რუსუდანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
+ ბმულები
ხაზი 6:
'''რუსუდანი''' (* დაახლოებით [[1194]] ― † [[1245]]), საქართველოს დედოფალი [[1223]]-[[1245]], [[თამარი|თამარ მეფის]] ასული. [[1223]] იქორწინა სულთნის [[თოღრულ შაჰი|თოღრულ შაჰის]] ძე [[მოღის ედ-დინი|მოღის ედ-დინიზე]], რომელიც პირობის თანახმად წინასწარ გაქრისტიანდა. რუსუდანის მეფობის პირველ წლებში ([[1223]]-[[1225]]) საქართველოს ლაშქარმა რამდენჯერმე ილაშქრა არან-აზერბაიჯანში, სადაც ვასალურმა და მეზობელმა ქვეყნებმა მტრული მოქმედება დაიწყეს. [[გარნისის ბრძოლა 1225|გარნისის ბრძოლაში]] ([[1225]]) [[ჯალალედინი|ჯალალედინმა]] დაამარცხა საქართველოს ლაშქარი, რომელსაც ივანე ათაბაგ-ამირსპასალარი მეთაურობდა და ხვარაზმელები [[1226]] [[თბილისი|თბილისს]] მიადგა. რუსუდანი და სამეფო კარი [[ქუთაისი|ქუთაისში]] გადავიდა. ჯალალედინმა 9 მარტს თბილისი აიღო. ხვარაზმელებმა გაწყვიტეს ქალაქის ქრისტიანული მოსახლეობა ([[ქართველები]] და [[სომხები]]), დიდძალი ქონება იგდეს ხელთ. თბილისის აღების შემდეგ მტრის ლაშქარი საქართველოს სხვა ნაწილების ძარცვა-რბევას შეუდგა. 1225-30 განმავლობაში რომლის ლაშქარი სხვადასხვა ადგილას გამუდმებით ებრძოდა [[ბოლნისის ბრძოლა|ხვარაზმელებს]].
დაახლოებით [[1230]]/[[1231]] რუსუდანმა თავისი 5 წლის ვაჟი [[დავით VI|დავითი]] თანამოსაყდრედ აკურთხებინა [[ქუთაისი|ქუთაისში]]. დაახლოებით [[1233]] რუსუდანი და სამეფო კარი თბილისში გადავიდნენ. [[1235]] მონღოლებმა აიღეს საქართველოს ყმადნაფიცი [[განძა]] (განჯა) და თბილისისკენ წამოვიდნენ. რუსუდანმა თბილისის დაცვა ციხისთავ მუხას ძეს დაავალა, თვითონ კი ისევ ქუთაისში გაიქცა. [[1236]]/[[1237]] რუსუდანმა თავისი ასული [[თამარი, (გურჯი-ხათუნი)|თამარი]] რუმის სულთანს ყაიას ედ-დინს მიათხოვა და მასთან გაგზავნა [[გიორგი IV ლაშა|ლაშა გიორგის]] ძე [[დავით VII|დავითი]], რომ, როგორც ტახტის მოსალოდნელი მეტოქე, თავიდან მოეშორებინა.
 
რუსუდანმა და მთავარსარდლობამ ვერ გაუწიეს მონღოლებს ორგანიზებული წინააღმდეგობა. სამეფოს სანაპირო-სასაზღვრო რაიონების მმართველები ([[მხარგრძელი, ავაგ|ავაგ]] [[ამირსპასალარი]], [[გაგელი, ვარამ|ვარამ გაგელი]], [[მხარგრძელი, შანშე|შანშე]] [[მანდატურთუხუცესი]] და სხვები) ბრძოლის მაგიერ თავიანთ ციხესიმაგრეებში შეიხიზნენ დაქსაქსული ძალების დამორჩილება მონღოლებმა შედარებით ადვილად შეძლეს. [[1239]]/[[1240]] რუსუდანმა რომის პაპს სთხოვა დახმარება, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და დაიწყო საზავო მოლაპარაკება მონღოლებთან. ამავე დროს მან ბათო-ყაენთან გაგზავნა მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელი არსენი, რომლის დაბრუნების შემდეგ მონღოლებს დაუზავდა. [[1242]]/[[1243]] რუსუდანი და მისი ძე დავითი თბილისში გადავიდნენ, საიდანაც დავითი ყაენთან გაგზავნეს. დასნეულებული რუსუდანი მის მოლოდინში გარდაიცვალა.
 
{{დაიწყე ყუთი}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუსუდანი“-დან