ასურული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის შეცვლა: it:Lingua neo-aramaica assira
ხაზი 1:
'''ასურული ენა''' ('''ܐܬܘܪܝܐ ;ܣܘܪܝܬ''') — ახალსირიული ენა, საერთო სახელწოდება თანამედროვე აღმოსავლეთ არამეული დიალექტებისა, რომლებზედაც ლაპარაკობენ [[ასურელები]] ([[აისორები|სირიელები]]). ასურულ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი 3 მილიონამდე აღწევს, აქედან 8 ათასამდე ცხოვრობს [[საქართველო]]ში, სადაც მათი უმრავლესობა [[პირველი მსოფლიო ომი]]ს შემდეგ ჩამოვიდა. მაგრამ ასურელები აქ გაცილებით ადრე, VI საუკუნიდან, ჩანან, როდესაც ასურელი საეკლესიო მოღვაწენი ([[ასურელი მამები]]) [[სირია| სირიიდან]] ჩამოვიდნენ. გარდა საქართველოსი ასურულ ენაზე ლაპარაკობენ [[ირანი|ირანში]], [[ერაყი|ერაყსა]] და [[თურქეთი|თურქეთში]], ასევე მცირე დიასპორების სახით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.
 
== დასახიათება ==
ასურული ენა თავისი სტრუქტურით საკმაოდ დაშორდა სემიტურ ტიპს, რომელსაც წარმოშობით განეკუთვნება: დაიკარგა ზოგიერთი [[ფონემა]], გაჩნდა ახალი; ასპექტის მიხედვით ზმნის უღვლილება შეიცვალა უღვლილებით დრო-კილოთა მიხედვით. ზმნაში პირიანი ფორმის გადმოსაცემად გამოყენებულია ნაზმნარი სახელი. დიდი გავრცელება ჰპოვა ანალიზურმა წარმოებამ. ლექსიკაში ფართოდ შეიჭრა თურქული, ირანული და არაბული წარმოშობის სიტყვები. ასურული ენა მდიდარია დიალექტებით, რომელთაგან საქართველოში გვხვდება სალამასის, ვანის, ჯილუს, ტიარისა და ურმიის დიალექტები. ურმიული დიალექტი საფუძვლად დაედო სალიტერატურო ენას, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში ჩამოყალიბდა. მასზე შექმნილია მხატვრული, საეკლესიო და სასწავლო ლიტერატურა, გამოდიოდა ჟურნალ-გაზეთები.
 
=== ასურული ენა საქართველოში ===
1989 წელს [[თბილისი|თბილისში]] ჩამოყალიბდა ასურელთა კულტურის ცენტრი, რომლის ბაზაზე 1992 წელს შეიქმნა საქართველოში მცხოვრებ ასურელთა საერთაშორისო ეროვნული კონგრესი. 1997 წლიდან გამოდის (არაპერიოდულად) ამ კონგრესის გაზეთი "ავიუთა" ("თანხმობა").
 
==== ლიტერატურა ====
* "ენციკლოპედია ქართული ენა". გვ.58
 
[[კატეგორია:არამეული ენები]]
ხაზი 30:
[[it:Lingua neo-aramaica assira]]
[[ja:アッシリア現代アラム語]]
[[mk:АсирискиАсирски неоарамејски јазик]]
[[pl:Język asyryjski (współczesny)]]
[[pms:Lenga Assira neuv aramàich]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ასურული_ენა“-დან