მულტიმედია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
კომპაქტ–დისკის წამყვანი დისკზე არსებულ ინფორმაციას კითხულობს წითელი ლაზერის სხივის საშუალებით.მეტად ეფექტურია ლურჯი ლაზერის სხივი,რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უფრო მეტი ინფორმაციის დამახსოვრება.დღეისათვის შემუშავებულია ლურჯი ლაზერის სხივით აღჭურვილი საცდელი მოდელები,მომავალში ისინი სერიულად გამოიცემა.
 
დროს რომელიც სჭირდება სჭირდება კომპიუტერს დისკიდან ინფორმაციის მოსაპოვებლად,ეწოდება მიმართვის დრო და იზომება მილიწამებში (მწმ).მილიწამი წარმოადგენს წამის მეათასედ ნაწილს.რაც უფრო დაბალია მიმართვის დრო,მით უფრო მალე უპასუხებს კომპიუტერი მომხმარებლის ბრძანებას.თანამედროვე [[ტექნოლოგია|ტექნოლოგიები]] უფრო და უფრო იხვეწება, რათა მიმართვის დრო დაყვანილ იქნეს მინიმუმამდე.
 
ინფორმაციის წასაკითხად ლაზერი უმიზნებს დისკის იმ ნაწილს,სადაც აღნიშნული ინფორმაციაა ჩაწერილი.სიჩქარეს,რომლითაც წაკითხული ინფორმაცია გადაეცემა კომპიუტერს,მონაცემთა გადაცემის სიჩქარე ეწოდება და იზომება ერთეულში,რომელიც განსაზღვრავს წამში გადაცემული ინფორმაციის რაოდენობას.კომპაქტ–დისკის პირველი წამყვანები ინფორმაციას გადასცემდნენ 150 კილობიტი/წამში სიჩქარით.ორმაგი სიჩქარის კომპაქტ–დისკის წამყვანები,როგორც ეს სახელიდან ჩანს,გადასცემდნენ ორმაგ ანუ 300 კილობიტ ინფორმაციას წამში.რაც მეტია მონაცემთა გადაცემის სიჩქარე,მით უფრო მალე გამოჩნდება ინფორმაცია [[მონიტორი|მონიტორზე]].
 
მულტიმედიური კომპიტერული სისტემები,ჩვეულებრივ,აღჭურვილია კომპაქტ–დისკის წამყვანით,სტერეო ხმის სისტემით,დინამიკებით და ხმის პლატით.ხმის პლატა თავსდება კომპიუტერში და აუმჯობესებს ხმის შესაძებლობებს.მისი საშუალებით ხდება [[ბგერა|ბგერითი]] ფაილების გადამუშავება და შემდგომ გახმოვანება დინამიკებსა და ყურსასმენებში.ასევე ხმის პლატაზე შიძლება ხმის ჩაწერა,ამისათვის აუცილებელია გწონდეთგქონდეთ მიკროფონი ან სხვა ელექტრონული ინსტრუმენტი . კომპიუტერს [[ხმოვანი ტალღები]] გადაჰყავს ციფრულ ფორმატში და წერს დისკზე.ხმის პლატის გარეშე კომპიუტერი გამოსცემს მხოლოდ მოკლე სიგნალებს,პლატით აღჭურვილი კი საშუალებას იძლევა მოვუსმინოთ მრავალფეროვან მუსიკალურ თუ ხმოვან ბგერებს.
 
==ხმის ფორმატი==
 
ხმის პლატების უმრავლესობა უკრავს მხოლოდ ორი ტიპის ხმოვან ფაილს – ტალღოვანს და არატალღოვანს.[[ხმა]],ანუ ბგერა არის რხევითი ტალღა,რომელიც აღიქმება ყურის საშუალებით.აღქმის შემდეგ ტალღა გარდაისახება ელექტრონულ იმპულსებად და გადაეცემა ტვინს,სადაც მისი შემდგომი დეკოდირება ხდება და საბოლოოდ მიიღება ბგერა.მულტიმედიის შემთხვევაში კი,მიკროფონი გარდაქმნის ბგერით ტალღებს ელექტრონულ სიგნალებად,რომლებსაც ეწოდებათ ანალოგიური სიგნალები.ამის შემდგომ,ფიქსირებული ინტევალითინტერვალით,ხმის პლატა იწერს ამ სიგნალებს.ანალოგიური სიგნალების ჩაწერის სიხშირეს [[დისკრეტიზაცია|დისკრეტიზაციის]] სიხშირე ეწოდება.ორიგინალური გახმოვანების მისაღებად მაღალი სიხშირეა საჭირო.
 
დისკრეტიზაციის სიხშირე იზომება კილოჰერცებში. ყველაზე დაბალი დისკრეტიზაციის სიჩქარე არის 11 კილოჰერცი,რაც ნიშნავს იმას რომ 1 წამში ხდება 11 000 სიგნალის ჩაწერა/რაც უფორ მეტია ეს სიხშირე, მით უფრო კარგი ხარისხის არის ხმა.
ხაზი 45:
==გამოსახულება==
მულტიმედიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრივილეგიაა გამოსახულება,რომეიცრომელიც მიიღება სამი ძირითადი ფერის – წითელის,ლურჯის და მწვანეს კომბინაციით.გამოსახულება შედგება ათასობით წვრილი წერტილისგან,ე.წ. [[პიქსელი|პიქსელისაგან]].თითოეული პიქსელი შეცავს წერტიელბისწერტილების ჯგუფებს,რომლებიც მაშინ ირეკლავენ წითელ,ლურჯ და მწვანე ფერებს,როდესაც მათ ხვდება ელექტრონული სხივი.ამ სხივების ინტენსივობის ცვალებადობა წარმოქმნის სხვადასხვა ფერს.რაც უფრო მეტი პიქსელია ეკრანზე,მით უფრო მკვეთრია გამოსახულება.
გამომდინარე იქიდან რომ თითოეული ელექტრონული სხივი დიდხანს არ ძლებს,გამოსახულების შესანარჩუნებლად საჭიროა ამ სხივების ხშირი განახლება.ამას ეწოდება [[რეგენერაცია|რეგენერაციის]] სიხშირე და იზომება იმის მიხედვით,თუ რა სიხშირით ცვლის მონიტორი ვერტიკალური და ჰორიზონტალური [[ელექტრონები|ელექტრონების]] მოდელებს.უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვერტიკალური მოდელების განახლების სიხშირეს.მონიტორების უმრავლესობა მათ წამში 76–ჯერ აახლებს,ე.ი. რეგენერაციის სიხშირე 76 ჰერცია.რაც უფრო მეტია აღნიშნული სიხშირე მით უფრო თანაზომიერია გამოსახულება.
 
==მულტიმედიის გამოყენება==
მოძრავი ნახატების მონაცვლეობა,მუსიკა,სტერეო ხმა და ფერადი გამოსახულება ეფექტური სანახაობაა.კარგი მულტიმედიური პროგრამა აბალანსებს ყველა ამ საშუალებას. თუმცა,მთავარი მნიშვნელობა აქვს ვიდეოგამოსახულებას.ეს არის მულტიმედიის წამყვანი საშუალება,რომლის დახმარებითაც მომხმარებლისათვის ინფორმაციის მოწოდება ხდება ყველასათვის ადვილი და გასაგები გზით.თუმცა, მასაც აქვს ნაკლი – ვიდეოგამოსახულება დიდ ადგილს იკავებს დისკზე და მისი ჩატვირთვა დროს მოითხოვს.
 
მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ადვილად მოიძიოს ინფორმაცია დისკიდან,ამ პროცესს აადვილებს ჰიპერბმულები.კურსორის ბმულზე დაწკაპუნებით მას ეკრანზე გამოაქვს საჭირო ინფორმაცია.ჰიპერბმულები მულტიმედიის განუყოფელი ნაწილია და მომხმარებელს საშუალებას აძლევენ ინფორმაციის დამუშავებისას მეტად დამოუკიდებლები იყვნენ.ეს ნიშნავს იმას,რომ მომხმარებელი თავად ირჩევს ინფორმაციასთან გაცნობის საკუთარ გზას და ძიების სისწრაფეს.რაც მას უადვილებს მუშაობას.თანამედროვე პროგრამები აღჭურვილია საუკეთესო დიზაინითა და მოხმარების უადვილესი ელემენტებით.
 
ინფორმაციის მოძიებისათვის მულტიმედიური პროგამები აღჭურვილია სპეციალური საძიებო სისტემებით.სისტემა ტექსტური ხასიათისაა,თუმცა ტექსტის შეყვანით ადვილად შეგიძლიათ მოიძიოთ ვიდეორგოლები ან ფოტომასალა.
მულტიმედიური პროგრამები არ შეიცავს მხოლოდ თამაშებსა და [[ენციკლოპედია|ენციკლოპედიებს]] – არსებობს ბევრი სხვა საინტერესო პროგრამაც.ძალიან პოპულარული ხდება კომპიუტერული სასწავლო პროგრამები,რომელთა დახმარებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ დავეუფლონ ნებისმიერ საქმეს – დაწყებული [[კულინარია|კულინარიითა]] და დამთავრებული [[დეკორაცია|დეკორაციით]].არსებობს,აგრეთვე,საბავშვო პროგრამები რომლებიც ბავშვებს ასწავლის დათვლას,კითხვას და უცხო ენებს.
 
[[კატეგორია:კომპიუტერული ტექნოლოგია]]
 
==ლიტერატურა==
ენციკლოპედია "შემეცნების სამყარო"
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მულტიმედია“-დან