განდეგილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება|განდეგილი |განდეგილი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
'''განდეგილი''' (ნამდვილი გვარი და სახელი ''დომინიკა ზურაბის ასული ერისთავი'', ''დომინიკა ერისთავი-მდივნისა'') (დ. 28 ოქტომბერი/ [[9 ნოემბერი]], [[1864]], [[სალომინაო (ვანის მუნიციპალიტეტი)|სალომინაო]], ახლანდელი [[ვანის მუნიციპალიტეტი]] ― გ. [[29 იანვარი]], [[1929]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] პოეტი და პროზაიკოსი.
 
XIX საუკუნის 90-იანი წლების ჟურნალ-გაზეთებში იგი წარმოდგა როგორც ნიჭიერი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, ბელეტრისტი, მთარგმნელი და ჟურნალისტი; სტატიებით, საპოლემიკო წერილებით, ფელეტონებით ეხმაურებოდა იმ დროის მოწინავე ქართველ მოაზროვნეთა კონცეფციებს. პირველი ლექსი "ბარათაშვილის ნეშთის გადმოსვენების გამო" [[ჭავჭავაძე, ილია|ი. ჭავჭავაძემ]] გაზეთ "ივერიაში" დაუბეჭდა [[1893]] და მაშინვე მიიწვია მუდმივ თანამშრომლად როგორც [[ქართული ენა|ქართული ენის]] კარგი მცოდნე (იგი პირველი კორექტორი ქალი იყო); ამავე გაზეთში [[1894]] წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობა "მუნჯი", რომელსაც მოჰყვა სხვა მოთხრობები ("გოგია", "იის კონა", "გვირგვინი", "საშინელი ღიმილი", "ურწმუნო ბოშა" და სხვა). პატრიოტული მოთხრობის "მარინეს" გამოქვეყნებისთანავე ([[1897]]) აღიარეს, რომ ქართულ მწერლობაში ნიჭიერი ბელეტრისტი ქალი მოვიდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/განდეგილი“-დან