იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.5) (ბოტის დამატება: fr:Jesus Christ Superstar
No edit summary
ხაზი 134:
{{main|Jesus Christ Superstar (ალბომი)}}
[[ფაილი:Jcs uk cover.png|thumb|right|120px|ალბომის ''Jesus Christ Superstar'' 1970 ბრიტანული გამოცემის ყდა]]
'''იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი''' [[ბროდვეი]]ზე და ლონდონის ვესტ ენდის თეატრში დადგმამდე გამოჩნდა მუსიკალური ალბომის სახით. ორიგინალურ ალბომზე იესოს პარტიას ასრულებს [[იანიენ გილანი]], ჯგუფ [[დიფ ფარფლი]]ს ვოკალისტი, ხოლო იუდას პარტიას - [[მიურეი ჰედი]]. [[გერი გლიტერი]] მღერის ერთ-ერთი მღვდლის პარტიას, ხოლო მაიკლ დ’აბო - მეფე ჰეროდეს როლშია. სასათაურო კომპოზიცია [[Superstar (იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი)|Superstar]], რომელსაც ასრულებს იუდა და I Don't Know How to Love Him (მარია მაგდალინელი ივონ ელიმენის შესრულებით) დიდ ჰიტებად იქცა. უკანასკნელის ქავერ-ვერსი, ჰელენ რედის შესრულებით, 1971 წელს მოხვდა აშშ პოპ-სინგლების სიის #15 ადგილზე. 1992 წელს ჯგუფმა [[Afghan Whigs]] შეიტანა The Temple საკუთარ ალბომში [[Congregation (ალბომი)|Congregation]].
 
ორიგინალურ ალბომზე როკ-მუსიკის სტილისტიკა უფრო გამოკვეთილია, ვიდრე უებერის თავდაპირველ ჩანაფიქრში. ნაწილობრივ, ამის მიზეზია მიურეი ჰედისა და იანიენ გილანის ემოციური შესრულების სტილი, სესიური გიტარისტების ნილ ჰაბერდისა და კრის სპედინგის, ბასისტ ალან სპენერისა და ბრიუს ჰოლენდის (დასარტყამი ინსტრუმენტები) სოლო-პარტიები. მუსიკალური არანჟირებები პოლიფონიურია, შეიცავს როგორც როკ, ასევე კლასიკური მუსიკის ელემენტებს. მრავალი მსმენელი თვლის, რომ ეს მიუზიკლის საუკეთესო ვარიანტია.<ref>[http://dogandpanda.com/production/jesuschristsuperstar.html] dogandpanda.com</ref>
 
== სქოლიო ==