მულტიმედია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ვიკი}}
'''მულტიმედია''' ({{lang-en|multi}} - ბევრი, media - medium საშუალება) — ინფორმაციის (აკუსტიკური, ვიზუალური, ტექსტური და გრაფიკული) გადაცემის, შენახვისა და წარმოების სხვადასხვა საშუალების ტექნოლოგია, აგრეთვე, ასეთი [[ტექნოლოგია|ტექნოლოგიის]] მარეალიზებელი პროგრამებისა და საინფორმაციო სისტემების ერთობლიობა.
 
მულტიმედიას შეიძლება ჰქონდეს მარტივი სახე,მაგალითად,ერთი სურათის წარმოდგენა და კომპლექსური სახე,როდესაც [[კომპიუტერული პროგრამა]] ერთდროულად იტევს ხმას,გამოსახულებასა და ტექსტს.ინფორმაციული საშუალებების ასეთი კომბინაცია დღეს ყველა [[პერსონალური კომპიუტერი|პერსონალური კომპიუტერისთვისაა]] შესაძლებელი,რაც გზას უხსნის განათლებისა და გართობის ახალ სამყაროს.
 
პირველი მულტიმედიური საშუალებები პრიმიტიული სახის იყო.მომხმარებელი შეზღუდული იყო ბევრ რამეში.გამოსახულება გამოიყურებოდა ჩვეულებრივი წიგნის ფურცლის მსგავსად.არ იყო გამოსახულების სწრაფად გამოცვლის საშუალება.
 
ინტერაქტიული მულტიმედია მომხმარებელს საშუალებას აძლევს,თავად განსაზღვროს ინფორმაციის მიღების პირობები.ეს იმას ნიშნავს,რომ კარგი [[დიზაინი|დიზაინით]] შესრულებული მულტიმედიური პაკეტი აღჭურვილია მრავალფეროვანი ინფორმაციული ლინკებით,ანუ ბმულებით და ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება ეძლევა აირჩიოს საკუთარი მეთოდი ინფორმაციის მიღება–გადამუშავებისთვის.თითოეულ ასეთ პაკეტში ბმულები და ჰიპერბმულები შეფერილია ინდივიდუალური ფერით და საშუალებას აძლევს მომხმარებელს ადვილად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია.
{| border="0" cellpadding="3" cellspacing="0" align="right" width="20%"
! colspan="3" style="background:white;" |
|}
==კომპაქტ–დისკი==
მიღებული ინფორმაციის შენახვის ერთ–ერთი მეთოდია მისი ჩაწერა [[კომპაქტ–დისკი|კომპაქტ–დისკზე]].კომპაქტს–დისკზე შენახულ ინფორმაციას მხოლოდ წასაკითხად ვარგისი სახე აქვს,მისი შეცვლა ან შესწორება შეუძლებელია.ერთი კომპაქტ–დისკი იტევს 700 ან 800 მეგაბიტ ინფორმაციას.CD-ROM კომპაქტ–დისკი მუშაობს თითქმის იმავე პრინციპებით,როგორც აუდიო კომპაქტ–დისკი.კომპაქტ–დისკი მზადდება პოლიკარბონატისგან და დაფარულია ალუმინის შენადნობისა და,თავის მხრივ,პლასტიკის ფენით,რომელიც იცავს მას მტვრისა და ნათითურებისაგან.ინფორმაცია ინახება ალუმინის ფენაში დ აპატარა ჩაღრმავების სახე აქვს.ლაზერისგა[[ლაზერი|ლაზერისგან]] არეკლილი სხივი გვიჩვენებს,თუ სად არის ასეთი ჩაღრმავება – თუ სინათლე მკრთალია,მაშინ ალუმინის ფენაზე ეს ჩაღრმავება არსებობს,თუკი ანარეკლი ძლიერია – ზედაპირი სწორია.კომპაქტ–დისკის წამყვანი უგზავნის ჩაღრმავების მოდელებს კომპიუტერს,რომელიც აღიქვამს მათ როგორც [[ორობითი კოდი|ორობით კოდს]] და გარდაქმნის ამ ინფორმაციას სიტყვის,ხმის ან [[ანიმაცია|ანიმაციის]] სახით.
 
კომპაქტ–დისკის წამყვანი დისკზე არსებულ ინფორმაციას კითხულბოსკითხულობს წითელი ლაზერის სხივის საშუალებით.მეტად ეფექტურია ლურჯი ლაზერის სხივი,რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უფრო მეტი ინფორმაციის დამახსოვრება.დღეისათვის შემუშავებულია ლურჯი ლაზერის სხივით აღჭურვილი საცდელი მოდელები,მომავალში ისინი სერიულად გამოიცემა.
 
დროს რომელიც სჭირდება სჭირდება კომპიუტერს დისკიდან ინფორმაციის მოსაპოვებლად,ეწოდება მიმართვის დრო და იზომება მილიწამებში (მწმ).მილიწამი წარმოადგენს წამის მეათასედ ნაწილს.რაც უფრო დაბალია მიამრთვისმიმართვის დრო,მით უფრო მალე უპასუხებს კომპიუტერი მომხმარებლის ბრძანებას.თანამედროვე [[ტექნოლოგია|ტექნოლოგიები]] უფრო და უფრო იხვეწება, რათა მიმართვის დრო დაყვანილ იქნეს მინიმუმამდე.
 
ინფორმაციის წასაკითხად ლაზერი უმიზნებს დისკის იმ ნაწილს,სადაც აღნიშნული ინფორმაციაა ჩაწერილი.სიჩქარეს,რომლითაც წაკითხული ინფორმაცია გადაეცემა კომპიუტერს,მონაცემთა გადაცემის სიჩქარე ეწოდება და იზომება ერთეულში,რომელიც განსაზღვრავს წამში გადაცემული ინფორმაციის რაოდენობას.კომპაქტ–დისკის პირველი წამყვანები ინფორმაციას გადასცემდნენ 150 კილობიტი/წამში სიჩქარით.ორმაგი სიჩქარის კომპაქტ–დისკის წამყვანები,როგორც ეს სახელიდან ჩანს,გადასცემდნენ ორმაგ ანუ 300 კილობიტ ინფორმაციას წამში.რაც მეტია მონაცემთა გადაცემის სიჩქარე,მით უფრო მალე გამოჩნდება ინფორმაცია [[მონიტორი|მონიტორზე]].
 
მულტიმედიური კომპიტერული სისტემები,ჩვეულებრივ,აღჭურვილია კომპაქტ–დისკის წამყვანით,სტერეო ხმის სისტემით,დინამიკებით და ხმის პლატით.ხმის პლატა თავსდება კომპიუტერში და აუმჯობესებს ხმის შესაძებლობებს.მისი საშუალებით ხდება ბგერითი ფაილების გადამუშავება და შემდგომ გახმოვანება დინამიკებსა და ყურსასმენებში.ასევე ხმის პლატაზე შიძლება ხმის ჩაწერა,ამისათვის აუცილებელია გწონდეთ მიკროფონი ან სხვა ელექტრონული ინსტრუმენტი .კომპიუტერს ხმოვანი ტალღები გადაჰყავს ციფრულ ფორმატში და წერს დისკზე.ხმის პლატის გარეშე კომპიუტერი გამოსცემს მხოლოდ მოკლე სიგნალებს,პლატით აღჭურვილი კი საშუალებას იძლევა მოვუსმინოთ მრავალფეროვან მუსიკალურ თუ ხმოვან ბგერებს.
10

რედაქტირება