სუფრაჟისტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
წარსულ კულტურებსა და ცივილიზაციებში ქალის პოზიციები განსხვავდებოდა. ზოგიერთ ქვეყანაში ქალი მხოლოდ მამის ან მეუღლის პირად საკუთრებას წარმოადგენდა, ზოგან კი მას თავისუფლება და ბევრი კანონიერი უფლება ეძლეოდა. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი მამაკაცებს ბევრად მეტი უფლება ენიჭებოდათ. ძლიერი სქესი, ამავე დროს, წამყვან სქესსაც წარმოადგენდა.
 
მამაკაცებზე დამოკიდებულმა ქალებმა XIX საუკუნეში დაიწყეს ბრძოლა ლეგალური და ფართო უფლებების მოპოვების მიზნით. {{ფაქტი|საბოლოოდ, მათ მიენიჭათ საარჩევნო უფლებები, მაგრამ მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ იყო.|26|07|2012}}<ref>სამეცნიერო–შემეცნებითი კოლექცია "შემეცნების სამყარო", თავი XIV, გვ.239</ref>
 
== პირველი მოთხოვნები ==
ხაზი 14:
რეფორმატორ ქალებს და მათ მხარდამჭერ მამაკაცებს მიაჩნდათ, რომ მათი ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი საარჩევნო უფლების მიღება იყო. XIX საუკუნის შუა წლებში [[ბრიტანეთი|ბრიტანეთსა]] და [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებულ შტატებში]] საარჩევნო უფლების მოპოვების მიზნით კამპანიების გატარება დაიწყო. ამ მცდელობებმა გარკვეული გარდაქმნები მოახდინეს, თუმცა ტრადიციული დამოკიდებულება ძნელად იცვლებოდა. {{ფაქტი|ბრიტანეთში, მაგალითად, ქალებისათვის საარჩევნო უფლების მინიჭების პირველი წინააღმდეგი თავადაც ქალი, [[დედოფალი ვიქტორია]] იყო.|26|07|2012}}
 
პირველი მსოფლიო ომის (1914–1918) წინ რამდენიმე სახელმწიფომ ([[ახალი ზელანდია|ახალმა ზელანდიამ]],[[ავსტრალია|ავსტრალიამ]],[[ფინეთი|ფინეთმა]] და [[ნორვეგია|ნორვეგიამ]]) ქალებს საარჩევნო უფლება მიანიჭა. სხვა ქვეყნებში კი სიტუაცია სულ უფრო და უფრო მძაფრდებოდა. ყველაზე მეტად აღსანიშნავია ბრიტანეთი, სადაც [[1903]] წელს მისის [[ემელინ პერჰერსტი|ემელინ პერჰერსტის]] ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა საარჩევნო უფლებებისთვის მებრძოლ ქალთა საზოგადოება, რომლის წევრებსაც სუფრაჟისტები ეწოდებოდათ. მიზნის მისაღწევად სუფრაჟისტები ხშირად მიმართავდნენ უკიდურეს მეთოდებს – ეჯაჭვებოდნენ რა სახელმწიფო შენობების გალავნებს და ხელს უშლიდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ შეხვედრებს. {{ფაქტი|დაპატიმრების შემთხვევაში კი კვლავ განაგრძობდნენ ბრძოლას და შიმშილობდნენ.|26|07|2012}}<ref>სამეცნიერო–შემეცნებითი კოლექცია "შემეცნების სამყარო", თავი XIV, გვ.239</ref>
 
== ომის პერიოდის დათმობები ==
 
[[პირველი მსოფლიო ომი|პირველი მსოფლიო ომის]] დაწყების დროს, ბევრმა სუფრაჟისტმა თავი დაანება ბრძოლას და ომში წასული მამაკაცების მაგივრად მათ სამუშაო ადგილებზე დაიწყო სამსახური. მათმა აშკარა კომპეტენტურობამ დაამტკიცა ქალის შესაძლებლობები და დაამსხვრია პოლიტიკური თანასწორობის მოწინააღდეგეთა არგუმენტები. სუფრაჟისტების ახალი გამოსვლების თავიდან ასაცილებლად, ბრიტანეთის მთავრობამ ქალებს საარჩევნო უფლებები მიანიჭა. ომის შემდგომ პერიოდში [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებულ შტატების]] და [[ევროპა|ევროპის]] ბევრი ქვეყნის ხელისუფლებამაც დააკმაყოფილა ქალთა მოთხნოვნები. წლების შემდეგ ქალებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ბევრი სამუშაო ადგილი, მათ შორის საოფისე და მომსახურების საქმე ყველაზე სწრაფად ვითარდებოდა. თუმცა ქალებს მაინც ნაკლებს უხდიდნენ, ვიდრე მამაკაცებს და არ სთავაზობდნენ ტრადიციულ მამაკაცურ თანამდებობებს. {{ფაქტი|პოლიტიკასა და ბიზნესში ქალები მაინც უმცირესობას წარმოადგენდნენ.|26|07|2012}}<ref>სამეცნიერო–შემეცნებითი კოლექცია "შემეცნების სამყარო", თავი XIV, გვ.239</ref>
 
== ბრძოლა გრძელდება ==
ხაზი 24:
ამის შემდეგ [[1960]] წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოყალიბდა "ქალთა განთავისუფლების მოძრაობა", რომელიც შემდგომ ევროპასაც მოედო. ამ მოძრაობის იდეის აღსანიშნავად ფართოდ დაიწყეს ტერმინ „[[ფემინიზმი|ფემინიზმის]]“ გამოყენება. ამ მოძრაობის მთავარი მიზნები ეხებოდა თანასწორობის პრობლემას, თუმცა ამასთანავე, მისი წარმომადგენლები ებრძოდნენ ნაკლებად პოპულარულ პრობლემებსაც, როგორიცაა [[აბორტი]] და სექსუალური ძალადობა. {{ფაქტი|[[1990]]–იანი წლებისათვის განთქმულმა ფემინისტმა მწერლებმა დიდი წვლილი შეიტანეს საზოგადოებრივი აზრის სასიკეთოდ შეცვლის მხრივ.|26|07|2012}}
 
ამასობასში მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ქალები ისევ მოკლებულნი არიან ელემენტარულ უფლებებს, მაგალითად, საკუთარი სურვილით დაქორწინების უფლებას. {{ფაქტი|კულტურა და რელიგია კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას, მაგალითად, [[კათოლიკური ეკლესია]], თუ [[ისლამი|ისლამური]] [[ფუნდამენტალიზმი]] აფერხებს თანასწორობისთვის მოძრაობას. ამგვარად, "ქალთა საკითხი" საბოლოოდ დღემდე არ არის გადაწყვეტილი.|26|07|2012}}<ref>სამეცნიერო–შემეცნებითი კოლექცია "შემეცნების სამყარო", თავი XIV, გვ.239</ref>
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სუფრაჟისტები“-დან