მიხეილ ვორონცოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის შეცვლა: it:Michail Semënovič Voroncov
No edit summary
ხაზი 3:
'''მიხეილ ვორონცოვი''' (''[[რუსული ენა|რუს.]]'' Михаи́л Семёнович Воронцо́в) (დ. [[19 მაისი]]/[[30 მაისი]], [[1782]] — გ. [[6 ნოემბერი]]/[[18 ნოემბერი]], [[1856]], [[ოდესა]]) — [[რუსები|რუსი]] თავადი და გენერალ-ფელდმარშალი, ცნობილი მისი წარმატებებით [[ნაპოლეონის ომები|ნაპოლეონის ომებში]], სახელი გაითქვა რუსეთის [[კავკასია|კავკასიის]] დაპყრობის ომების წინამძღოლობით (1844-1853).
 
გრაფი სემიონ ვორონცოვის ვაჟმა და იმპერიის კანცლერის ალექსანდრე ვორონცოვის ძმის შვილმა, ბავშვობა და სიყმაწვილე მამასთან [[ლონდონი|ლონდონში]] გაატარა, სადაც ბრწყინვალე განათლება მიიღო. [[1803]]-[[1804]] წლებში კავკასიაში მსახურობდა პავლე ციციანოვისა და გულიაკოვის ქვეშევრდომად, და ბედზე გადაურჩა ზაქათალაში მომხდარ უბედურ შემთხვევას (15 იანვარი, 1804). [[1805]]-[[1807]] წლებში ნაპოლეონის წინააღმდეგ ომებში მსახურობს; მონაწილეობს პუტლუსკისა და ფრიდლანდის ბრძოლებში. [[1809]]-[[1811]] წლებში მონაწილეობს რუსეთ-თურქეთის ომში და თავს იჩენს თითქმის ყველა მნიშვნელოვან ოპერაციაში.
 
[[1812]] წელს ნაპოლეონის რუსეთზე თავდასხმისას ვორონცოვი მეთაურობდა პრინცი [[ბაგრატიონი, პეტრე|პეტრე ბაგრატიონის]] გრენადირთა შენაერთს. [[ბოროდინოს ბრძოლა|ბოროდინოს ბრძოლაში]] მისი დივიზია წინა ხაზზე იმყოფებოდა და მასზე იერიში მარშალი დავუს სამ დივიზიონს მიჰქონდა. ვორონცოვმა მტერზე რამდენიმე კონტრ-იერიში მიიტანა, თუმცა საბოლოოდ ამის გამო მის დივიზიაში 4000 ჯარისკაციდან მხოლოდ 300-ღა გადარჩა. თავად ვორონცოვი დაიჭრა, თუმცა ძალ-ღონე მალევე აღიდგინა და არმიაში [[1813]] წელს დაბრუნდა. ამჯერად ახალი დივიზიის მეთაური დენევიცისა და ლაიპციგის ბრძოლებში იბრძოდა. [[1814]] წელს, კრაონთან, ის ნაპოლეონთან პირისპირ იბრძვის ერთი დღის განმავლობაში. [[1815]]-[[1818]] წლებში ვორონცოვი საფრანგეთის ოკუპაციის ძალთა მეთაური იყო.
 
[[1823]] წლის 7 მაისს ვორონცოვი ახალი რუსეთის გენერალ-გუბერნატორად დანიშნეს, [[ბესარაბია|ბესარაბიის]] ნამესნიკად, იმპერიის სამხრეთ პროვინციების გამგებლად. მას შეიძლება დაერქვას [[ოდესა|ოდესის]] შემქმნელი და [[ყირიმი]]ს ბენეფაქტორი — ორივე ადგილას მისი პრიწყინვალე რეზიდენცია არსებობს. მან პირველმა შემოიტანა [[შავი ზღვა|შავ ზღვაზე]] [[თბომავალი]] [[1828]] წელს. იმავე წელს დაიწყო [[რუსეთ-თურქეთის ომი (1828-1829)]], სადაც მან დაჭრილი მენშიკოვი შეცვალა [[ვარნა|ვარნის]] ალყის ძალების მეთაურად, რომელიც 28 სექტემბერს აღებულ იქნა კიდეც. მისი უდიდესი მონდომებითა და მცდელობით მოხერხდა თურქეთში გავრცელებული [[შავი ჭირი]]ს ეპიდემიის კავკასიაში და რუსეთში გავრცელებისგან თავის არიდება.
 
შესაძლოა ყველაზე გახმაურებული ისტორია მის შესახებ იყოს მისი მეუღლის (გრაფინია ბრანიცკა) ურთიერთობა [[ალექსანდრე პუშკინი|ალექსანდრე პუშკინთან]] ვორონცოვის ოდესაში ყოფნის პერიოდში, რამაც რუსულ ლიტერატურას ყველა დროის საუკეთესო პოემები შესძინა.
 
[[1844]]-[[1854]] წლებში კავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის განსაკუთრებული კორპუსის მთავარსარდალი იყო. მისი დამსახურებისთვის [[შამილი]]ს წინააღმდეგ ბრძოლასა და [[ჩეჩნეთი]]ს გაუვალ ტყეებში გადახდენილ სიძნელეებში თავდადებისთვის მას [[პრინცი]]ს წოდება მიენიჭა. [[1848]] წელს მას უკვე [[დაღესტანი|დაღესტნის]] ორი-მესამედი ჰქონდა დაპრყობილი, ხოლო რუსების პოზიციები კავკასიაში კი საგრძნობლად გაუმჯობესდა. [[1853]] წლის დასაწყისში ვორონცოვს გადადგომის უფლება მიეცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. [[1856]] წელს ის ფელდმარშალი გახდა, და იმავე წელს გარდაიცვალა ოდესაში.
[[ფაილი:Monument to Count M. Vorontsov. 1880.jpg|მინი|250პქ|left|მიხეილ ვორონცოვის ძეგლი თბილისში]]
კავკასიაში მთავარმართებლობის დროს ვორონცოვი ემსახურებოდა მისი კოლონიზაციისა და იმპერიასთან სრული შერწყმის საქმეს, მაგრამ ამას აკეთებდა მოქნილად. მეთოდურად, უპირატესად კულტურული ღონისძიებებით: მის დროს აღდგა ქართული თეატრი, გაიხსნა საჯარო ბიბლიოთეკა, ადგილობრივი თავად-აზნაურთა შვილებს გზავნიდა რუსეთის სასწავლებლებში და სხვა. ვორონცოვი მეფის უერთგულესი მსახური იყო, სხვა მოხელთაგან გამოირჩეოდა გამჭრიახი გონებით, განათლებითა და გარკვეული ლიბერალიზმით. არსებობს ე. წ. „თავად ვორონცოვის არქივი“, რომელიც შეიცავს XVIII-XIX საუკუნეების რუსეთის თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწეების საგვარეულო საბუთებს. არქივში შემონახულია XIX საუკუნის საქართველოს მდგომარეობის ამსახველი ცნობები. მასალა დაცულია მოსკოვის, [[სანქტ-პეტერბურგი]]ს, ვლადიმირის, ყირიმის, ოდესის არქივებსა და ბიბლიოთეკებში.