ენგური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 13:
}}
 
[[File:Enguri.jpg|მინი|მარცხნივ|300პქ|მდინარე ენგურის ხეობა. ხედი სოფელ წვირმიდან]]
'''ენგური''' — [[მდინარე]] დასავლეთ [[საქართველო]]ში, [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი]]ს სამხრეთ კალთაზე და კოლხეთის ბარში. სათავე აქვს მყინვარ [[ენგური (მყინვარი)|ენგურზე]], ზღვის დონიდან 2614 მ-ზე. სოფ. [[ანაკლია]]სთან ერთვის [[შავი ზღვა|შავ ზღვას]]. სიგრძე 213 კმ, აუზის ფართობი 4060 კმ<sup>2</sup>. მთავარი შენაკადებია - მარჯვენა: [[ადიშისჭალა]], [[ხალდეჭალა]], [[მულხრა]], [[დოლრაჭალა]], [[ნაკრა (მდინარე)|ნაკრა]], [[ნენსკრა]]; მარცხენა: [[თხეიში]], [[ხუმფრერი]], [[ლასილი (მდინარე)|ლასილი]], [[მაგანა (მდინარე)|მაგანა]], [[ჯუმი (მდინარე)|ჯუმი]] და სხვა. ენგური ზემოთში კვეთს [[სვანეთი]]ს ქვაბულს, შემდეგ კი ღრმა და ვიწრო ხეობაში მიედინება. ზემოთსა და შუა დინებაში მდინარის [[კალაპოტი]] ზოგან ჭორომიანია. ქალაქ [[ჯვარი (ქალაქი)|ჯვართან]] მდინარე გამოდის [[კოლხეთის დაბლობი|კოლხეთის დაბლობზე]], ქმნის ფართო ხეობას და იტოტება. სოფ. რუხთან იყოფა ორ ტოტად, რომელთა შორის მოთავსებულია 12 კმ სიგრძისა და 0,5-2,0 კმ სიგანის კუნძული. მასზე გაშენებულია სოფ. [[შამგონა]].
 
ენგური შერეული საზრდოობის მდინარეა; ზემოთში წლიური ჩამონადენის 66%-ს შეადგენს თოვლისა და მყინვარის წყალი, 22%-ს გრუნტის წყალი, 12%-ს წვიმის წყალი, ქემოთში შესაბამისად - 18%, 26% და 56%-ს. საშუალო წლიური ხარჯი სოფ. ხაიშთან 109 მ<sup>3</sup>/წმ უდრის შესართავთან 170 მ<sup>3</sup>/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირეა ზამთარში. სოფ. ლახამულიდან სოფ. შამგონამდე ენგურს იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, ქვემოთში - სარწყავად, ენგურ-გალის სარწყავი არხის საშუალებით. ქალაქ ჯვართან აშენდა [[ენგურის ჰიდროელექტროსადგური]]. სოფ. ტობართან დაპროექტებულია 750 ათ. კვტ სიმძლავრის ტობარჰესის მშენებლობა. ენგურის გასწვრივ გადის [[სამეგრელო|სამეგრელოსა]] და [[აფხაზეთი|აფხაზეთის]] რეგიონების ადმინისტრაციული საზღვარი.
 
[[File:Inguri.jpg|მინი|250პქ|მდინარე ენგური სათავესთან. უკანა ფონზე [[უშგულის ლამარია]]]]
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ენგური“-დან