ფარენჰაიტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: tr:Fahrenhayt)
{{წყარო}}
[[ფაილი:Raumthermometer Fahrenheit+Celsius.jpg|მინი|სახლის თერმომეტრი, რომელზეც დატანილია როგორც ფარენჰაიტის, ასევე ცელსიუსის სკალა.]]
'''ფარენჰაიტი''' არის ტემპერატურის საზომი ერთეული, რომელიც 1724 წელს შეიქმნა [[გერმანია|გერმანელი]] [[ფიზიკა|ფიზიკოს]] [[დანიელ გაბრიელ ფარენჰაიტი]]ს (1686 - 1736) მიერ. დღეს დღეისობით იგი ბევრ ქვეყანაში ჩანაცვლებულია სხვა ტემპერატურის საზომით რომელსაც [[ცელსიუსი]] ეწოდება. იგი მაინც გამოიყენება რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად [[აშშ]]-ში და [[ბელიზი]]-ში.
 
ფარენჰაიტის შკალის მიხედვით წყალი იყინება +32 გრადუსზე და დუღს +212 გრადუსზე (სტანდარტული [[ატმოსფერული წნევა|ატმოსფერული წნევის]]) პირობებში. ნული გრადუსი განსაზღვრულია თერმომეტრის მოთავსებით ხსნარში, რომელიც შედგება ყინულის, წყლის და [[ამონიუმის ქლორიდი|ამონიუმის ქლორიდისგან]] ანუ მარილისგან. ეს ხსნარი ავტომატურად დადის თავის ბუნებრივ ტემპერატურაზე, რომელიც მიღებულია როგორც 0 გრადუსი ფარენჰაიტის შკალაზე. 96 გრადუსი ფარენჰაიტის მიერ განსაზღვრულ იქნა როგორც ადამიანის ბუნებრივი ტემპერატურა. ფარენჰაიტმა შენიშნა, რომ ამ შემთხვევაში [[ვერცხლისწყალი]] დუღს 600 გრადუსზე. თუმცა დღეისთვის ადამიანის ბუნებრივი ტემპერატურა მიღებულია რომ არის 98,6. მოგვიანებით ფარენჰაიტის ნაშრომებში მცირე ცვლილება შეიტანეს რადგან წყლის დუღილის ტემპერატურა, ყინულად ქცევის ტემპერატურაზე ზუსტად 180 გრადუსით მეტი გამოსულიყო.
 
 
==ტემპერატურების გადაყვანის ტაბულა==
{{მთავარი|ტემპერატურების გადაყვანის ტაბულა}}
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|10|227}}
 
[[კატეგორია:ტემპერატურის საზომი ერთეულები]]