
[[მიკლოშ ჰორტი|მიკლოშ ჰორტის]] რეჟიმის პერიოდში, 1930 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა უკვე 1 მილიონს შეადგენდა, რაც ახალი უბნების - უიპეშტი და კიშპეშტი - ხარჯზე მოხდა. 1944 წელს, ჯერ კიდევ [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის დროს]], ბუდაპეშტი გერმანულმა ჯარმა დაიკავა. ომის ბოლოს, ასორდღიანი ალყის შემდეგ ქალაქი საბჭოთა კავშირის წითელმა არმიამ შტურმით აიღო. შტურმის დროს გერმანელებმა დუნაიზე არსებული ყველა ხიდი ააფეთქეს. ომის შედეგად ბუდაპეშტში არსებული შენობების მეოთხედი დაინგრა. [[ნაცისტური გერმანია|ნაცისტურმა გერმანიამ]] ბუდაპეშტში მცხოვრები [[ჰოლოკოსტი|250 000-მდე ებრაელიც იმსხვერპლა]]. ამავე მოვლენას უკავშირდება შვედი დიპლომატის [[რაულ ვალენბერგი|რაულ ვალენბერგის]] სახელი, რომელმაც ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში ქალაქის ებრაული მოსახლეობის ნაწილის გადარჩენა შეძლო.
ბუდაპეშტის 1956 წლის რევოლუცია, რომელიც არსებული კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ იყო მიმართული, საბჭოთა არმიამ ჩაახშო.
== ტრანსპორტი ==
===== საჰაერო ტრანსპორტი =====
ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტ
== ღირსშესანიშნაობები ==
'''ანდრაშის პროსპექტი''' - ანდრაშის პროსპექტი ბუდაპეშტის ყველაზე მეტად განთქმული ქუჩაა. ის ერთმანეთთან აერთებს გმირთა მოედანსა (Hősök tere) და ერჟებეტის მოედანს. პროსპექტზე [[ნეორენესანსი|ნეორენესანსის]] სტილის მრავალი შენობაა, რომელთა ნათელი მაგალითი 1884 წელს აშენებული ოპერის თეატრია. თავად ამ ქუჩის მშენებლობაც ამავე წელს დასრულდა და სახელი [[ავსტრო-უნგრეთის იმპერია|ავსტრო-უნგრეთის იმპერიის]] პრემიერ-მინისტრის [[დიულა ანდრაში|დიულა ანდრაშის]] საპატივცემულოდ ეწოდა. პროსპექტი [[იუნესკო|იუნესკოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია]] შეტანილი. ოპერის გარდა, ანდრაშის პროსპექტზე სხვა ღირსშესანიშნაობებია: ოქტოგონის მოედანი, ტერორის მუზეუმი, [[ფერენც ლისტი|ფერენც ლისტის]] სახლ-მუზეუმი და მისი სახელობის მუსიკალური აკადემია.
'''ბუდას ციხე-ქალაქი''' - ამ უბანში მდებარეობს სამეფო სასახლე, ეროვნული გალერეა, ეროვნული ბიბლიოთეკა, წმ. მატიაშის ტაძარი, მეთევზეთა ბასტიონი და ფუნიკულიორი. სამეფო სასახლის ფასადი მდინარის ნაპირის პარალელურია და სიგრძეში 300 მეტრს აღწევს. სასახლე [[ბაროკო|ბაროკოს]] სტილშია აგებული. სასახლე მეორე მსოფლიო ომის დროს დაზიანდა და აღდგენის შემდეგ მასში ეროვნული გალერეა განთავსდა. [[გოთიკა|გოთიკურ]] სტილში ნაგები მატიაშის ეკლესია და მასთან მდებარე მეთევზეთა ბასტიონი ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენს ტურისტთა ფოტოკამერებისთვის. ბასტიონს სახელი ამ ადგილას მცხოვრებ მეთევზეთა მიხედვით ეწოდა, რომლებიც თევზს მატიაშის ეკლესიის წინ არსებულ ბაზარში ყიდდნენ.
'''ვაროშლიგეტი''' - ეს ქალაქის მთავარი პარკია, სადაც განლაგებულია სეჩენის აბანო, ვაიდაჰუნიადის სასახლე, ზოოპარკი, ცირკი, გასართობი პარკი და განთქმული რესტორანი „გუნდელი“. სეჩენის აბანო ევროპაში ყველაზე დიდია, აგებულია [[ნეობაროკო|ნეობაროკოს]] სტილში და წყალს ორი განსხვავებული თბილი მინერალური წყაროსგან იღებს.
'''ლანცჰიდი''' - ლანცჰიდი (ქართულად: ჯაჭვის ხიდი) 1849 წელს აშენდა და პირველი მუდმივი ხიდი გახდა მდინარე დუნაიზე, რითიც დაიწყო მდინარის სხვადასხვა მხარეს მდებარე ორი ქალაქის გაერთიანება. ხიდის მშენებლობის მთავარი ინიციატორი და სპონსორი [[იშტვან სეჩენი]] იყო (რომლის სახელსაც ხიდი ოფიციალურად ატარებს, თუმცა ადგილობრივები ხიდს ლანცჰიდს ეძახიან), ხოლო არქიტექტორი - შოტლანდიელი ადამ კლარკი.
'''ბუდაპეშტის დიდი სინაგოგა''' - დოჰანის ქუჩაზე მდებარე დიდი სინაგოგა სიდიდით ევროპაში პირველია, მსოფლიოში - მეორე. ის 3000 ადამიანს იტევს. სინაგოგა XIX საუკუნის შუა პერიოდშია აშენებული იმ სახლის ადგილას, სადაც [[თეოდორ ჰერცლი]] დაიბადა.
'''პარლამენტი''' - ბუდაპეშტის გაერთიანების შემდეგ, 1880 წელს სახელმწიფო ყრილობამ გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტის უფლების ხაზგასასმელად აეშენებინათ პარლამენტის შენობა. მშენებლობა არქიტექტორ იმრე შტეინდლის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა და 1903 წელს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ დასრულების მომენტისთვის, არქიტექტორი დაბრმავდა. შენობა დუნაის ნაპირზე დგას. პარლამენტი ნეოგოთიკურ სტილშია აშენებული და მის ფასადზე 88 ქანდაკებაა, უმეტესად უნგრელი მეფეებისა და მმართველების.
'''მარგიტის კუნძული''' - XIII საუკუნეში კუნძულზე [[დომინიკელთა ორდენი|დომინიკური მონასტერი]] არსებობდა, სადაც უნგრეთის მეფის ბელა IV-ის ქალიშვილი მარგარიტა (უნგრულად: მარგიტი) მოღვაწეობდა. სწორედ მის სახელს ატარებს კუნძული დღესდღეობით. კუნძულის სიგრძე 2.5 კმ-ია. ამჟამად კუნძულზე განლაგებულია პარკი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები.
== ბუდაპეშტის ცნობილი მაცხოვრებლები ==
'''[[თეოდორ ჰერცლი]]''' - ებრაელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პოლიტიკური სიონიზმის დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მწერალი.

'''[[დიორდ ლუკაჩი]]''' - უნგრელი ფილოსოფოსი და ლიტერატურის კრიტიკოსი.

'''[[ბელა ბარტოკი]]''' - უნგრელი კომპოზიტორი, პიანისტი და ფოლკლორისტი.

'''[[ფერენც პუშკაში]]''' - უნგრელი ფეხბურთელი, უნგრეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული მოთამაშე.

'''[[ჯორჯ სოროსი]] (უნგრულად: დიორდ შოროში)''' - უნგრელ-ამერიკელი ფინანსისტი და ფილანტროპი.

'''[[ერნო რუბიკი]]''' - უნგრელი გამომგონებელი, რომელმაც გამოიგონა რუბიკის კუბიკი.

'''[[იუჯინ ვიგნერი]]''' - 1963 წლის ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი.

'''[[ჯონ ფონ ნოიმანი|ჯონ ფონ ნოიმანი]] (უნგრულად: იანოშ ნოიმანი)''' - უნგრელ-ამერიკელი მათემატიკოსი, თამაშთა თეორიისა და კომპიუტერის შემქმნელი.