ცაცხვი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ცაცხვი''' (Tilia caucasica) ფოთოლმცვენი 35-მდე სიმაღლის ხეა. ხის ვარჯი დია...
(განსხვავება არ არის)

19:16, 3 აპრილი 2007-ის ვერსია

ცაცხვი (Tilia caucasica) ფოთოლმცვენი 35-მდე სიმაღლის ხეა. ხის ვარჯი დიამეტრით აღწევს 2 მ-მდე, თხელი, მსკდომარე ქერქით. ფოთლები მორიგეობითია, გრძელყუნწიანი, დაკბილული, ზედა მხრიდან მწვანე, შიშველი, ქვედა მხრიდან-ნაცარა, ხშირად შებუსული, ყვავილები მოყვითალო-თეთრია, არომატული, შეკრებილია 3-15 ფარისებრ ნახევარქოლგა ყვავილედში.

გავრცელებულია ყველგან წიწვოვანი ტყეების ზონამდე.

ქიმიური შემადგენლობა

ეთერზეთები, გლიკოზიდები, მთრიმლავი ნივთიერებები და ლორწო. არომატის მატარებლად ითვლება ფარნეზოლის სპირტი. გარდა ამისა ცაცხვის შემადგენლობაში შედის კაროტინი და C-ვიტამინი.

გამოყენება

ცაცხვის ყვავილი გამოიყენება ოჯახური ოფლმდენ საშუალებად ცხელი სასმელის სახით, რომელიც მზადდება როგოშრც ჩაი, ხმარობენ აგრეთვე ნაყენს პირში და ხახაში ამოსავლებად, საფენებისათვის და სხვა მიზნით.